: როტშილდების ოჯახი - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » როტშილდების ოჯახი
8:50 AM
როტშილდების ოჯახი

                                    მრავალი საიდუმლოთია გარემოცული საერთაშორისო საბანკო საქმიანობის წარმოშობა და მოღვაწეობის ცენტრი - როტშილდების სახლი. 1750 წელს მაიერ ამშელ ბაუერმა მემკვიდრეობით მიიღო თავისი მამის საქმე ფრანკფურტში და შეიცვალა სახელი როტშილდით ("roten Schield" – "წითელი ფარი", რომელიც ეკიდა საკუთარი კანტორის შესასვლელში და წარმოადგენდა გამარჯვების სიმბოლოს აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ რევოლუციურად განწყობილ ებრაელთათვის).

მაიერი დაოჯახდა და შეეძინა ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მისი ვაჟების სახელებია: ამშელი, სოლომონი, კალმანი (კარლი) და იაკობი (ჯეიმსი). მაიერის წინსვლის ახალი ბიძგი იყო ის, რომ პრინცი ვილჰელმ IX აესენ-ჰანაუ წყალობის თვალით უყურებდა მას. გერმანიაში ისინი ერთად იღებდნენ მონაწილეობას თავისუფალ კალატოზთა შეკრებებზე. პრინცი ვილჰელმი, ჰანოვერების მეგობარი, გარკვეულ ფინანსურ მოგებას იღებდა ინგლისის მეფობისთვის დაქირავებული, თავისივე ჯარისკაცების მიწოდებისას. მოგვიანებით სწორედ ეს ნაწილები ებრძოდნენ ჯორჯ ვაშინგტონის არმიას "ველი ფორდჯში". როტშილდი ვილჰელმის პირადი ბანკირი გახდა.

როდესაც პრინც ვილჰელმი, პოლიტიკური მღელვარების გამო იძულებული გახდა დანიაში გაქცეულიყო, მან გასცა 600.000 ფუნტის სესხი ჯარისკაცებისთვის როტშილდის ბანკში შესანახად. ნათან როტშილდმა (მაიერ ამშელის უფროსი ვაჟი) ეს ფული ინგლისში წაიღო, რათა იქ ბანკი გაეხსნა. ოქრო, რომელიც უზრუნველყოფას ემსახურებოდა, "აღმოსავლეთ-ინდოეთის კომპანიიდან" შემოვიდა. ნათანმა ამავე დროს ოთხმაგი შემოსავალი მიიღო იმ სესხიდან, რომელიც მან ბანკნოტების სახით მისცა "ჰერცოგ ველინგტონს". იგი ამ გზით აფინანსებდა თავის საომარ ოპერაციებს. შემოსავალი აგრეთვე მიიღებოდა ოქროს არაკანონიერი გაყიდვით, იმ ოქროსი, რომელიც უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

სწორედ ასე დაიწყო როტშილდების ოჯახის გიგანტური სიმდიდრის დაგროვება. საერთაშორისო საბანკო სახლმა ამის შემდეგ დაიწყო თავისი მუშაობა. ამასთან, თითოეულმა ვაჟმა სხვადასხვა ქვეყანაში გახსნა ბანკი: ამშელმა - ქ. ბერლინში, სოლომონმა - ქ. ვენაში, იაკობმა - პარიზში, კალმანმა - ნეაპოლში. სოლომონ როტშილდი იყო თავისუფალ კალატოზთა კავშირის წევრი.

მაიერ ამშელ როტშილდმა დაწერა ანდერძი, რომელშიც მან წარმოადგინა ზუსტი ინსტრუქცია, თუ შემდგომ როგორ უნდა განეგოთ ოჯახის ქონება. სიმდიდრე მხოლოდ კაცებს უნდა ემართათ, თუ აზრთა სხვაობა, ან სერიოზული უთანხმოება იქნებოდა, გადამწყვეტი ხმა მათ შორის უფროსს ექნებოდა. აქტიური მოქმედების ყოველი ანგარიში აბსოლუტურად საიდუმლოდ უნდა შეენახათ, განსაკუთრებით მთავრობისგან.

1773 წელს მაიერ ამშელ როტშილდმა, ფრანკფურტში, ებრაელების ქუჩაზე, როტშილდების სახლში მოაწყო შეხვედრა, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობას იღებდა 12 მდიდარი და გავლენიანი კრედიტორი (სიონელი ბრძენები); ისინი შეიკრიბნენ რათა შეემუშავებინათ გეგმა, თუ როგორ და რა გზით გაეწიათ კონტროლი მთელი მსოფლიოს ქონებისათვის.

ჰერბერტ ჯ. დორსი გვამცნობს, რომ იქ საუბარი იყო აგრეთვე "ინგლისური ბანკის" შექმნის შესახებ, რომ მისმა დაფუძნებამ უკვე მოახდინა სერიოზული გავლენა ინგლისის ეკონომიკაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ სჭირდებოდათ აბსოლუტური კონტროლი დაეწესებინათ პლანეტის სიმდიდრეზე. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ძალიან უხეშად გამოიკვეთა.

დორსისა და უილიამ ჰაი კარას (პაიკები თამაშში) შეტყობინებით ასე შეიქმნა ის გეგმა, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა "სიონელ ბრძენთა ოქმების" სახელწოდებით. ამ ოქმების შექმნის თარიღი ჩვენი დროიდან არა ერთი ასწლეულით არის დაშორებული, მაგრამ მხოლოდ როტშილდების მიერ თავიდან გადამუშავების შემდეგ მიიღეს მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა. რის გამოც ეს ოქმები საიდუმლოდ ინახებოდა 1901 წლამდე მანამ, სანამ ის არ ჩაუვარდა ხელთ რუს პროფესორს ს. ნილუსს, რომელმაც გამოაქვეყნა ისინი სათაურით - "ებრაული საშიშროება". 1921 წელს ვიქტორ მაროდენმა ოქმები გადათარგმნა ინგლისურ ენაზე სახელწოდებით - "სიონის სწავლულ ბერთა (მოხუცთა) ოქმები" (იგივე "სიონელ ბრძენთა ოქმები").


მასონობა გერმანიაში და "სატანის ახალი აღთქმა"

როგორც ჰელზინგი წერს: "XIII საუკუნეში გერმანია ევროპის თავისუფალ კალატოზთა სატაძრო მოძრაობის ცენტრი გახდა (მათს იდეოლოგიას რაინდ-მეტაძრეთა პირველსაწყის იდეოლოგიასთან ან ძალიან მცირე რამ ჰქონდა საერთო, ან - არაფერი). რაინდთა ხარისხები თავისუფალ კალატოზთა სისიტემასთან "მკაცრი ზედამხედველობით" იყო დაკავშირებული, რაც ნიშნავდა, რომ ხელდასხმულთ რანგით მათზე მაღლა მდგომთა უსიტყვო მორჩილების ფიცი უნდა დაედოთ. ხელმძღვანელი, რომელიც "უცნობ უმაღლესად" იწოდებოდა და ატარებდა "წითელი ფრთის რაინდის" ტიტულს, "შოტლანდიური ხარისხებისა" და შესაბამისად, სტიუარტების ერთგული იყო.

