2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ოკულტური სიმბოლიკა I. ოლიმპიადის გახსნა
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას, რომელიც რამოდენიმე საათი გრძელდებოდა, მილიარდობით ადამიანი უყურებდა დედამიწის ყველა კონტინენტიდან. ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე, რომელსაც მასმედიის საშუალებები ფართოდ აშუქებდნენ, ცენტრალური ადგილი ეპყრა მსოფლიო ილუმინატური ელიტის ფარულ სიმბოლოებსა და შეტყობინებებს, რომლებიც ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის შოუს არსებით და შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.
ოლიმპიური ცერემონიები ხშირად ექცევა პოპულარული სატელევიზიო მოვლენების ცენტრში მთელს პლანეტაზე. ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნისთვის ეს არის განსაკუთრებული შანსი გრანდიოზული, დახვეწილი და მასობრივი შოუს დადგმით, აჩვენოს საკუთარი ძლიერება და სიდიადე. ცხადია, გამონაკლისი არც 2012 ლონდონის ოლიმპიადა იქნებოდა, სადაც ხაზგასმით იყო ნაჩვენები დიდი ბრიტანეთის ისტორიისა და კულტურის საკვანძო მომენტები, რაც საყოველთაო მოწონებასა და ოვაციას იწვევდა მაყურებელში. ზოგიერთი ისტორიული მომენტი მთელი გრანდიოზულობით იყო წარმოჩენილი, ზოგი კი იუმორით, მაგრამ იყო ბნელი, პირქუში და შემაშფოთებელი დადგმებიც. ყველა ეს წარმოდგენა უაღრესად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და ასახავდა ოკულტური ელიტის ინტერესს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლონდონი ერთი-ერთი უძლიერესი დედაქალაქია მსოფლიოში, გასაკვირი იქნებოდა ოლიმპიადის მთელი ცერემონია გლობალური ელიტის ფილოსოფიითა და სიმბოლიკით რომ არ ყოფილიყო გამსჭვალული.
რა თქმა უნდა, ყველაფერი სიმბოლური როდი იყო ამ გრანდიოზულ სპექტაკლზე, მაგრამ არც ყველაფერი იყო გამიზნული ფართო მაყურებლისთვის. მიუხედავად ამისა, ოკულტური სიმბოლიზმი მილიარდობით ადამიანის ცნობიერებამდე იქნა მიტანილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოდი, ვნახოთ 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სიმბოლური მომენტები და თვალნათლივ დავრწმუნდეთ ყოველივე ზემოთნათქვამის სიმართლეში. * * * * * * * * * * * * * * * * ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიები შეიმუშავა და დადგა ოსკაროსანმა კინორეჟისორმა დენი ბოილმა (Danny Boyle), რომელიც ცნობილია ფილმებით Trainspotting და Slumdog Millionaire. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ფოკუსირებული იყო ინგლისის ისტორიასა და მის ყველაზე გავლენიან პიროვნებებზე. ოლიმპიური ექსკურსი უძველესი, მითიური ინგლისიდან დაიწყო, გაიარა სამრეწველო რევოლუცია და დასრულდა დღევანდელობით. მთელი ეს ისტორია გადმოცემული იქნა სპეციფიკური სიმბოლოებისა და მინიშნებების გამოყენებით, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ისტორიის ოკულტურ მხარეზე მიგვანიშნებენ. მწვანე დედამიწა შოუ ძველ, პასტორალურ ინგლისში იწყება. აქ ვხედავთ ფერმერებსა და კრიკეტით მოთამაშეებს. აქვე ბევრი სიმბოლო და მინიშნებაა ძველ მისტიკურ ცოდნაზე, რომლის მხრივაც ყურადღებას იპყრობს მაღლობი Glastonbury