: ზომბი რეალობა ხდება - ახალი ნარკოტიკები ადამიანებს აზომბირებენ - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ზომბი რეალობა ხდება - ახალი ნარკოტიკები ადამიანებს აზომბირებენ
5:25 AM
ზომბი რეალობა ხდება - ახალი ნარკოტიკები ადამიანებს აზომბირებენ

                                                                        სკოპოლამინი                                                                                                                                                                                                                                                  ერთ-ერთ მათგანს შეუძლია რამოდენიმე წამში მოახდინოს ადამიანის პარალიზება და მისგან სრულიად ნამდვილი ზომბი ჩამოაყალიბოს. სხვა ნარკოტიკი იმავე დროში ნებისმიერ ადამიანს ისეთ ველურ, მძვინვარე და სისხლისმსმელ მხეცად გადააქცევს, რომელიც სრულიად დააკარგვინებს თავის ადამიანურ სახეს.

24 წლის სტუდენტმა ქრისტიენმა როცა გაიღვიძა შეამჩნია, რომ წევს იატაკზე და შეეცადა გაეხსენებინა სად იმყოფება. არადა ის იწვა საკუთარი ოთახის იატაკზე, ორონდ მისგან სრულიად გამქრალი იყო ყოველგვარი ავეჯი, სატელევიზიო აპარატურა, სეიფი და სხვა დანარჩენი. ქრისტი ნელ-ნელა წამოდგა და ჩავიდა პირველ სართულზე, სადაც თავის პოსტზე იდგა კონსიერჟი.

- გუშინ ჩემი ოთახიდან მთელი ავეჯი გაიტანეს. სად იყავით თქვენ ამ დროს? - იკითხა ქრისტიენმა.

- მე ადგილზე ვიყავი. ავეჯი ოთხ ადამიანს გაჰქონდა. მათ მთელი ოთხი საათი მოუნდათ, რათა ქვემოთ ჩამოეტანათ ავეჯი, ელექტრონული ტექნიკა, რამოდენიმე დიდი ჩანთა და ყველაფერი ეს ჩაელაგებინათ ფურგონში, - მშვიდად მიუგო კონსიერჟმა.

- კი მაგრამ, რატომ არ დააკავეთ ისინი? - აღშფოთდა ქრისტიენი.

- იცით რას გეტყვით, ერთ ერთი იმ ოთხთაგან თქვენ იყავით. და თქვენ მითხარით, რომ ყველაფერი რიგზეა და მე არაფერი მაქვს სანერვიულო.

აქ გამოფხიზლდა ქრისტიენი. მან გაიხსენა, როგორ დაიწყო გასული საღამო. ის ჯერ ბარში შევიდა, ვიღაცამ სიგარეტი მიაწოდა, თანაც ამ დროს ეუბნებოდა "ეშმაკის სუნთქვაზე"... პირველი ნაფაზის შემდეგ ქრისტიენი სრულიად ნებაწართმეულ ადამიანად იქცა. ის რობოტივით მართვადი გახდა. მასთან მივიდა სამი ადამიანი და შესთავაზა მისი ოთახი დაეცალა ყველაფრისგან, რაც კი მასში იყო. ქრისტიენმა წინადადება სრულიად ნორმალურად მიიღო და დათანხმდა.

ქრისტიენს კიდევ გაუმართლა - ყველა ცოცხალი როდი რჩება ისეთი ნარკოტიკის შემდეგ, როგორიცაა სკოპოლამინი, რომელიც ხალხში "ეშმაკის სუნთქვად" არის ცნობილი.


მონად გარდაქცევის საშუალება

სამხრეთ ამერიკაში სკოპოლამინმა უკვე საკმაო გავრცელება ჰპოვა და დამნაშავეთა სამყაროში გამოიყენება მსხვერპლის უმწეო მდგომარეობაში ჩასაგდებად - ამის შემდეგ ისინი ხდებიან სრულიად მორჩილნი და ნებაწართმეულნი. დღეისთვის ეს ნარკოტიკი გამოჩნდა აშშ-ში, ასევე ევროპასა და აზიაში.

არსებობს ნივთიერება, რომელსაც არ გააჩნია არც სუნი და არც გემო. მისი სახელია ბურუნდანგა, მას მოიპოვებენ ბორაჩეროს ხისგან, რომელიც პრაქტკულად ყველა სამხრეთამერიკულ პარკში ხარობს. ხოლო მისი ერთი გრამი სულ რამოდენიმე დოლარი ღირს, რაც ბევრად ნაკლებია კოკაინის ღირებულებაზე.

საკმარისია რამოდენიმე მილიგრამი სკოპოლამინი შეურიონ თამბაქოს ან სასმელის დოზას და ადამიანის საკუთარი ნება, რომელიც მოსწევს ასეთ სიგარეტს ან დალევს სასმელს, რამოდენიმე წამში სრულიად დაითრგუნება, და გადაიქცევა რობოტად, სხვისი სურვილების მორჩილ და უსიტყვო შემსრულებლად.