დაახლოებით ათწლეულის შემდეგ, რაც "ფრიდრიხ დიდი" მოღვაწეობაში ჩააბეს, "მკაცრი ზედამხედველობა" და მისი "შოტლანდიური ხარისხები" თავისუფალ კალატოზთა ყველა გერმანულმა მიმდინარეობამ მიიღო. ფრიდრიხი ღებულობდა წარმოუდგენლად დიდ შემოსავალს კონფლიქტებიდან, რისთვისაც იგი ინგლისში აგზავნიდა "შოტლანდიელ თავისუფალ კალატოზებს". მისი მიზანი იყო პრუსიის სამხედრო ექსპანსია. ამასთან, იგი მხარს უჭერდა იაკობინელებს ჰანოვერების წინააღმდეგ ისევე, როგორც ეს მოხდა მოგვიანებით, 1745 წელს ინგლისში დიდი შეჭრის დროს. ამის შემდეგ მან კვლავ დაამყარა კავშირი ინგლისთან და ღებულობდა დიდ შემოსავალს იქ არსებული რთული მდგომარეობის გამო, რომლის შექმნასაც იგი გერმანელი ჯარისკაცების ინგლისში ჩაყენებით აღწევდ. (რა თქმა უნდა ის ნიკოლო მაკიაველისაც კითხულობდა!).

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითური ოინი ევროპის ისტორიაში: გერმანელ თავადთა მცირე ჯგუფმა დაამხო ინგლისის მეფე და საბოლოოდ ტახტზე ჰანოვერები აიყვანა. მათ გამოიყენეს თავიანთი გავლენა, რათა ინგლისი ჩაებათ ომში და ამის შედეგად მისი სახელმწიფო ხაზინა დაეცარიელებინათ, რისთვისაც ქვეყანას გერმანელი ჯარისკაცებით ამარაგებდნენ.

მსოფლიო ბატონობის გზაზე დავალიანება დიდად შეეწეოდა ებრაელ ბანკირებს და აქედან გამომდინარე - ილუმინატებს.                                                                                                                  



                                                                                                                                                                                                   ადამ ვაისჰაუპტის ბავარიელი ილუმინატები                                                                                                                                                                                                                                   ადამ ვაისხაუპტი აღიზარდა იეზუიტების მონასტერში. მან მიიღო კანონიკის პროფესორის ხარისხი. დროთა განმავლობაში მოხდა ისე, რომ მას შეექმნა სირთულეები კათოლიკურ მსოფლმხედველობასთან მიმართებაში და პირადი მოწაფე გახდა ებრაელი ფილოსოფოსის მენდელსონისა, რომელმაც მთელი მისი ყურადღება გნოსტიციზმისაკენ წარმართა.

1770 წელს ვაისხაუპტი უახლოვდება ახლად გამოჩენილ კრედიტორებს (როტშილდებს) იმისთვის რათა მათი დავალებით ინგოლშტატში დააარსოს "ბავარიელ ილუმინატთა ფარული ორდენი".

მოკლე განმარტება: ვაისხაუპტის ბავარიელი ილუმინატები არ უნდა ავურიოთ "ილუმინატებში" - ხალხის იმ ჯგუფთნ, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. ნამდვილმა ილუმინატებმა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, შეაღწიეს მესოპოტამიის "გველის ძმობაში" და, არცთუ იშვიათად გამოდიოდნენ თავისი სახელით ან როგორც ცალკეული პირები. ილუმინატების ცნებით ამ წიგნში ჩვენ ვსარგებლობთ იმიტომ, რომ ეს ცნება გამოიყენება თვით წევრთა შორის ამ ჯგუფის ხალხის აღსანიშნავად. სწორედ ეს ხალხი იდგა ყოველივე მომხდარის კულისებს მიღმა. ადამ ვაისხაუპტი იმავე სახელწოდებას (ილუმინატები) იყენებდა თავისი ორდენისთვის, რომლის ამოცანებიც ადრე მოქმედი "ილუმინატების" ამოცანების მსგავსი იყო: (იქ, შესაძლებელია, ტერმინი ილუმინატები ღიად გამოიყენებოდა იმისათვის, რათა გაეძლიერებინათ დაბნეულობა მათ შორის, ვინც ამით დაინტერესდებოდა). გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, ვაისხაუპტის ჯგუფს ყველგან "ბავარიელ ილუმინატებად", ხოლო სხვა დანარჩენს, უბრალოდ - "ილუმინატებად" მოვიხსენიებ.

"ბავარიელი ილუმინატები" სტრუქტრულად ყალიბდებოდნენ ე.წ. "ხახვური" პრინციპით, როგორც წრეში ჩასმული წრე. თუ წევრთა მოღვაწეობა უნდა დარჩენილიყო სრულიად საიდუმლოდ, მაშინ ისინი შემოიფარგლებოდნენ საკუთარი წრის მუშაობით, რაც უკიდურესად გასაიდუმლოების საშუალებას იძლეოდა. "ბავარიელი ილუმინატების" ჭეშმარიტ მიზანს აცნობიერებდა მხოლოდ ის, ვინც მოხვდებოდა ყველაზე შიდა წრეში. დაბალი ხარისხის წევრებს მაღალი ხარისხების არარსებობას შეაგონებდნენ და, ამასთანავე, ხელმძღვანელობდნენ რა "მკაცრი ზედამხედველობის" წესით, ფარავდნენ გროსმაისტერის სახელს. "ბავარიელი ილუმინატები" იყოფოდა 13 ხარისხად, როგორც ეს ერთდოლარიან კუპიურაზეა და თიოოეული მათგანი წარმოადგენდა ილუმინატების პირამიდის 13 საფეხურს.

იეზუიტებისგან ისინი თავს იცავდნენ ინფორმატორებისა და შპიონაჟის სისტემით, რაც მიმართული იყო იქითკენ, რომ წარმოედგინათ "პატრიარქების" ხარისხს მიღწეული წევრები, რომლებიც სრულიად უუნარონი იყვნენ. ამრიგად, ორდენის პოლიტიკა საშუალებას იძლეოდა, რომ "პატრიარქები" განეთავსებინათ ისეთ პოსტებზე, სადაც მათი შესაძლებლობა საუკეთესო მხრიდან იქნებოდა გამოყენებული. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტაქტიკურ ილეთად გამოიყენებოდა ცილისწამება, რომელიც "პატრიარქთა" "ერთგულებას" უზრუნველყოფდა და აჩერებდა მათ ორდენის შიგნით.

ხედავდა რა აუცილებლობას, ვაისჰაუპტი ყოველ ღონეს მიმართავდა იმისთვის, რათა ბავარიელი ილუმინატების მახეში აღმოჩენილიყვნენ ყველაზე ნათელი გონების ადამიანები მსხვილი ფინანსური სისტემიდან, მრეწველობიდან, განათლებისა და ლიტერატურის სფეროდან. მაღალ პოსტებზე მყოფი ადამიანების გასაკონტროლებლად ორდენი სხვადასხვა ბინძურ ხერხს მიმართავდა, კერძოდ ადამიანის მოსყიდვას, სექსს და ა. შ.