Tor, რომელსაც, გადმოცემით ჯადოსნური თვისებები ჰქონია. მითიური, სპირალური გორაკი "გლასტონბერი ტორ", რომელიც პასტორალურ ინგლისს გადაჰყურებს. გორაკს გიგანტური მუხა ამშვენებს, რომელიც კელტი დრუიდების კულტში უდიდეს სიწმიდედ და უზენასი ღვთაების წარმომადგენლად ითვლებოდა. მითიური, სპირალური გორაკი "გლასტონბერი ტორ", რომელიც პასტორალურ ინგლისს გადაჰყურებს. გორაკს გიგანტური მუხა ამშვენებს, რომელიც კელტი დრუიდების კულტში უდიდეს სიწმიდედ და უზენასი ღვთაების წარმომადგენლად ითვლებოდა. გლასტონბერი ტორი ინგლისის ერთ ერთი უძველესი სიწმიდეა. მიიჩნევა, რომ ის მდებარეობს მძლავრი "ენერგეტიკული" ხაზების გადაკვეთაზე და მასთან მრავალი მისტიკური ისტორია თუ ლეგენდაა დაკავშირებული. მაგალითად, ლეგენდა მეფე არტურსა და მის 12 რაინდზე, ისტორია, რომელიც ეზოთერულად არის დაკავშირებული მზესთან და ზოდიაქოს თორმეტ ნიშანთან. სხვა ლეგენდის მიხედვით, იოსებ არიმათიელს, იესუს ქრისტეს ბიძას, რომელიც კალით ვაჭრობდა, ბრიტანეთში მოგზაურობისას და გლასტონბერიში ყოფნისას იესუც თან ჩამოუყვანია. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს ჯვარს აცვეს, იოსები კვლავ ბრიტანეთში დაბრუნებულა და წმიდა გრაალიც თან ჩამოუტანია.
ბრიტანეთში სჯერათ, რომ გრაალი სწორედ ის თასია, რომელსაც იესუ ქრისტე დაეწაფა საიდუმლო სერობის დროს და რომელშიც შემდეგ, ნიკოდომოსის აპოკრიფული სახარების თანახმად, იოსებ არიმათიელმა წვეთ-წვეთად შეაგროვა ჯვარცმული იესოს იარებიდან მომდინარე სისხლი. გარდა ამისა, კელტური მითების თანახმად, საიდუმლო თასი ერთ სასახლეში ინახება, სადაც მხოლოდ გონება განწმენდილი რჩეულები ხვდებიან, დანარჩენთათვის კი ის მიუწვდომელია. ამ ადგილს კელტები ანუნს უწოდებდნენ: "ანუნი - მსოფლიო უფსკრულია, სადაც სიკვდილი უფლობს სიცოცხლეზე და სადაც ყოველი არსება სიკვდილის ნაშობია, მაგრამ სადაც ასევე იბადება ყოველივე ცოცხალი, და სადაც არის სხვა სამყარო, ღმერთები რომ ბინადრობენ და გზა რომ მიდის საოცარ კუნძულ ავალონზე..."
ამიტომაც, ბრიტანელები მიიჩნევენ, რომ გლასტონბერი ტორი ფლობს მაგიურ ძალას. არქეოლოგების აზრით გლასტონბერის სააბატოს მშენებლობაში ჩართული იყო "ღვთაებრივი გეომეტრია", ეგვიპტის პირამიდების მშენებელთა საიდუმლო ცოდნა, რომელიც "ქვისმთლელთა" (ანუ მასონთა) საიდუმლო საზოგადოებების მეშვეობით გადაეცემოდა მომდევნო თაობებს. რეალური გლასტონბერი ტორი, რომელზეც აღმართულია წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. ერთსა და იმავე დროს, ეს არის როგორც ქრისტეან მომლოცველთა, ასევე ჯადოქართა სეზონური რიტუალების ადგილი. გარდა ამისა აქ წარმართული და სხვადასხვა ოკულტური ფესტივალები იმართება. გლასტონბერი ტორის მაკეტის შემოტანა ოლიმპიურ სტადიონზე, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მისტიკურ და ეზოთერულ მინიშნებებზე.
იმ დროს, როდესაც რიგითი ბრიტანელები მიწას ამუშავებენ და დარბიან მეპოლებით (ცეკვავენ ე. წ. მეიპოლს), რომლებსაც, სხვათა შორის, კოსმიური და ოკულტურ-ფალიური მნიშვნელობა გააჩნიათ), დგება ახალგაზრდა ყმაწვილი და იწყებს უუილიამ ბლეიკის კლასიკური ინგლისური ჰიმნის, "იერუსალემის" შესრულებას.
