: რა ვქნათ მეორედ მოსვლამდე ანუ აპოკალიფსისის თავისებურებები და დასავლეთის კინოხელოვნება - 11 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » რა ვქნათ მეორედ მოსვლამდე ანუ აპოკალიფსისის თავისებურებები და დასავლეთის კინოხელოვნება
9:28 AM
რა ვქნათ მეორედ მოსვლამდე ანუ აპოკალიფსისის თავისებურებები და დასავლეთის კინოხელოვნება

                                                                 ფილმები ტექნოგენური ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული სამყაროს აღსასრულის შესახებ საკმაოდ პოპულარული ჟანრია დასავლურ კინემატოგრაფში და მას თავისი ტრადიციები გააჩნია. ტრადიცია ვარაუდობს, რომ ასეთ ფილმებში აუცილებლად ვიღაც უნდა გადარჩეს. და მთელი კინოფილმი იმაზეა აგებული, რომ მთავარი გმირები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ან საკუთარი თავი, ან კიდევ ვინმე სხვა აარიდონ ტრაგიკულ აღსასრულს. თუმცა ეს ყოველ გმირს როდი გამოსდის, თუმცა, რაღაც გამოსავალს გამოუვალი მდგომარეობიდან მაინც პოულობს. გავიხსენოთ თუნდაც ალექს პროიასის "მინიშნება", ან როლანდ ემერიხის "2012".

მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტენდენციები შეიცვალა. განსაკუთრებით ე. წ. არტჰაუსის სფეროში. ისეთი ფილმების ბოლოს, როგორიცაა მაგალითად "მელანქოლია", ყველა კვდება. აქ ძირითადი აქცენტი გადატანილია არა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადარჩნენ ადამიანები მოქმედებათა სისტემის შედეგად, არამედ იმაზე თუ როგორ ატარებენ ბოლო დღეებს ფატალური აღსასრულის მომლოდინე ადამიანები. თანაც უმთავრესი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ამგვარი ფილმების გმირებს თავიდანვე ესმით, რომ აღსასრული ტოტალური და გარდაუვალია.

სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე მდგომი ამ რეფლექსიის ყურება ყოველთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ საყურადღებოა. მსგავსი ფილმების შემქმნელები ფაქტიურად საკუთარი თავის წინაშე სვამენ საკითხს: რას იზამს ჩვეულებრივი კაცი მოსალოდნელი კატასტროფის წინაშე. გასაგებია, რომ ფილმის ავტორებს თავისი "ჩვეულებრივი ადამიანი" ჰყავთ მხედველობაში. და აი, სწორედ ამ ჩვეულებრივ ადამიანს ვუყურებთ ჩვენც, რომელშიც პროეცირებულია დასავლეთის შემოქმედებითი ინტელიგენცია. და უნდა ითქვას, რომ სანახაობა არც თუ პოზიტიურია.

უცებ, "ჩვეულებრივ ადამიანთაგან" ვიღაც მოროდიორობას იწყებს, დგება ქაოსი და ანარქია, იწყება ძარცვა და ძალადობა, ვიღაცა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. მთავარი გმირები პერიოდულად ისტერიკაში ვარდებიან ან ხორციელ ვნებებს ეძლევიან. მოკლედ, აკეთებენ ყოველივე იმას, რაც "ღირსეულ საქციელში" არ ეწერება.

არა, გასაგებია, რომ ადამიანი სუსტი არსებაა, აქ კიდევ ასეთი ამბავი უნდა დატრიალდეს. მაგრამ მხოლოდ უძლურებებისგან შედგება ადამიანი? ამ კითხვაზე დასავლური ინტელიგენცია ასეთ პასუხს იძლევა: მსგავსი ფილმების ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში გმირები რაღაცნაირად ძალას იკრებენ და სიკვდილს გაბედულად ხვდებიან. თუმცა, მანამ მთელი ფილმის განმავლობაში ეკრანზე ფორმულ პანოპტიკუმს ვუცქერით.

ამგვარ ფილმთაგან აღსანიშნავია რეჟისორ ალბერ ფერერას "4.44. უკანასკნელი დღე დედამიწაზე", უილიამ დეფოსა და შენინ ლის მონაწილეობით. ჩვენთვის ეს ფილმი უპირველეს ყოვლისა საინტერესოა მით, რომ ის სამყაროს აღსასრულის ფონზე უბრალო ადამიანების ხვედრზე კი არ მოგვითხრობს, არამედ "კრეატიულ კლასზე". მთავარი გმირი ქალი - მხატვარია, მამაკაცი - ყოფილი ნარკომანი. სამყაროს აღსასრულამდე დღეებია დარჩენილი.

ფილმი ძალზედ მოსაწყენია. და ეს იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის გადაღებული. მოწყენილობა, საყოფაცხოვრებო რუტინაა, როდესაც არ იცი რითი დასაქმდე - ეს არი ფილმის მთავარი გმირების განწყობა და ის მაყურებელზეც გადადის.