ერთხელ მიღწეული წარმატების შემდეგ ვაისჰაუპტი ხშირად მიმართავდა შანტაჟს, როგორც ასეთ საცოდავ ხელმძღვანელებზე კონტროლის შენარჩუნების გარანტიას. თავისი უმაღლესი ხარისხის ადეპტების მეშვეობით ბავარიელმა ილუმინატებმა დაიწყეს მთავრობის წევრთა ფარული კონსულტაციები. ამ ექსპერტთა ამოცანა იყო ხელმძღვანელი პოლიტიკოსებისთვის ისეთი რჩევა მიეცათ, რომელიც მათ მოღვაწეობას ბავარიელი ილუმინატების სასურველ კალაპოტში მოაქცევდა. ამავე დროს ეს ყველაფერი ისე უნდა წარმართულიყო, რომ მანიპულირებულები თავიანთ გადაწყვეტილებებისა და იდეების დამოუკიდებლად მიღებაში დარწმუნებულები ყუფილიყვნენ.

ბავარიელი ილუმინატების შირმას საზოგადოების ყველა უარყოფითი მხარის ჩამოშორება და ხალხის ბუნებრივ, ბედნიერ მდგომარეობაში დაბრუნება წარმოადგენდა. რადგანაც ეს გულისხმობდა მონარქიისა და ეკლესიის შერყევას, ისინი თავიანთ გზაზე მრავალ სერიოზულ მოწინააღმდეგეს წააწყდნენ, და აქ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ორდენის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საიდუმლოა.

იმის გასაგებად, თუ სინამდვილეში სად მჟღავნდება ვაისჰაუპტის ილუმინატების იდეოლოგია, უნდა განვიხილოთ დოკუმენტი, რომელიც ცნობილი გახდა სათაურით "სატანის ახალი აღთქმა", რომელსაც ბავარიელი ილუმინატები სრულ საიდუმლოებაში ინახავდნენ. მე სრულიად მიზანდასახულად გამოვიყენებ ამ დოკუმენტს ჩემი მონათხრობის ამ მონაკვეთში, რადგან ხალხის უმეტესობას ეჭვი ეპარება სიონელ ბრძენთა ოქმების არსებობაში. შესაძლებელია, მრავალმა მკითხველმა უფრო ადვილად გაიგოს ამ დოკუმენტის გეგმები და პრინციპები, თუ არ ვისარგებლებთ სიტყვით "ებრაელი". ფართო საზოგადოებისათვის ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 1875 წელს, როდესაც ბავარიელი ილუმინატების კურიერი ფრანკფურტიდან პარიზისკენ მიმავალ გზაზე მეხმა მოკლა, რის შედეგადაც მსოფლიო მასშტაბის შეთქმულებაზე არსებული ინფორმაციის ნაწილი ხელმისაწვდომი გახდა.

ამრიგად, "სატანის ახალი აღთქმა" გვაუწყებს:

- პირველი საიდუმლო, ადმიანის მართვის საქმეში, საზოგადოებრივი აზრის დაუფლებაა, ამასთანავე საჭიროა განხეთქილებები, ეჭვი და ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი მანამ თესო ხალხში, სანამ საბოლოოდ არ დაიბნევა და არ დაკარგავს ორიენტირებს ქაოსსა და არეულობაში; სანამ არ გადაწყვეტს, რომ უკეთესია პოლიტიკურ საკითხებში საერთოდ არ ჰქონდეს საკუთარი აზრი. ამისთვის საჭიროა გამოწვეულ იქნას სახალხო უკმაყოფილება; გავრცელდეს სულიერებას მოკლებული, ბინძური და მდარე ლიტერატურა. პრესის ამოცანაა დაამტკიცოს, რომ არაილუმინატები უუნარონი არიან სახელმწიფოებრივი და რელიგიური ცხოვრების ყველა სფეროში.

- მეორე საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთა ყველა სისუსტე, ცუდი ჩვეულება და შეცდომა გადაიქცეს საყრდენად, რის შემდეგაც ადამიანებმა ვეღარაფერი უნდა გაუგონ ერთმანეთს და დაკარგონ ნდობა ერთმანეთისადმი.

- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მთელი ძალით ვებრძოლოთ ცალკეულ პიროვნებებს, რადგან მათზე უფრო საშიში არაფერია, მით უმეტეს, თუ ისინი ფლობენ შემოქმედებით, სულიერ ენერგიას, რისი საშუალებითაც შეუძლიათ მიაღწიოს უფრო მეტს, ვიდრე მილიონობით ადამიანს.

- შურის, სიძულვილის, უთანხმოებისა და ომების საშუალებით, ხელმოკლეობით, შიმშილითა და გადამდები სნეულებების გავრცელებით ხალხი უნდა დავიდეს იმ დონემდე, რომ მთლიანად დაექვემდებაროს ილუმინატებს.

- თუკი რომელიმე სახელმწიფო რევოლუციის გამო მოშლილია, ან სამოქალაქო ომის შედეგად გარეშე მტრების თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს ყოველთვის სასიკეთო სვლაა ჩვენთვის და ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს.

- ადამიანები უნდა მიაჩვიო იმას, რომ ისინი ღებულობდნენ ქვითრებს, როგორც მონეტებს, კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ გარეგნული მხარით, ილტვოდნენ გართობისკენ, განუწყვეტლივ იყვნენ ახლის ძიებაში... ამით თავგზააბნეულნი საბოლოოდ დამორჩილდებიან და გაჰყვებიან ილუმინატებს; ამას კი შეიძლება მიაღწიო მასის დაჯილდოების გზით მორჩილებისთვის, სწორედ ამით შეიძლება მათი ყურადღების მიპყრობაც.

- საზოგადების გახრწნით ხალხი სრულებით დაკარგავს ღმერთის რწმენას.

- მზა შეხედულების თანმიმდევრული დანერგვით ხალხში უნდა აღმოიფხვრას აზროვნების უნარი; სულიერი ძალების მოშლა უნდა მოხდეს ფუჭი დემაგოგიის მეშვეობით. თავისუფალი აზრები, რომელსაც პარტიები წამოაყენებენ, ილუმინატების ორატორებმა ისე უნდა განავრცონ, რომ ხალხი დაიღალოს მოსმენით და რითაც მათში გამომუშავდება სიძულვილი ნებისმიერი ორიენტაციის ორატორისადმი. ამის საწინააღმდეგოდ კი, ილუმინატების სახელმწიფო სწავლება მოქალაქეებს უნდა მიეწოდოს იმგვარად, რომ არც მომაბეზრებელი იყოს და ძნელად მისაწვდომიც, რათა ვერც შეძლონ მისი განსჯა.

- მასა უნდა იყოს ბრმა და უგუნური, საკუთარ აზრს მოკლებული, რათა ვერ შეძლონ პაექრობა სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ. მათ უნდა მართავდეს სამართლიანი, მაგრამ სასტიკი ძალა და უსიტყვო მორჩილების პრინციპი.

- მსოფლიო ბატონობას შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ შემოვლითი გზით, ჭეშმარიტი თავისუფლების, კანონმდებლობის, დემოკრატიული არჩევნების, პრესის, პიროვნების თავისუფლებისა და უპირველესად აღზრდა-განათლების სისტემის მიზანმიმართული შერყვნით. ყოველი ეს ღონისძიება მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა იყოს.