უილიამ ბლეიკს ხშირად უწოდებენ "ნათელმხილველს", მისი მხატვრული ნაწარმოებები ძლიერ არის შთაგონებული დრუიდიზმით, გნოსტიციზმითა და მასონობით (მისი, როგორც "დიდი გეომეტრის" გამოსახულება ნიუ-იორკის როკფელერ ცენტრს ამშვენებს). მართალია, მისი ზოგიერთი თხზულება ქრისტეანულ ხასიათს ატარებს, მაგრამ ისინი, როგორც წესი, გნოსტიკური და ეზოთერული შეფერილობისაა. ბლეიკის ლექსი "იერუსალემი" იოსებ არიმათიელისა და იესუ ქრისტეს გლასტონბერში ჩამოსვლის აპოკრიფულ ისტორიას უგალობს, სადაც ნათქვამია, როგორ აკურთხა ქრისტემ თავისი ჩამოსვლით ინგლისის მიწა და მისი მწვანე მდელოები; რომ ქრისტეს ხატება ინგლისის ღრუბლიან გორაკებზეც კაშკაშებდა.
AND did those feet in ancient time ის ფეხები, უძველეს დროში Walk upon England's mountains green? ინგლისის მწვანე მთებზე ხომ არ ვიდოდნენ? And was the holy Lamb of God და ღვთის წმინდა კრავი On England's pleasant pastures seen? ინგლისის საუცხოო მდელოებზე ხომ არ უნახავთ? And did the Countenance Divine ან ღვთის ხატება Shine forth upon our clouded hills? ხომ არ კაშკაშებდა ჩვენს ღრუბლიან მთებზე? And was Jerusalem builded here და იერუსალიმი აქ ხომ არ აშენებულა Among these dark Satanic Mills? ამ ბნელ სატანურ ქარხნებს შორის?
ბოლო იდუმალი სტრიქონი, "ბნელ სატანურ ქარხნებს შორის", როგორც ამბობენ, ინგლისის ინდუსტრიულ რევოლუციას ეხება და იმ პირქუშ შენობებზე მიანიშნებს, ამ რევოლუციამ რომ მოიტანა.
სხვათა შორის, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მომდევნო აქტი სწორედ ამ "სატანური ქარხნების მშენებლობას" ასახავს. ინდუსტრიული რევოლუცია ჰიმნების შესრულების შემდეგ, არენაზე ჩნდებიან შავ ფრაკებსა და ცილინდრებში ჩაცმული მამაკაცები, რომლებმაც ინგლისის სასიამოვნო მიწაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა დაამკვიდრონ. ისინი სინჯავენ მიწას და ერთმანეთს ხელს ართმევენ ურთიერთთანხმობის ნიშნად. სწორედ ეს ელიტური ჯგუფი გაუწევს კოორდინაციას სამრეწველო რევოლუციას და წაუძღვება მასების მუშაობას. ყორღანის საფუძველთან დგას მამაკაცი შავ ფრაკსა და ცილინდრში, რომელიც სიტყვით გამოდის და წარმოთქვამს სიტყვებს შექსპირის "ქარიშხლიდან" (Tempest). ამის შემდეგ მუხა მიწიდან აიწევა და ტორის მაღლობიდან ამოვა ასობით მუშა, რომელიც ინგლისის ლანდშაფტის გადაკეთებას შეუდგება.
მოცემულ მომენტში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას.
უპირველეს ყოვლისა, ლეგენდაში მეფე არტურის შესახებ ნათქვამია, რომ ტორის მწვერვალი წარმოადგენდა ქვესკნელში, ანუ ანუნში ჩასასვლელს, რომელიც აღინიშნებოდა სიტყვით "Underworld", რაც ქვესკნელს ნიშნავს.