გახსოვთ გამონათქვამი "ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ყველაზე ბოლოსთვის ნუ მოიტოვებ, რადგან ყოველი დღე შეიძლება შენთვის ბოლო აღმოჩნდეს"? ასეა აქაც, უკანასკნელმა დღემ ამ ადამიანებს ნატურალურად მოუსწრო. ხოლო მთავარი და საჭირო საქმეები, რომლებიც მათ თუნდაც ბოლო დღისთვის მაინც შეენახათ, უბრალოდ არ გააჩნიათ.

დიახ, რა თქმა უნდა, ისინი ურთიერთობენ "სკაიპით", უკავშირდებიან ახლობლებს, მაგრამ რაღაც ყოველდღიურ თემებზე. ის (ქალი) რაღაც აბსტრაქციას ხატავს ტილოზე, კაცი კი სახლის სახურავზე დასეირნობს და სუფთა ჰაერით ტკბება, საიდანაც აკვირდება თუ როგორ ხტება ადამიანი მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან. და პრინციპულად არა აქვს მნიშვნელობა, როდის დადგება ეს უკანასკნელი დღე - ხვალ თუ ასი წლის შემდეგ. ისინი სულ ასე ცხოვრობენ, დღიდან დღემდე, და ღირებულებათა მათეულ სისტემაში არაფერია ღირსშესანიშნავი, მეტაფიზიკური, რითაც შეიძლებოდა შევსებულიყო ეს ბოლო დღე. მათ ტვინებში ამგვარი რამ არ წერია.

ამგვარად, ასეთი ცხოვრების გამო სამყაროს აღსასრულსაც კი აზრი ეკარგება და მეტიც, აზრი ეკარგება თვით გმირების არსებობასაც კი. დიახ, მათ, ცხადია, არ სურთ სიკვდილი. მაგრამ რისთვის უნდა იცხოვრონ, ვერც ამას ამბობენ. და ვერ ამბობენ ამას გარდაუვალი სიკვდილის წინაშეც კი. მოსაწყენი ყოველდღიურობა, აი რა არის მათთვის ნიშანდობლივი და დამახასიათებელი.

აზრი გარდაუვალი აპოკალიფსისის შესახებ დასავლურ კულტურაში თანდათანობით ტრანსფორმირდება ამ აპოკალიფსისის ყოველდღიურობასა და ცხოვრების გაუფასურებაში. სამაგიეროდ, სისხლსავსე, ადამიანური ღვაწლითა და გმირობით აღსავსე სიცოცხლის ნაცვლად, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დგება უნიათო ეგზისტენცია, რომელიც ან თავისთავად ღირებულია, ან კიდევ გაუფასურებულია, რადგან ადამიანს ამგვარი არსებობის პირობებში არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

მეტიც, ამგვარი არსებობის შეწყვეტაშიც არაფერია საშინელი. ხვალ თუნცად მთელი კაცობრიობა ამოწყდეს, ის მაინც არ შედრკება, არამედ მდორედ მიჰყვება ცხოვრების დინებას. ხოლო სამყარო აგრძელებს თავის ბრუნვას, თითქოსდა ეს კაცობრიობა არასოდეს არსებულიყო.

ცხოვრების ამ დინებაში, სიკვდილის ზღვარზე მყოფი კაცობრიობის სურათში ჩადებულია ისეთი დამცირება ადამიანის ბუნებისა, რომელსაც ძნელია რაიმე სახელი მოუძებნო. ეს პანთეიზმი ან ოკულტიზმიც კი არა რის. იქნებ სატანიზმის რაიმე ფორმაა? ვინ უწყის?...

"კრეატიული კლასის" "ჩვეულებრივი ადამიანი", დასავლური "შემოქმედებითი ინტელიგენციის" თვალსაზრისით, - მტვერზე დიდი არ არის. და შევნიშნავთ, რომ ამას ქადაგებენ ფილმის შემქმნელები, არც თუ ურიგო ადამიანები.

რა შეიძლება ითქვას მორალის თვალსაზრისით? აქ იგივე ყბადაღებული "კრეატიული კლასი" გვახსენდება. ფილმ "4.44"-ის შემქმნელთაგან ეს არის არა "კრეატიული კლასისთვის" მხარზე მოთათუნება, არამედ კარგი გალაწუნებაც. რადგან თუ ფილმის შემქმნელები მართლები არიან თავის შეფასებებში, მაშინ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ეს სოციალური ფენა არა თუ პარაზიტიც კი არ არის საზოგადოების სხეულში, არამედ საერთოდ არაფერია... ის მხოლოდ წამიერი ლაქაა მზეზე...

_______________________________________

წყარო: http://oko-planet.su/phenomen/phenomendiscussions/129032-chem-sebya-zanyat-pered-koncom-sveta-osobennosti-apokalipsisa-v-zapadnom-kino.html

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 812 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0