- სახელმწიფო წყობის მიზანმიმართული შერყევით ხელისუფლება მანამ უნდა არსებობდეს, სანამ მზად არ იქნება მშვიდობის შენარჩუნების სანაცვლოდ, მთელი თავისი ძალაუფლება გადმოგვცეს ჩვენ.

- ევროპაში უნდა აღიძრას გაუგებრობა ხალხებსა და ერებს შორის, ასევე უნდა გაჩაღდეს რასობრივი და რელიგიური სიძულვილი იმისთვის, რათა გაჩნდეს გადაულახავი განხეთქილება, რის შემდეგაც არც ერთ ქრისტეანულ სახელმწიფოს არ შეეძლება მხარდამჭერთა მოძებნა, რადგან დაშინებულები იქნებიან სხვა დანარჩენი ქვეყნების მაგალითით. ამის შემდეგ ნებისმიერი ანტიილუმინატური ალიანსი გახდება აბსურდი.


- სამყაროს სხვა ნაწილებში საჭიროა განხეთქილების, არეულობისა და მტრობის დათესვა, რათა შიშს მიაჩვიო სახელმწიფო და ჩაახშო წინააღმდეგობის გაწევის ყოველი შესაძლებლობა.

- პრეზიდენტების დელეგირების გზით უნდა მოვიპოვოთ საომარი მოქმედების გამოცხადების უფლება და მთელი საჯარისო ძლიერებაც ილუმინატების ხელში აღმოჩნდება.

- "გაუნათლებელი მმართველები" უნდა ჩამოიშორონ (გადააყენონ) სასახლის გადატრიალებებისა და აგენტურის ოპერაციების მეშვეობით, რათა მათ ვერ შეძლონ სახელმწიფო საქმეების მართვა.

- ილუმინატებმა მაღალი ჩინოსანი სახელმწიფო მოხელეები უნდა აიძულონ სესხი სერიულად აიღონ, რის შედეგადაც მათ ექნებათ საკრედიტო დავალიანება, რაც მათს სახელმწიფო ვალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

- სპეციალურად კარგად გათვლილი ეკონომიკური კრიზისების მეშვეობით, რომლის დროსაც ყველა ხელმისაწვდომი ფულადი საშუალება ბრუნვიდან იქნება ამოღებული, "არაილუმინატთა" ფულად მეურნეობას ძირი გამოეთხრება.

- ფული უნდა გახდეს ვაჭრობის და წარმოების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, რათა მრეწველმა ფულის საშუალებით პოლიტიკური ძალაუფლებაც მიიღოს. ილუმინატებთან ერთად ამ კატეგორიაში უნდა მოხვდნენ მათზე დამოკიდებული მილიონერები, ხოლო პოლიცია და ჯარისკაცები უსახსროდ უნდა დარჩნენ.

- საყოველთაო და თანაბარი არჩევნების დამკვიდრებით უნდა დამყარდეს უმრავლესობათა განუყოფელი ბატონობა. დამოუკიდებლობის მიჩვევით განადგურდება ოჯახი და მისი აღმზრდელობითი ძალა. განათლების საშუალებით, რომელიც ცრუ და ყალბ სწავლებაზეა დამყარებული, უნდა მოხდეს ახალგაზრდობის გამოთაყვანება, გახრწნა და გზიდან ჩამოშორება.

- საჭიროა კავშირი უკვე არსებულ ლოჟებთან, ასევე უნდა დაარსდნენ თავისუფალ კალატოზთა ახალი ლოჟები, რომლებიც განაგრძნობენ მიმოფანტოლი ორგანიზაციების საქმეს სასურველი მიზნის მისაღწევად. მათ არავინ იცნობს მათ და არც მათი მიზნები უწყის ვინმემ. სულელი არაილუმინატები თავისუფალ კალატოზთა გახსნილ ლოჟებში გაწევრიანებას მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის ეცდებიან, რომ კიდევ მეტად აეხვიოთ თვალები.

- ყველა ამ ღონისძიებათა მეშვეობით ხალხი უნდა მივიდეს იმ აზრამდე, რომ ილუმინატები მიიწვიონ მსოფლიო ბატონებად (მმართველებად). ახალი მსოფლიო მთავრობა უნდა წარმოსდგეს როგორც კეთილმოსურნე ხელმძღვანელი - შირმა, რომელსაც ნებაყოფლობით მიმართავენ (მაგ: გაერო, ავტორისეული შენიშვნა). თუკი რომელიმე სახელმწიფო წინააღმდეგობას გაუწევს ამ პროცესს, მის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებენ მისივე მეზობელი სახელმწიფოები. ასეთი მმართველობის შექმნა მსოფლიო ომის ორგანიზებას ითხოვს (კორალფი: "მაიტრეია, მომავლის მსოფლიო მასწავლებელი", კონიფერლაგი, 1991, გვ. 115).

ძნელი არ არის მიხვდე, რომ "სატანის ახალი აღთქმა" "სიონის ბრძენთა ოქმების" იდენტურია, უბრალოდ, აქ "ებრაელები" "ილუმინატებითაა" შეცვლილი. ჩვენ უკვე ვნახეთ, ვისი დავალებით შექმნა ადამ ვაისჰაუპტმა ბავარიელი ილუმინატები. ამჯერად გამოსარკვევია, საიდან წარმოიქმნა "სატანის ახალი აღთქმა".

შეთქმულები ფლობდნენ ცოდნას თავისუფალი კალატოზების უკვე არსებული ლოჟის ძალისა და გავლენის შეასახებ; ახლა მათ დაიწყეს იქ გეგმაზომიერი შეღწევა და მათზე კონტროლის ხელში ჩაგდება (პ. II-ე ოქმი).

ლოჟები, რომლებიც უკვე "განვლილი ეტაპი" იყო, აღინიშნებოდა ტერმინით "დიადი აღმოსავლეთის ლოჟები".

ცნობილ ფრანგ ორატორს მარკიზ დე მირაბოს, ხელგაშლილი ცხოვრების გამო, დაედო დიდი ვალი; ებრაელი ბანკირების დავალებით მას ვაისჰაუპტი დაუკავშირდა. ამასთანავე მოზეს მენდელსონმა მირაბო ებრაელი ჰერცის ცოლს გააცნო და საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალს მირაბოს ნახვა უფრო ხშირად უნდოდა ვიდრე საკუთარი ქმრისა. მირაბო ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მისი გაკონტროლება ბავარიელი ილუმინატებისთვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ მირაბოს გააცნეს "ილუმინიზმის" თეორია. მას მისცეს დავალება დაეთანხმებინა "ორლეანელი ჰერცოგი", იმ დროისთვის ფრანგი თავისუფალი კალატოზების გროსმაისტერი, "ლურჯი ლოჟა" "დიად აღმოსავლეთის ლოჟად" გარდაექმნა. მირაბომ 1773 წელს ვაისჰაუპტს გააცნო ორლეანელი ჰერცოგი და ტალეირანი. ამ უკანასკნელმა აზიარა ისინი "დიადი აღმოსავლეთის" მასონურ მოძრაობას.

როდესაც 1771 წლის 1მაისს ხელმოწერილ იქნა დეკლარაცია ამერიკის დამოუკიდებლობის შესახებ, ადამ ვაისჰაუპტმა თავისი გულმოდგინედ გააზრებული გეგმა დაასრულა და ბავარიელი ილუმინატები ოფიციალურად ამოქმედდნენ. დღეს ეს თარიღი მათი დაწესების თარიღად ცხადდება. ორდენისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის 6 წელი, რომელიც წინ უძღვოდა მის ოფიციალურ გამოჩენას სცენაზე.