მეორეც, ინდუსტრიული რევოლუციის სეგმენტის ოფიციალური სახელწოდებაა Pandemonium, რომელიც ჯონ მილტონის "დაკარგულ სამოთხეში" ჯოჯოხეთის დედაქალაქს ეწოდება. ეს ყოველივე მიანიშნებს იმაზე, რომ ლონდონი არ შეიქნა ახალ იერუსალიმად, როგორც ბლეიკის ჰიმნი იუწყებოდა, არამედ ბუკვალურად მიწიერ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად გარდაიქმნა; და ეს რევოლუცია სულ რამოდენიმე ელიტურმა მამაკაცმა გამოიწვია, რომლებმაც ჯოჯოხეთის ქვესკნელიდან ამომავალ ინდუსტრიულ რევოლუციაში ჩააბეს ინგლისის მოსახლეობა და დააწყებინეს პასტორალური ინგლისის ინდუსტრიალიზაცია. აქედან დაიწყო ინგლისის პეიზაჟის ტრანსფორმირება. გლეხები ჯოჯოხეთურ პირობებში მუშაობდნენ, რათა რეალობას შესძეონდა ელიტური ხედვა დღეისთვის დადგენილი ფაქტია, რომ მონარქიის ფუნქციის დაქვეითება და ინდუსტრიული რევოლუციის წინსვლა მე-18 საუკუნის ინგლისში, საიდუმლო საზოგადოებების კონტროლით ხორციელდებოდა; კერძოდ, ამ პროცესის სათავეში "დიდი აღმოსავლეთისა" და "ბავარიელი ილუმინატების" მასონური ლოჟები იდგნენ, რომლებიც "ცოდნის კაბალისგან" გათავისუფლებასა და "გონიერების ახალი საუკუნის" მიღწევისკენ მოუწოდებდნენ მოსახლეობას. ამიტომაც, ცილინდრებში გამოწყობილი მამაკაცები შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ მე-18 საუკუნის იმ ისტორიულ პროცესებთან, რომლებმაც შვეს ახალი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სისტემები. "პანდემონიუმის" გაშლა გამოსახულია ორი განსხვავებული ჯგუფის დახმარებით. ესენია "მოაზროვნეთა" ელიტა, რომელიც აყალიბებენ, ამუშავებენ და აკვირდებიან ახალ ახალ პროექტებს და "მუშები", რომლებიც ღებულობენ შეკვეთას ამა თუ იმ სფეროში და მუშაობენ. ყოველივე ამას სპექტაკლის სახით ვხედავთ ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე, რომელსაც ზემოდან გიგანტური და ლავგარდანებიანი სამკუთხედები დაჰყურებს, რაც მმართველი ელიტის მიერ მასების გაკონტროლების კლასიკურ სიმბოლოს წარმოადგენს. "პანდემონიუმის" საბოლოო პროდუქტი არის ერთი დიდი პირქუში მასა "სატანური წისქვილისა" შვიდ ფალიურ მილთან ერთად, რომელიც კვამლს აფრქვევს. თავი დაანებეთ ბავშვებს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე განსაკუთრებული პატივი მიაგეს ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს (NHS) და გრეიტ ორმონდ სტრიტის საავადმყოფოს (GOSH). საავადმყოფო საწოლებზე მწოლიარე ბავშვები წარმოადგენენ ინგლისური საბავშვო ლიტერატურის პერსონაჟებს, მაგრამ რაც უცნაურია, თავიდანვე ეს საბავშვო-სამედიცინო თემა იწყება ფილმ "ეგზორციზმის" პერსონაჟით, რომელშიც ეშმაკი იპყრობს მოზარდს და აწვალებს... მეტად უცნაური დასაწყისია...
