: სამი რელიგიის ცენტრი - ეკატერინბურგის ეკუმენისტური "საოცრება" - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » სამი რელიგიის ცენტრი - ეკატერინბურგის ეკუმენისტური "საოცრება"
4:55 AM
სამი რელიგიის ცენტრი - ეკატერინბურგის ეკუმენისტური "საოცრება"

              2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა და გამოფენა "ექსპო-2020"-ის გახსნის წინ ეკანტერინბურგის მუსლიმებმა განაახლეს თავიანთი დიდი მეჩეთის მშენებლობა, რომელიც მართლმადიდებლური ტაძრისა და იუდაური სინაგოგის გვერდით განთავსდება.


საყურადღებოა ის, რომ მეჩეთი მართლმადიდებლურ ტაძართან და იუდაურ სინაგოგასთან ერთად შექმნის სამი რელიგიის ცენტრს. ამგვარი ეკუმენური "საოცრების" იდეა აღმოცენდა გასულ საუკუნეში. 2007 წელს ამ იდეას საზეიმოდ ჩაეყარა საძირკველი, დაიწყო მშენებლობა. მაგრამ 2008 წლის კრიზისის გამო მშენებლობა შეჩერდა. 2009 წელს საქველმოქმედო მარათონიც კი ჩაატარეს მშენებლობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად. 2010 წელს ააგეს დროებითი მეჩეთი, მოგვიანებით კი დამატებითი ნაგებობა მიუშენეს.


"2009 წლიდან შეიქმნა და მოქმედებს მუსლიმთა ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის მზრუნველთა საბჭო "ნურ უსმანი", რომელიც მიზნად ისახავს თანხების მოზიდვას დიდი მეჩეთის ასაშენებლად და ურაზა-ბაირამის აღსანიშნავად. დიდი მეჩეთის ადგილას აღმართულია დროებითი მეჩეთი, რომელშიც უკვე მიმდინარეობს მუსლიმთა რეგულარული ლოცვები", - აღნიშნა რუსეთის მუფტიების საბჭოს უფლებამოსილმა თავმჯდომარემ, რაის ნურიმანოვმა.


დღეისთვის მეჩეთის ფუნდამენტში, რომელსაც ოთხი მინარეთი ექნება და 2500 ადამიანს დაიტევს, დაყენებულია 170 ბეტონის ხიმინჯი. აკუმულირებულია 5 მილიონი რუბლი, და, როგორც რაის ნურიმანოვი ამბობს, არსებობს პერსპექტივა სამშენებლო სეზონის დაწყებისთვის შეგროვდეს მეჩეთის დასამთავრებლად საჭირო თანხები.


წყარო: ekburg.ru  

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 553 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0