ორდენის წევრებს შორის იყვნენ: იოჰან ვოლფანგ გოეთე, ჰერცოგ კარლ ავგუსტ ვაიმარი, ჰერცოგი ფერდინანდ ფონ ბრაუნშვაიგი, თავისუფალი მფლობელი ფონ დალბერგი (გენერალური პოჩტმაისტერი "ტურნ-ი - ტაქსის"), თავისუფალი მფლობელი ფონ კნიგე და ბევრი სხვა.

1777 წელს ვაისჰაუპტი მიუნჰენის "კეთილი რჩევის თეოდორას" მასონური ლოჟის წევრი გახდა და მალე სრულიად დაიმორჩილა კიდეც ეს ლოჟა.

1782 წლის 16 ივლისს ვილჰელმსბადში დაიდო კავშირი ბავარიის ილუმინატებსა და თავისუფალ კალატოზთა შორის. ამ შეთანხმებამ საიდუმლო ორგანიზაციების დაახლოებით 3.000.000 წევრი შეაკავშირა. ვილჰელმსბადში გამართული კონგრესის შემდეგ, წამყვანი საიდუმლო ორგანიზაციების ლოჟებში "დაშვებულ" იქნენ ებრაელებიც, რომლებიც მანამდე "უუფლებონი" იყვნენ (ე. ი. ებრალები უკვე ოფიციალურად ჩნდებიან მასონურ ლოჟებში - რედ. თუ როგორ აკონტროლებდნენ და აკონტროლებენ ისინი ამ სახის საიდუმლო ორგანიზაციებს, იხ. ფ. ბრენიეს: "ებრაელები და თალმუდი", და ნ. ლ. ბუტმის "კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები" ).

ბავარიელი ილუმინატების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად როტშილდს უკვე შეეძლო ზეწოლა მნიშვნელოვან საიდუმლო ლოჟებზე. საზოგადოებისათვის თითქმის არაფერი არ იყო გაცხადებული იმ გადაწყვეტილებებიდან, რაც ამ შეხვედრაზე მიიღეს, რადგანაც დაიდო აბსოლუტური გასაიდუმლოების ფიცი. კონგრესის მონაწილე ერთ-ერთ თავისუფალ კალატოზს, გრაფ დე ვირს დაუსვეს კითხვა, ხომ არ იტყოდა იგი რაიმეს დადგენილებების შესახებ: ამაზე გრაფმა უპასუხა: "მე თქვენ არაფერს არ გეტყვით. შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულია, ვიდრე თქვენ გგონიათ. შეთქმულება, რომელიც ახლა ისხამს ხორცს, იმდენად სრულყოფილადაა გააზრებული, რომ არ არის ხსნა არც მონარქიისთვის და არც ეკლესიისათვის".

მეორე მონაწილემ, გრაფ დე სენ-ჟერმენმა თავისი მეგობარი ქალი, მარია ანტუანეტა გააფრთხილა შეთქმულებისა და მკვლელობის შესახებ, რითაც აპირებდნენ საფრანგეთის მონარქიის დამხობას. საუბედუროდ მარია ანტუანეტამ ამ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია.

სუსტ ადგილებში წვეთობით ჟონავდა ძირგამომთხრელი საიდუმლოებები, მისი შედეგია შემთხვევა, რომელიც 1785 წლის 11 ოქტომბერს მოხდა: ბავარიელმა კურფიურსტმა გაჩხრიკა ვაისჰაუპტის მთავარი ასისტენტის, ფონ ცვაკის სახლი, სადაც აღმოჩენილ იქნა უამრვი დოკუმენტი. მათში დეტალურად იყო აღწერილი ბავარიელი ილუმინატების გეგმა, "ახალი მსოფლიო წესრიგის" შესახებ.

ბავარიელმა კურფიურსტმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ გამოექვეყნებინა ილუმინატების ორდენებისა და სექტების ამ ხელნაწერთა დედნები. ამის შემდეგ გამომცემლობა შეეცადა რაც შეიძლება ფართოდ გაევრცელებინა ეს დოკუმენტები ევროპელი მონარქების გასაფრთხილებლად. ვაისჰაუპტს ჩამოერთვა პროფესორის ტიტული და ბავარიელი ილუმინატების საზოგადოების კიდევ ერთ წევრ, ჰერცოგ ფონ ზაჰსენ გოტთან ერთად იატაკქვეშეთში გადავიდა. რადგანაც ილუმინატების ორდენს განადგურების საფრთხე დაემუქრა, იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და მოგვიანებით ახალი სახელით გამოვიდნენ ასპარეზზე. ამგვარად, რამდენიმე წლის შემდეგ, ხალხმა გაიგო ახალი საზოგადოების - "გერმანული ერთიანობის" შექმნის შესახებ. ეს "ერთობა" მკითხველთა საზოგადოებაში ილუმინატებს უწევდა პროპაგანდას. სწორედ ამ დროს გაჩნდა ცნობილი ლოზუნგი: "ძმობა, ერთობა, თავისუფლება".

მიუხედავად ამისა, მონარქებმა ბოლომდე ვერ გააცნობიერეს მათ მიმართ მოსალოდნელი საფრთხე, რამაც ისინი საფრანგეთის რევოლუციამდე და ტერორისტულ რეჟიმამდე მიიყვანა.                                                                                                                                                                                                                                                      ვატერლოოს ბრძოლა                                                                                                                                                                                                                                                     ეს იყო როტშილდების ოჯახის ყველაზე დიდი შეთქმულება, რომელმაც იმ დროისთვის მთელს ევროპაში უკვე ჩამოაყალიბა შესანიშნავი საძიებო-სადაზვერვო ქსელი და საკურიერო სისტემის სამსახური.

1815 წლის 20 ივნისს, ერთ-ერთმა აგენტმა, რომელიც პირდაპირ ბრძოლის ველიდან ჩამოვიდა, ნათან როტშილდს გადასცა ინფორმაცია ფრანგების დამარცხების შესახებ. ამის შემდეგ ნათანმა მიაშურა ბირჟას და დაუყოვნებლივ გაყიდა "ინგლისის საბჭოს" ყველა საკუთარი პაკეტი, რითაც ყველას გააგებინა, რომ ინგლისმა ომი წააგო. ხმა ისე ფართოდ გავრცელდა, რომ აქციონერების უმრავლესობამ ყველაფერი დაკარგა. დაიწყეს გაყიდვა "ინგლისის საბჭოს" ყველა აქციისა, სულ მალე, რამდენიმე საათში აქციების ფასი იმდენად გაუფასურდა, რომ ის შეადგენდა 5 ცენტს და სწორედ მაშინ ნათანმა ჩალის ფასად შეისყიდა ისინი. ძალიან მალე ლონდონში მოვიდა ოფიციალური შეტყობინება ომის დამთავრების შესახებ. სულ რამდენიმე წუთში "საბჭოს" აქციების კურსმა საწყისიდან რამდენადმდე აიწია და ზრდა განაგრძო.