თემა საავადმყოფოში ბავშვების დაძინებით იწყება, რომელთაც ექთნები აძინებენ. სწორედ ამ დროს ცნობილი საბავშვო წიგნის, "ჰარი პოტერის" ავტორი ჯოან როულინგი იწყებს ციტატის კითხვას "პიტერ პენიდან" და უთითებს ნევერლენდზე (Neverland), რომელიც დაძინებამდე ორიოდ წუთით რეალური ხდება. ვერ ვიტყვით, სპეციალურად გაკეთდა ეს ასე თუ არა, მაგრამ ამ სიმრავლის ელემენტები, ზღაპრებისა და ავადმყოფი ბავშვების აღრევა, რეალობასა და გამონაგონს შორის ზღვრის მოშლის კონცეფცია, ეს ყოველივე დაკავშირებულია ცნობიერების მართვის მეთოდებთან. როგორც ჯადოქარი ოზისა და ალისას ისტორია "საოცრებათა ქვეყნიდან", პიტერ პენის ისტორიაც აქტიურად გამოიყენება მსხვერპლთა ცნობიერების სამართავად და მოუწოდებს გაიქცნენ "ნევერლენდში" ("არსად") რაც რეალობიდან გამიჯვნას, ანუ დისოციაციას იწვევს. გოგონა კითხულობს გვერდზე ვხედავთ საშინელ კაპიტან ჰუკს ბავშვთან ერთად...ამ დროს ჯოან როულინგი კითხულობს ფრაგმენტს "პიტერ პენიდან". ფრანც სპრინგმეიერის თქმით, ცნობიერების მართვის პროგრამა "მონარქი" იყენებს ტექნიკას, რომელსაც "პიტერ პენ პროგრამირება" ეწოდება და სადაც კაპიტანი ჰუკი "დამმუშავებელს" წარმოადგენს. ჯოან როულინგის გამოჩენის შემდეგ, სტადიონზე შემოდიან ბოროტი ავსულები და დემონები ინგლისური ლიტერატურიდან, ისინი გამორბიან სცენაზე და ბავშვებს აშინებენ. ლორდ ვოლდემორტის ამ გიგანტური ფიგურით აღტაცებული გოგონა ჰაერში ფარფატებს. ხომ არ არის ეს ინტენსიური მორალური ტრავმებით გამოწვეული დისოციაცია (რეალობიდან გაქცევა, გამიჯვნა)? იმ დროს, როდესაც ბოროტი პერსონაჯები ბავშვებს დასდევენ, ექიმები და მედდები ბავშვების დასახმარებლად არაფერს აკეთებენ, თითქოსდა აცხადებენო, "მედიცინის მუშაკებს არაფრის ქმნა ძალუძთ, როდესაც ბავშვების ცნობიერებას ელიტა აკონტროლებს, რაც დახურულ კარებს მიღმა ხდება".
უეცრად, ბავშვების საბედნიეროდ ციდან მერი პოპინსები ჩამოფრინდებიან და საშინელ არსებებს დააფრთხობენ, თუმცა შავი მერი პოპინსებიც დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ დროს სცენაზე გიგანტი ბავშვი გამოჩნდება. რა არის ეს, მხოლოდ ჩვენ გვეჩვენება თუ სინამდვილეში ასეა: ბავშვს შუბლი "გადახსნილი" აქვს?! ჩვენ ვხედავთ საავადმყოფოში მწოლიარე ბავშვებისა და ზღაპრების უცნაურ შეხამებას, რაც შესაძლოა გამოხატავდეს ბრიტანული კულტურის ორ მნიშვნელოვან ასპექტს. ის ასევე შესაძლოა ცნობიერების კონტროლის პროგრამა "მონარქზეც" მიანიშნებდეს. ამგვარი განწყობის დროს სპექტაკლის რეჟისორებს შემოჰყავთ მისტერ ბინი! დარჩი ჩემთან ოლიმპიადაზე, სახალხო აღლუმზე ადგილს უთმობენ პირქუშ სეგმენტს, რომელმაც რამოდენიმე მაყურებელიც კი დააფრთხო. სავარაუდოდ, ცეკვა მიეძღვნა ლონდონში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლს, მაგრამ ეს უფრო ბნელი რიტუალის გრძნობას იწვევდა. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ბნელი ძალები უბიწო ბავშვებზე როგორ ნადირობენ. მიუხედავად იმისა, რომ პირქუშ სცენას ფონად გასდევდა ქრისტეანული მუსიკა, მთელი ამ ცეკვის შესრულება მეტად ამაზრზენ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოსდა ოკულტიზმისთვის ბავშვის შეწირვის მომსწრენი გავხდით.