აი როგორ აღწერს სკოპოლამინის მოქმედებას ნარკოდილერი დემენსია ბლეკი: "ის გადაგაქცევთ უტვინო ზომბად, თქვენ ყველაფრის გაკეთებას დაიწყებთ, აბსოლუტურად ყველაფრისა, რასაც გეტყვიან". ნარკოტიკის ამგვარი დახასიათება ბლექისგან მოისმინა რეპორტიორმა რაიან დაფიმ, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფებოდა და სადაც შეიმჩნევა მზაკვარი ნარკოტიკის მზარდი პოპულარობა. ამასთან ძალზედ ძნელია ადამიანს შეამჩნიო, რომ ის შეპყრობილია "ეშმაკის სუნთქვით". მხოლოდ გამოცდილი ნარკომოვაჭრე, ისეთი როგორცი ბლექია, მიხვდება მსხვერპლის თვალებით, რომ ის უკვე მზადაა.

ამ ნარკოტიკს წარმატებით იყენებენ ქურდები, მძარცველები და პროფესიონალი ქილერები, რათა თავიდან აიცილონ თავიანთი მსხვერპლის ყოველგვარი წინააღმდეგობა. რა საჭიროა სახლში შეჭრა სროლა სროლით, თუ თვითონ სახლის პატრონი შეგიძღვება წინ, თვითონ გამოგიტანს საქონელს, მოგცემს ფულს და მოხსნის ნებისმიერ თანხას საკუთარი ანგარიშიდან ბანკში? და ბოლოს, რა საჭიროა შეკვეთილი მკვლელობის შესრულება, თუკი ამას თქვენს მაგივრად სხვა გააკეთებს, თანაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე?

- ადამიანები მონებად იქცევიან, და ამას სრულიად არ აცნობიერებენ, თანაც მათი ფსიქიკა ნორმალური რჩება. სკოპოლამინი - ყველაზე საშინელი ნარკოტიკია იმ ნარკოტიკთაგან, რომელიც მე ვიცი - აცხადებს რაიან დაფი.

ერთადერთი, რის რისკზეც მიდის დამნაშავე არის დოზა. უკვე ნივთიერების 50 მილიგრამი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს მისი "ქვეშევრდომისთვის", რადგან მას შეუძლია სასუნთქი ცენტრების პარალიზება და თუ ასე მოხდა, ადამიანი გაიგუდება. არადა ვის სჭირდება უმწეო, მომაკვდავი "შემსრულებელი"? - რიტორიკულად კითხულობს ნარკოდილერი ბლექი.

სკოპოლამინის ხანგრძლივი ფიზიოლოგიური ზემოქმედების შესახებ ბევრი როდია ცნობილი. თუმცა დადგენილია, რომ ის კლავს ნერვულ უჯრედებს, რაც მეხსიერების დაკარგვას იწვევს. ის ასევე აშრობს ლორწოვან გარსს. ნარკოტიკთან მიჩვევის უნარის შეფასება ძნელია, რადგან მისი მომხმარებელ ადამიანებს არც კი ახსოვთ მისი მიღების ფაქტი, კოკაინის, ჰეროინის ან კრისტალური მეტამფეტამინის მომხმარებლისგან განსხვავებით. ამასთან ადამიანები ინტოქსიკაციასაც ვერ გრძნობენ, თუმცა საკუთარ ნებას სრულიად კარგავენ.


კანიბალიზმი ფარეხში

თუმცა სკოპოლამინი ერთადერთი ნარკოტიკი როდია, რომელსაც რამოდენიმე წამში ადამიანის ზომბად გადაქცევა ძალუძს. არსებობს სხვა ნივთიერება, რომლისგანაც ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, თუმცა ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე კონტროლი ვლინდება წარმოუდგენელი, არაპროგნოზირებადი და უკიდურესად აგრესული სახით.

ამის დასტურად გამოდგება 2012 წლის 26 მაისის შემთხვევა მაიამიში, როდესაც პოლიციის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციის შესახებ. წესრიგის დამცველები, რომლებიც იმ დღეს მორიგეობაზე იმყოფებოდნენ, ამ შემთხვევას ვერასოდეს დაივიწყებენ.

არადა მოხდა შემდეგი ამბავი: მაიამის მცხოვრები ლარი ვეგა, დღის მეორე ნახევარში შევიდა დახურულ პარკინგში და იქ ნახა შიშველი მამაკაცი, რომელიც მუხლებზე იდგა და იატაკზე მიეწვინა სხვა გაშიშვლებული მამაკაცი. ვეგამ მოითხოვა, რათა მოძალადეს გათავისუფლებინა თავისი მსხვერპლი.

- მან მხოლოდ თავი ასწია და დაიყმუვლა, - ჰყვება ვეგა. - და მაშინ მის პირში დავინახე ადამიანის დასისხლიანებული ხორცის ნაჭერი.