ნაპოლეონმა მიიღო თავისი ვატერლოო, ნათანმა კი ინგლისურ ეკონომიკაზე მიაღწია კონტროლს. სულ ერთი ღამის განმავლობაში, როტშილდების ისედაც უზარმაზარი ქონება, ორჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა. დამარცხების შემდეგ, ფეხზე დადგომისას, ფრანგები აწყდებოდნენ შესამჩნევ სიძნელეებს. და ბოლოს, 1817 წელს ლონდონში მათ მიიღეს მნიშვნელოვანი კრედიტი არა როტშილდებისგან, არამედ ფრანგული ბანკის "უვრარისა და ძმებ ბარინგებისგან". რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც კრედიტი დასჭირდათ, მათ როტშილდებს მაშინაც არ მიმართეს.

რასაკვირველია, როტშილდებს ეს არ მოეწონათ და დაიწყეს ყველა შესაძლებელი ფანდის გამოყენება, რითაც აიძულებდნენ მთავრობას კვლავ წამოეწყო მათთან საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ ამაოდ.

1818 წლის 11 მაისს აბსულიტურად მოულოდნელი რამ მოხდა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სტაბილური აღმავლობის შემდეგ, საფრანგეთის სახელმწიფო ვალის კურსმა უეცარი და განუწყვეტელი ვარდნა დაიწყო. ლუდოვიკო XVIII-ის კარზე ატმოსფერო დაიძაბა. იმ პირთა შორის, რომლებსაც არა თუ სწყინდათ, არამედ ხარობდნენ კიდეც შქმნილი სიტუაციის გამო, იყვნენ კალმან და იაკობ როტშილდები. 1818 წელს ოქტომბერში მათ თავიანთი განუსაზღვრელი რეზერვებისა და აგენტების მეშვეობით, გამოისყიდეს საფრანგეთის მთავრობის სესხის წარმოუდგენელი რაოდენობა. ის გამოშვებული იყო მათი მეტოქე "უვრარისა და ძმები ბარინგების" მიერ. ამის შედეგად სესხის კურსმა აიწია, 1818 წლის 11 მაისს, ევროპის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში მათ დაიწყეს სესხის ქაღალდების დიდი რაოდენობით გამოყრა ღია ბაზარზე და ფასიანი ქაღალდების ბაზარი პანიკაში ჩააგდეს.

ამრიგად, სურათი რადიკალურად შეიცვალა და როტშილდი საფრანგეთში "ნომერ პირველი" გახდა. საფრანგეთის სამეფო კარმა მას მიანიჭა აბსოლუტური უპირატესობა არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებში. საფრანგეთის მარცხის შემდეგ, როტშილდების ოჯახმა პარიზში ხელში აიღო სახელმწიფო კონტროლი, ხოლო ლონდონში, ნათან როტშილდი, "ინგლისის ბანკზე" კონტროლის შემდეგ, ინგლისის პარლამენტზე ახდენდა ზეწოლას.                                                                              



                                                                  თავისუფალი კალატოზები ამერიკაში                                                                                                                                                                                                                                                                            მას შემდეგ, რაც როზენკრეიცერებმა 1694 წელს თავიანთი კოლონია (დღევანდელი პენსილვანია) დაარსეს, თავისუფალმა კალატოზებმა, თავის მხრივ, 1730 წელს ინგლისის დედა ლოჟის თანხმობით პირველი ლოჟები გახსნეს.

ამერიკის შტატების შექმნა, - ეს იყო თავისუფალ კალატოზთა მრავალსაუკუნოვანი ფარული მოღვაწეობის შედეგი. ამერიკელების ომი დამოუკიდებლობისთვის ორგანიზებული იყო მასონების მიერ და ისინი მართავდნენ მის მსვლელობას. აშშ-ს კონსტიტუციაც მათ მიერ იწერებოდა. ამერიკელი პრეზიდენტების დაახლოებით მესამედი მასონთა წარმომადგენლები იყვნენ. ასევე ფართოდ იყვნენ ისინი წარმოდგენილნი კონგრესსა და სენატში. ამერიკული ბეჭედი, ყოვლისმხედველი თვალი - პირამიდა, სახელმწიფო გერბი ბეჭდის მეორე მხარეს, ფენიქსი და ასევე თავდაპირველი დროშა 13 ვარსკვლავითა და 13 ზოლით - თავისუფალი კალატოზების ძველ და მნიშვნელოვან სიმბოლიკას წარმოადგენდა; ეს ყოველივე როტშილდების დავალებით იყო დამუშავებული, მონახაზი კი გააკეთა ვაისჰაუპტმა, ხოლო თვით სიმბოლიკა უძველესი ეგვიპტის ხანიდან არის აღებული. ილუმინატორულ-დოლარული პირამიდის სქემას საფუძველი დაუდო ფილიპ როტშილდმა, როგორც ამას წერს თავის შეყვარებულზე ენნი რიდი მისსავე წიგნში - "დაგლეჯილი ატლასი".

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დასრულების შემდეგ თავისუფალ კალატოზთა ამერიკული ლოჟები გამოეყო ინგლისურ დედალოჟას და წარმოქმნა თავისი საკუთარი "დიდი ამერიკული ლოჟა". ის შედგებოდა "იორკის წრისგან" (რომელიც 10 ხარისხს შეიცავდა, მეათე ტამპლიერის ხარისხია) და "შოტლანდიური წრისაგან" რომელიც 33 ხარისხად იყო დაყოფილი.

თავისუფალ კალატოზთა უმრავლესობას სწამს, რომ 33-ე ხარისხის ზევით არავითარი ლოჟა არ არსებობს, სინამდვილეში კი 33-ე ხარისხის წევრები შემდგომ ილუმინატების ხარისხში იკურთხებიან.

"დიდი აღმოსავლეთის" ყველა ევროპულ ლოჟას მთლიანად აკონტროლებდნენ ბავარიელი ილუმინატები. თუმცა ამერიკელი თავისუფალი კალატოზები ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყვნენ ვაისჰაუპტის "ილუმინიზმის" სულით გაჟღენთილები. ეს მოხდა საკმაოდ მოგვიანებით.

შესაბამისი შენიშვნა დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით: საჭიროა ვიცოდეთ, რომ დღეს თავისუფალ კალატოზთა 90%-ს ორგანიზებულებს ლოჟებში არავითარი წარმოდგენა არა აქვს თუ რას განიზრახავენ მათი უზენაესი ბელადები, რომლებიც ილუმინატებთან არიან შეერთებულნი. თავისუფალი კალატოზები, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციები, გამოიყენებიან როგორც საფარი, რომლებსაც ილუმინატები თავიანთი გავლენის განუწყვეტელი გაფართოებისათვის იყენებენ.