ცეკვას შემსრულებელთა ჯგუფი იწყებს, რომლებიც როკავენ გიგანტური და მზის მსგავს ყვითელ-წითელი წრის წინაშე. ამ დროს შუაწრიდან ბავშვი გამოვარდება, რომელიც თითქოსდა დაიკარგა და დაიბნა. ბოლოს შუაში მოცეკვავე მოგვი მიდის ბავშვთან რათა გამოართვას მას ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული. მოცეკვავე ბავშვს წარმოსახვით ბურთს გამოართმევს, რომელიც შესაძლოა სიცოცხლის ძალას, ან კიდევ მის სულს გამოხატავდეს როგორც კი მოცეკვავე აიღებს ბავშვის სულს და ათამაშებს მას. ბავშვი ცდილობს სულის უკან დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ, ის ამას ვერ შესძლებს. ბოლოს ბავშვი დანებდება მისი სულის წარმტყვევნელს. ბავშვი ეხუტება ადამიანს, რომელმაც მას სული წაართვვა და საბოლოოდ შეუერთდება "ბნელ მხარეს". ბოლოს ბავშვი აღმოჩნდება მოცეკვავეთა ცენტრში, აიწევა, ხელს ასწევს და თითქოსდა მიანიშნებს: "მე აღვზევდი ბოროტი მხრიდან". აი ამ შემაძრწუნებელი, პირქუში სცენის დროს იწყება ოლიმპიადის მოასპარეზე სპორტსმენთა აღლუმი.
ცეცხლი და ერები როგორც ყოველთვის ხდება, ერთა აღლუმი ძალზედ მოწესრიგებულად მიმდინარეობს, ყველა ქვეყანა გამოდის ცალკე, ალფავიტური თანამიმდევრობით (ჩვენ დავინახავთ, როგორ კონსტრასტს ქმნის ეს დახურვის ცერემონიალზე). ყოველი ერის დროშა დაიდება ტორისა და ჯადოსნული მუხის საძირკველზე.
როგორც კი ამას ყველა გააკეთებს, ცერემონიის მთელი აქცენტი გადადის ყოვლისმომცველ ცეცხლზე, რომელიც არასოდეს ქვრება. ამ ჩაუქრობელი ცეცხლის ოკულტური სიმბოლიკა ვფიქრობთ გაურკვეველი არ უნდა იყოს მკითხველთათვის და ამიტომაც, ამ ასპექტზე მეტად არ შევჩერდებით, თუმცა, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.
შოუ დამთავრდა ოლიმპიური ცეცხლის ანთებით, რომლის შემადგენლობაში შევიდა ის ფოთლები, რომელიც ყოველი ეროვნების წარმომადგენელს მოჰქონდა თავისი დელეგაციის შემოსვლისას ოლიმპიურ სტადიონზე. ზემოდან რომ გენახათ, ოლიმპიური სტადიონი უზარმაზარ მოელვარე თვალს წააგავდა. სტადიონის გარშემო აღმართული პირამიდული სტრუქტურების ფონზე, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამ უდიდესი ხარკი გადაუხადა ილუმინატების ელიტას. ორი კვირის შემდეგ, როდესაც ოლიმპიადა დასრულდება, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, როგორც ამას მომდევნო პუბლიკაციაში ვნახავთ, ილუმინატების სიმბოლიკა სხვა დონეზე აიწევა. ნაწილი მეორე: ოკულტური ოლიმპიადა. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიების ოკულტური სიმბოლიკა II. ოლიმპიადის დახურვა.
II. ოლიმპიადის დახურვა
დახურვის ცერემონია გახსნის ცერემონიისგან განსხვავებით, რომელშიც წარსული აისახა, დახურვის ცერემონიამ მომავალი გვიწინასწარმეტყველა და თანაც ისე, როგორც ეს ელიტის წარმომადგენლებს ესმით. დახურვის ცერემონიაზე უხვად იყო წარმოდგენილი ბრიტანული პოპ და როკ მუსიკის ნიმუშები. დარწმუნებული ვართ, რომ ბრიტანეთის ხმის ჩამწერმა სტუდიებმა დიდი სახსრები გაიღეს ამისთვის. მაგრამ, ჩვენ გამოვტოვებთ მუსიკალურ ნაწილს და მთელს ყურადღებას დახურვის ცერემონიალს მივაპყრობთ. ეს არის ზეიმი, რომელიც ილუმინატების ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას იუწყება. ილუმინატების ზეიმი როგორც უკვე ვთქვით, გახსნის ცერემონია ასახავდა დიდი ბრიტანეთის წარსულს, მის ისტორიას და ამ ისტორიის საკვანძო მომენტებს, მაშინ როდესაც დახურვის ცერემონია ერთ მთლიანობად წარმოგვიდგენს გიგანტურ მსოფლიო თანამეგობრობას, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მიზანია. გახსნის ცერემონიაზე სპორტსმენები თავიანთი ქვეყნის დროშებითა და ტრანსპარანტებით შემოდიოდნენ სტადიონზე. დახურვის ცერემონიაზე ეს ყოველივე გაქრა. ყველანი ერთმანეთში აითქვიფნენ. ამის შემდეგ უცნაური სეგმენტის მომსწრენი გავხდით... მონაწილეები თეთრი ბლოკებით სტადიონის ცენტრში პირამიდას აშენებენ... ხოლო მის წინ ადამიანები მიწაზე გართხმულან პირამიდის არქიტექტორის წინაშე. და ეს სცენა გრძელდებოდა დაახლოებით რამოდენიმე წუთი. წარმოიდგინეთ მუსიკალური შესავალი დაიწყო ჯონ ლენონის სიმღერით "წარმოიდგინეთ" ("Imagine"), მუხლი, რომელსაც ბავშვები ასრულებდნენ, საკმაოდ შეუსაბამოა ოლიმპიური ცერემონიის კონტექსტში. ჯონ ლენონი ამ მუხლში მღერის: წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობენ ქვეყნები, ამის გაკეთება სულაც არ არის ძნელი, არავინ კლავს და არავინ კვდება რაღაცისთვის... და არც რელიგიებია ქვეყანაზე. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ადამიანი ცხოვრობს მშვიდობასა და თანხმობაში.
თქვენ იტყვით, რომ მე მეოცნებე ვარ, მაგრამ მე მარტო როდი ვარ ასეთი იმედი მაქვს, რომ ერთხელ თქვენც შემოგვიერთდებით და მსოფლიო გახდება ერთიანი.
წარმოიდგინეთ, - არ არის საკუთრება. და გამიკვირდება, თუ ამის გაკეთებას შესძლებთ. არ არსებობს "სიხარბის" ცნება ან კიდევ "შიმშილის", ყველა ადამიანი ძმა ერთმანეთის. წარმოიდგინეთ, რომ ეს სამყარო ყველა ჩვენთაგანს ეკუთვნის. Imagine there’s no countries It isn’t hard to do Nothing to kill or die for And no religion too Imagine all the people living life in peace
You, you may say I’m a dreamer, but I’m not the only one I hope some day you’ll join us And the world will be as one
Imagine no possessions I wonder if you can No need for greed or hunger A brotherhood of man Imagine all the people sharing all the world ოლიმპიადაზე, სადაც ადამიანები თავიანთ ქვეყნებსა და რელიგიებს წარმოადგენენ, ეს მუხლი საერთოდ ვერ თავსდება ოლიმპიადის ქვეტექსტში. მეტიც, თუ არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი რელიგია და არც საკუთრება, ხოლო მსოფლიო არის "ერთიანი, განა ეს ყველაზე თვალსაჩინო აღწერა არ არის იმ ერთი, მთლიანი სოციალისტური მსოფლიო სისტემისა, რომელსაც ახალი მსოფლიო წესრიგი ეწოდება და რომელსაც ასე ელტვიან ილუმინატები? ხომ არ წარმოადგენდა ჯონ ლენონი პოლიტიკოსთა და ბანკირთა ფარული ჯგუფის ინტერესებს, როდესაც მისთვის იდეალურ სამყაროს წარმოიდგენდა და უმღერდა? შესაძლოა არა. მაგრამ როდესაც განტევების ვაცად გამოგიყენებენ, შემდეგ კი მოგკლავენ, ელიტის წარმომადგენლები თქვენს ნაშრომს და ნამღერს და თვით თქვენს სახესაც კი საკუთარი მიზანდასახულობისა და შეხედულებისამებრ გამოიყენებენ.