მისი სიტყვებით, იატაკზე მწოლიარე ადამიანი სისხლისგან იცლებოდა, სახეზე კი არ ჰქონდა არც ცხვილი, არც ლოყები. მათ ღეჭავდა მასზე მჯდომი კანიბალი. პოლიციელი არმანდო აგილარი, რომელიც ტრაგედიის ადგილას მივიდა, მოგვიანებით ამბობდა, რომ ბოროტმოქმედი თავისი მოქმედებებით ველურ მხეცს წააგავდა.

პოლიციელის მოთხოვნაზე შეეწყვიტა ძალადობა და გაეშვა მსხვერპლი კანიბალი არ რეაგირებდა. მაშინ პოლიციელებმა სროლა ატეხეს. მეექვსე გასროლის შემდეგ სასიკვდილოდ განგმირული დამნაშავე იატაკზე დაეცა. ის აღმოჩნდა რუდი იუჯინი, ინჟინერ-ელექტრიკოსი, ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი. ხოლო მისი მსხვერპლი იყო ბომჟი, მაწანწალა რონალდ პოპპო, რომელსაც რუდიმ ნახევარი სახე მოაჭამა. მიუხედავად ამგვარი ჭრილობებისა პოპპი მაინც გადარჩა.                                                                                                                                                                         სიგიჟის სტიმულატორი

რას შეეძლო ნორმალური ადამიანის გადაქცვა უგუნურ მონსტრად? ეს უეჭველად იყო ნარკოტიკი, რომელიც აშშ-ში ცნობილია "აბაზანის მარილის" სახელწოდებით. ექსპერტები აფრთხილებენ ადამიანებს არ მიიღონ ეს თეთრი ფხვნილი, არადა აშშ-ს მრავალ შტატში მისი შეძენა სრულიად ლეგალურად არის შესაძლებელი. ამ ნივთიერების ერთი ტომარა 25 დოლარი ღირს. "აბაზანის მარილი" მინერალებისა და ვიტამინების გარდა თეთრი კრისტალების სახით შეიცავს კიდევ ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა კატინონი ან მეფედრონი.

საკმარისია მისი ჩაყნოსვა, სიგარეტის კვამლთან ერთად შეისუნთქვა, ან კიდევ "გაჩხერვა", რომ ნარკოტიკმა წამებში შეცვალოს ადამიანი. სწრაფად მოიმატებს არტერიული წნევა და პულსი, ხოლო სხეულის ტემპერატურა რამოდენიმე წუთში ავა 42°. ამიტომაც, ამ ნარკოტიკის მომხმარებელთაგან უმრავლესობა, კანიბალად ქცეულ რუდი იუჯინივით, იხდიან ტანისამოსს და შიშვლდებიან. ისინი ასევე ექცევიან ჰალუცინაციებისა და ფსიქოზის ქვეშ, რის შედეგადაც შეუძლიათ გამოავლინონ არაადამიანური სისასტიკე გარშემომყოფთა მიმართ, ასევე დააზიანონ საკუთარი თავიც.

- აზრობრივად რომ გავაერთიანოთ მეფედრინის, კოკაინის, ექსტაზის და ჰეროინის გამოყენების ყველაზე საშინელი შედეგები, თქვენ დაახლოებით შეგექმნებათ წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი ვნება შეიძლება მიაყენოს "აბაზანის მარილმა" ადამიანს,- ამბობს ლუიზიანის შტატის ტოქსიკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი მარკ რაიანი.

აქედან გამომდინარე პოლიცია რეკომენდაციას იძლევა რაც შეიძლება შორს დავიჭიროთ თავი მაზომბირებელი ნარკოტიკისგან, რომელიც სხვადასხვა სახელწოდებებით იყიდება, მაგალითად, "ნეტარება". და იმის შემდეგ, როდესაც ასეთ "ნეტარებას" ჩაყლაპავს, ადამიანი ხდება მხეცი, რომელსაც შეუძლია თავს დაესხას გარშემომყოფთ, დაასახიჩროს ისინი და მოკლას კიდეც.

ამრიგად, გამოჩნდა ორი სხვადასხვა ნარკოტიკი, რომლებიც უპირატესად რამოდენიმე კონტინენტზე ვრცელდება და სხვადასხვაგვარად მოქმედებს მათზე, ვინც მათ მოიხმარს. მიუხედავად ამისა, მათ გააჩნიათ ერთი საერთო მახასიათებელი: საკმარისია რომელიმე მათგანის სულ რამოდენიმე მილიგრამიც კი, რათა სრულიად წაართვას ადამიანს თვითკონტროლი, ნება და ჩააგდოს ჯოჯოხეთის ჯურღმულებში...

_______________________________

ინტერნეტს წყაროების მიხედვით                                                  

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 1558 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0