ლინდონ ლარუში ამას შემდეგნაირად აღწერს: "თავისუფალ კალატოზთა ადგილობრივი ლოჟები გვიჩვენებენ მხოლოდ იმას, თუ რას აკეთებენ ისინი დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში. ესენი ძირითადად არიან ხელმძღვანელები, რომლებიც მისდევენ გარკვეულ, მათვის საერთო მიზანს, იყენებენ რა ამისათვის საიდუმლო ზეწოლას და სხვა ფარულ ილეთებს მეფოკუსეების არსენალიდან. იმის მიხედვით, თუ როგორ გრძელდება მათი ერთობლივი თანამშრომლობა, ისინი არც თუ ისე იშვიათად მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ შეასრულონ ადგილობრივი ხელმძღვანელის როლი მოცემულ ტერიტორიაზე. საქმისა და კარიერისთვის ეს კარგია. ასევე მათი ცოლებიც აღმოჩნდებიან ხოლმე შესაფერის საზოგადოებრივ გარემოცვაში და შესაძლებელია იღებდნენ კიდეც არანაკლებ გამოჩენას. მაგრამ მწვერვალზე ყოველივე ეს სრულიად სხვაგვარად გამოიყურება. ლოჟების უბრალო ძმებს არავითარი წარმოდგენა არ გააჩნიათ იმაზე, თუ რა ხდება მაღლა.

საინტერესოა კიდევ იმის აღნიშვნა, რომ იმ დროს, როდესაც გერმანელი მასონების ერთი ჯგუფი პრუსიიდან სამუშაოდ ამერიკელებთან გადავიდა, სხვა თავისუფალი კალატოზები გერმანიიდან მხარს უჭერდნენ ინგლისს, საიდანაც ისინი საკმაო შემოსავალს ღებულობდნენ. ექვსი გერმანული სახელმწიფოდან ინგლისის მთავრობას მიაწოდეს დაახლოებით 30.000 ჯარისკაცი, რომლის თითქმის ნახევარი ჰესენ-ხანაუდან იყო. ამერიკის წინააღმდეგ წარმოებულ მრავალ ბრძოლაში ბრიტანეთის არმიის რიგებში უფრო მეტი გერმანელი იბრძოდა, ვიდრე ინგლისელი. ხოლო ტრენტინთან მხოლოდ გერმანელები იბრძოდნენ.

მაგრამ როგორი ფინანსური მდგომარეობა იყო ამერიკაში?

ამერიკის პრეზიდენტებს ბენჯამენ ფრანკლინსა და ტომ ჯეფერსონს მიუღებლად მიაჩნდათ იდეა შეექმნათ ისეთი კერძო ცენტრალური ბანკი, რომელიც გააკონტროლებდა აშშ-ს ფინანსებს. ბ. ფრანკლინის სიკვდილის შემდეგ, 1790 წელს, როტშილდის აგენტებმა მოახერხეს ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაესვათ ალექსანდრე ჰამლიტონი. სწორედ მან ჩამოაყალიბა "შეერთებული შტატების პირველი ნაციონალური ბანკი", ამერიკაში პირველი ცენტრალური ბანკი, რომელიც სტრუქტურულად იმეორებდა "ინგლისურ ბანკს" და მას როტშილდი აკონტროლებდა.

1811 წელს, როდესაც ამ ბანკისა და აშშ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, ამერიკული ეკონომიკა იმდენად იყო დესტაბილიზირებული, რომ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ხელშეკრულება კიდევ 5 წლით გაეგრძელებინა. ამ დროისათვის როტშილდმა მთელი თავისი ზეგავლენა ინგლისის პარლამენტზე გამოიყენა იმისათვის რათა ინგლისს კვლავ წამოეყენებინა უფლება თავის კოლონიებზე ამერიკაში, რამაც 1812-14 წლების ომი გამოიწვია. ომის მსვლელობისას ამერიკა ვალის გამო იმდენად დამოკიდებული გახდა, რომ მხოლოდ ისღა დარჩენოდა კვლავ სესხი ეთხოვა ბანკირებისთვის.

1836 წელს, პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონის დროს, ისინი კვლავ განარიდეს საქმისგან, მაგრამ 1863 წელს მათ ისევ მიიღეს კონცესია და 1913 წელს "ფედერალურ სარეზერვო ბანკად" იქცნენ, ეს არის ამერიკის დღევანდელი ცენტრალური ბანკი.

მაიერ ამშელის სიკვდილის შემდეგ ნათან როტშილდი გახდა გადამწყვეტი ხმის უფლების მფლობელი ოჯახის საკუთრების მართვისას. ამ დგომარეობით ლონდონში მან გახსნა ბანკი "ნათან მაიერ როტშილდი და ბანკის ვაჟები", რომელსაც განყოფილებები ჰქონდა ვენაში, პარიზსა და ბერლინში. ეს საბანკო განყოფილებები აწარმოებდნენ ოპერაციებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, მართავდნენ სესხებისა და სადაზღვევო ვალდებულებების საქმეებს, აფუძნებდნენ სხვა ბანკებს, აშენებდნენ სარკინიგზო გზებს, ლითონჩამომსხმელ ქარხნებს, აწარმოებდნენ იარაღს და ა.შ. ამერიკაში "ნ.მ. როტშილდსა და ვაჟებს" წარადგენდნენ ფირმები: "კრუნ ლოევ და ჯ.პ.მ. მორგანი და კომპანია" და "აუგუსტ ბელმონტი და კომპანია".

ნათანი ამ პოსტს 1836 წლამდე ინარჩუნებდა, ვიდრე ის არ მოწამლეს ერთ-ერთი საოჯახო შეხვედრის დროს. შეხვედრის მიზეზი იყო მისი ვაჟის, ლიონელ როტშილდის, საქორწინო ზეიმი. ბევრი ამტკიცებდა, რომ ნათანს სიკვდილი იმისათვის მიუსაჯეს, რომ ოჯახის მთელი ქონება მას ხელში მტკიცედ ჰქონდა ჩაბღუჯული.

მისი ვაჟი, ლიონელი, არანაკლები წარმატებით მართავდა "ნ.მ. როტშილდსა და ვაჟებს". ბოლოს და ბოლოს ის არჩეულ იქნა ბრიტანეთის პარლამენტში.

იაკობ (ჯეიმს) როტშილდი პარიზის განყოფილებიდან საოჯახო ქონების მმართველი გახდა 1836-68 წლებში. მემკვიდრეებიდან, ნათანის შემდეგ, ის იყო პირველი.

"ბავარიის ილუმინატებთან" კავშირით როტშილდები წარმოადგენდნენ ფინანსურ ძლიერებას, ეყრდნობოდნენ რა სიონიზმსა და შემდგომში კომუნიზმს, ისინი აფინანსებდნენ და ორგანიზაციას უწევდნენ მრავალ რევოლუციასა და ომს.

მაგალითად, 1861-1865 წლებში, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, როტშილდები ორივე მხარეს აფინანსებდნენ. 1860 წლის დეკემბრიდან 1861 წლის მაისამდე თერთმეტმა შტატმა (სამხრეთის შტატები), რომელთა ეკონომიკური სისტემა დაფუძნებული იყო მონური შრომის გამოყენებაზე, კავშირიდან გასვლაზე განაცხადა და "კონფედერაციული შტატებად" გაერთიანდა. სწორედ ეს იყო სამოქალაქო ომის მიზეზი აშშ-ს ჩრდილოეთის შტატების კავშირთან. ომი 1861 წელს დაიწყო. სამოქალაქო ომის დაწყების მიზეზი თითქმის მთლიანად მომზადებული და პროვოცირებული იყო როტშილდების აგენტების მიერ. ერთ-ერთი პროვოკატორი ჯორჯ ბიკლი, "ოქროს წრის რაინდების" დამაარსებელი გახლდათ.