მოდი, თაყვანი ვცეთ ცეცხლს, თუნდაც ნახევარი საათით
მთელი რიგი წარმოდგენების შემდეგ, ცერემონია მნიშვნელოვანწილად კონცენტრირდება ოლიმპიურ ცეცხლზე, რომლის უკან აღზევდება ცეცხლოვანი ფენიქსი. ის თითქოსდა იმ ფოთლების ცეცხლიდან ამოდის, რომლებიც ერთა სიმბოლოს გამოსახავენ. ამის შემდეგ ფენიქსი ამაღლდება ცეცხლს ზემოთ. ფენიქსი, ეს არის ლეგენდარული ფრინველი, რომელსაც ძალუძს აღდგომა ფერფლისგან და მისი სიმბოლო საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საიდუმლო საზოგადოებათა ოკულტურ რიტუალებში. "ფენქსი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურაა ძველ მისტერიებშიც. მასში ეზოთერული ფილოსოფიის უღრმესი საიდუმლოებებია დაფარული... შუასაუკუნეების ჰერმეტისტები ფენიქსს ალქიმიური ტრანსმუტაციის მიღწევის სიმბოლოდ განიხილავდნენ, ანუ პროცესად, რომელიც ადამიანის რეგენერაციის ეკვივალენტურია.
ფენიქსი შეარქვეს ერთ ერთ საიდუმლო ალქიმიურ ფორმულასაც კი... მისტერიებში ფენიქსი ასევე არის სიმბოლო მამაკაცისა, რომელიც ხელახლა იშვა. როგორც ფიზიკური დაბადება აძლევს ადამიანს გონიერებას ფიზიკურ სამყაროში, ასევე ილუმინატური ლოჟების საიდუმლოს წიაღში მყოფი ნეოფიტიც, მეცხრე გრადუსის შემდეგ იშვება სულიერ სამყაროში. ეს არის განდობის, ლუციფერიანული შობის საიდუმლო, რომლის უმთავრესი სიმბოლო არის ფენიქსი.
გარდა იმისა, რომ ფენქსი წარმოადგენს სულიერი აღორძინების სიმბოლოს ინდივიდუალურ დონეზე, ის ასევე წარმოადგენს მთელი მსოფლიოს ფერფლისგან აღდგენის სიმბოლოს, ანუ - ახალ მსოფლიო წესრიგს. ეს გიგანტური ფრესკა, მდებარეობს ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს შენობაში, სადაც ფენიქსი კვლავ აღზევდება ფერფლისგან. ოლიმპიადის ცეცხლიდან ფენიქსის აღმოსვლის შემდეგ, უცებ ჩნდება ბენდი Take That, რომელიც ასრულებს სიმღერას მეტად სიმბოლური სახელწოდებით: "ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ მსოფლიო". ოლიმპიადისა და ფენიქსის სიმბოლიკის კონტექსტში ეს სიტყვები მეტად სიმბოლურად და მრავლისმეტყველად ჟღერს. სიმღერის დამთავრების შემდეგ, ცეცხლოვან კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეები თითქოსდა ხარკს უხდიან და ეცეკვებიანო მათ თავზე ფრთებგაშლილ ფენიქსს. შუაღამით, ოლიმპიური ცეცხლი და ფოთლები, რომლებიც დედამიწის ყოველ ქვეყანას წარმოადგენს, ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ფენიქსი, რომელიც ოკულტურ-ელიტური ლოჟებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის სიმბოლოს წარმოადგენს, ჯერაც ჩახჩახებს მათ ზემოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერები ნელ-ნელა გაქრებიან და დადგება ახალი მსოფლიო წესრიგი.
ამ ნოტაზე აჟღერდება ჯგუფი The Who ("ვინ").
დასკვნა ოლიმპიური ცერემონია ტრადიციულად წარმოადგენს ოლიმპიადის მიმღები ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს მათ, ვინც თამაშობს ამ ოლიმპიადაზე. ლონდონი მსოფლიოს ერთ ერთი უმსხვილესი დედაქალაქია უმდიდრესი ოკულტური ისტორიითა და მასონური ლოჟებით.
მართალია, ლონდონის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე ყველაფერი როდი იყო დაკავშირებული ილუმინატების სიმბოლიკასთან, მაგრამ აქ მრავალი ელემენტი იყო წარმოდგენილი იმისთვის, რათა გაჟღერებულიყო ილუმინატების ინფორმაცია. ბოლოს და ბოლოს ოლიმპიური თამაშები, როგორც სხვა მოვლენები, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით აშუქებენ მასმედიის უდიდესი კორპორაციები, გადაიქცა მსოფლიო ელიტის დღესასწაულად და სიმბოლიზმად.
|