ამრიგად, როტშილდების ოჯახი ბიკლისა და მისი რაინდების საშუალებით ეწეოდა პროპაგანდას იმ შტატების სასარგებლოდ, რომლებმაც დატოვეს შტატ-კონფედერანტების კავშირი. "ჯ.პ. მორგანისა" და აუგუსტ ბელმონტის მეშვეობით, სხვა დანარჩენ მოკავშირე შტატებში, როტშილდები პირიქით, კავშირის შენარჩუნების უპირატესობაზე საუბრობდნენ.

როტშილდის ლონდონის ბანკი აფინანსებდა ჩრდილოელებს, პარიზის ბანკი კი - სამხრეთელებს. როტშილდებისთვის ეს იყო ძალიან სარფიანი საქმე. თუ დააფინანსებ ორივე მხარეს და მოამარაგებ იარაღით, შეუძლებელია არ მოიგო! წაგებული მხოლოდ ამერიკელები იყვნენ, - როგორც ჩრდილოელები, ისე სამხრეთელები.

როდესაც პრეზიდენტი ლინკოლნი მიხვდა როგორი თამაში მიდიოდა, 1862-1863 წლებში უარი განაცხადა როტშილდებისათვის უზარმაზარი პროცენტების გადახდაზე. დამატებით მან დაავალა კონგრესს დაეწყოთ "მწვანე" დოლარების ბეჭდვის, რითაც საშუალება ექნებოდა საფასური გადაეხადა ჩრდილოეთის არმიისათვის.

რასაკვირველია, ეს არ შედიოდა როტშილდის გეგმაში, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ 1865 წლის 14 აპრილს როტშილდების აგენტმა ჯონ ბუტმა მოჰკლა პრეზიდენტი ლინკოლნი.

მოგვიანებით ჯონ ბუტი ციხიდან გაათავისუფლეს "ოქროს ჯვრის რაინდებმა" და მან ინგლისში მთელი თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი საკმაოდ კარგად გაატარა იმ გულუხვი ფულადი ჯილდოს წყალობით, რომელიც როტშილდებისაგან მიიღო. ლინკოლნის სიკვდილის შემდეგ "მწვანე დოლარები კვლავ უკან გამოითხოვეს და მორგანის, ბელმონტისა და როტშილდის ბანკებმა ჩალის ფასად შეისყიდეს.                                                                                                                                      



                                                          კარლ მარქსი                                                                                                                                                                                                                                                                                                                      იმ დროისთვის "კომუნისტური მანიფესტი" ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე ვინმე შეიტყობდა კარლ მარქსის სახელსა და გვარს და მას მიაწერდა კიდეც ამ რევოლუციური სახელმძღვანელოს ავტორობას. რაც მარქსმა ნამდვილად გააკეთა არის ის, რომ მან გადააკეთა ის რევოლუციური გეგმები და პრინციპები, რომლებიც 70 წლით ადრე ბავარიაში აღწერა ბავარიელი ილუმინატების დამაარსებელმა ადამ ვაისჰაუპტმა.

"კაპატალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას" უკვე არაფერი ეწინააღმდეგებოდა. მარქსმა, თავისი ინტელექტუალური ნიჭის გამოყენებით, გარკვეულწილად შეცვალა საერთო წარმოდგენა ლიგაზე, ასე რომ 1847 წელს მას "კომუნისტური კავშირი" ეწოდა.

როგორც თვით მასონები მოწმობენ (მაგ.: ხ. გ. რასკოვსკი), მარქსი ცრუობს და ტაქტიკური მოსაზრებით კაპიტალიზმში წინაღმდეგობების წარმოშობაზე ლაპარაკობს და არა მისი ნათელი რეალობის შესახებ.

მარქსმა იცოდა როგორ მიეყვანა საქმე საყოველთაო ანარქიამდე კაპიტალისტურ წარმოებაში, რაც კომუნისტური რევოლუციის ტრიუმფის წინამორბედი იყო... მან იცოდა, რომ ეს ხდებოდა, ანდა იცნობდა მათ, ვინც ამას აკეთებდნენ. მარქსზე საუბრისას საჭიროა მოკლედ მაინც შევეხოთ მისი ცხოვრების ისტორიას. აი რას წერს მასონების მკვლევარი, მისი თანამედროვე, მღვდელი როდიონი:

"კარლ მარქსი იყო სატანისტი-მასონი. ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ეზიარა ის ლუთერანული სარწმუნოების საფუძვლებს და მისი მიმდევარიც გახდა, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის დროს სატანისტურ სექტაში გაწევრიანდა, მიიღო შესაფერისი მისტიკური კურთხევა და ქრისტეანობის მედგარ მოწინააღმდეგედ გარდაიქმნა. თავის ლექსში "მევიოლინე" კ.მარქსი წერს: "ჯოჯოხეთური ალმურია აღმართული ჩემს გულში და ავსებს ჩემს ტვინს. ხედავ ამ მახვილს? ის მე წყვდიადის თავადმა მომყიდა!" ეს სტრიქონები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, თუ გვეცოდინება, რომ სატანისტური კულტის უმაღლესი ხელდასხმის რიტუალში კანდიდატს "მოჯადოებულ" მახვილს მიჰყიდიან ხოლმე, რომელიც მისი წინსვლის საწინდარი უნდა გახდეს. პიროვნება საფასურს იმით იხდის, რომ საკუთარი ვენიდან აღებული სისხლით ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მისი სული, სიკვდილის შემდეგ, სატანას უნდა ეკუთვნოდეს. I ინტერნაციონალის ერთ-ერთი ფუძემდებელი მასონი მოსე ჰესი ბ. აუერბახისადმი მიწერილ წერილში (1841წ.) მარქსს ახასიათებს როგორც ადამიანს, რომელმაც საბოლოო დარტყმა მიაყენა შუა საუკუნეების რელიგიასა და ფილოსოფიას.

გამოდის რომ სწორედ ასეთი იყო იმათი მოლოდინი, ვინც მარქსი აზიარა სატანიზმის სიღრმეებს. სავსებით მცდარია მოსაზრება, თითქოსდა მარქსი კაცობრიობის დახმარების იდეალებით იყო შთაგონებული და მას ამ იდეალების განხორციელების გზაზე რელიგია ეღობებოდა, რის გამოც დაიკავა მან ანტირელიგიური პოზიცია. პირიქით, მარქსს სძულდა სამება და, როგორც მისი თანამედროვენი ამტკიცებენ, ქრისტეს ხსენებასაც კი ვერ იტანდა. სოციალიზმი მხოლოდ ის სატყუარა იყო, რომლის მეშვეობითაც უნდა მოეხერხებინა სატანური იდეის ხორცშესხმა და ამ იდეისკენ პროლეტარიატი და ინტელიგენცია მიეზიდა.

I ინტერნაციონალის ჩამოყალიბებაში მარქსის თანამოღვაწე ბაკუნინი, ასევე აღიარებული სატანისტი იყო. კერძოდ, ის წერდა: "ამ რევოლუციაში ჩვენ მოგვიწევს ხალხში სატანის გაღვიძება, რათა ყველაზე დაბალი ვნებები აღვაგზნოთ".                                                                                                                                                                                                                                                                



 გაგრძელება იქნება                                                                 

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2214 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0