: მსოფლიო აჟიოტაჟი ამო-ს (UFO) გარშემო - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » მსოფლიო აჟიოტაჟი ამო-ს (UFO) გარშემო
4:49 AM
მსოფლიო აჟიოტაჟი ამო-ს (UFO) გარშემო

                                                                                                  მსოფლიო მასმედიაში თითქმის ყოველდღიურად შემოდის ახალ-ახალი შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ჩვენს პლანეტას აკვირდებიან და სტუმრობენ "უცხოპლანეტელები". ეს თემა უკვე გასცდა ბლოგების რანგს და სხვადასხვა ქვეყნების ტელეარხებში გადაინაცვლა (აღარაფერს ვამბობთ youtube-ზე, რომელიც ბუკვალურად ყოველდღიურად ივსება ამო-ს უახლესი ვიდეო გადაღებებით).

უეჭველია, რომ დედამიწის მოსახლეობას "არამიწიერ ცივილიზაციებთან", ანუ დემონებთან კონტაქტისთვის ამზადებენ. და არ არის გამორიცხული ძალზედ მალე დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შეტევის ისტერია დაიწყონ.

მსოფლიო მთავრობის ამ გეგმებზე არცთუ დიდი ხნის წინათ ჰყვებოდა ნაცისტი მეცნიერის, ვერნერ ფონ ბრაუნის კოლეგა დ-რ კეროლ როუზინი. 2001 წლის გაზაფხულზე, როდესაც როუზინი სათავეში ჩაუდგა კორპორაციას "ფერჩაილდ ინდასტრიზ", მან ვერნერ ფონ-ბრაუნი გაიხსენა და თქვა: "ის ამბობდა, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენისთვის და ხელისუფლების სტრუქტურებისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ დაშინების სტრატეგია... ამ სტრატეგიის თანახმად, ვერნერ ფონ ბრაუნმა მასწავლა, რომ ჩვენი პირველი მტრები უნდა გახდნენ რუსები, შემდეგ ტერორისტები და ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში.

ამის შემდეგ მტრად უნდა გამოცხადდნენ მესამე სამყაროს "გიჟები". ახლა ჩვენ მათ ვუწოდებთ "სახელმწიფოებს, რომლებიც შეშფოთებას იწვევენ". მაგრამ დოქტორი ფონ-ბრაუნი ამბობდა, რომ მტრების სიაში ისინი გახდებიან ის კატეგორია, რომელთა წინააღმდეგ მოგვიწევს იარაღის განთავსება კოსმოსში.

მომდევნო საფრთხედ გამოცხადდებიან ასტეროიდები. პირველად, როდესაც ამის შესახებ მსჯელობდა, დოქტორმა ფონ ბრაუნმა სიცილი ვერ შეკავა. ასტეროიდები - ასტეროიდებთან საბრძოლველად... ამისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კოსმიური იარაღი.

მაგრამ ყველაზე სასაცილო იყო ის, რასაც დოქტორი ბრაუნი "უცხოპლანეტელებს" უწოდებდა. ისინი უკანასკნელი საფრთხობელები უნდა გახდნენ კაცობრიობისთვის. კვლავ და კვლავ, ოთხი წლის განმავლობაში როდესაც ურთიერთობა მქონდა მასთან და ვუმზადებდი მოხსენებებს, ის მუდმივად მიჩვენებდა ამ კარტს და მეუბნებოდა: "გახსოვდეს, კეროლ, ბოლო კარტი იქნებიან "უცხოპლანეტელები". მათთან საბრძოლველად კოსმოსში უნდა განვათავსოთ იარაღი, თუმცა უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იქნება!" (ქ-ნ კეროლ როუზინის ეს სიტყვა იხილეთ ქვემოთ. ინგლისურ ენაზე. ბოლო ვიდეო) (1).

(რედაქციისგან: ამჟამად მზადდება სპეციალური მასალა ამ თემასთან დაკავშირებით: "ფრთხილად! ანტიქრისტეს სპექტაკლი. "უცხოპლანეტელთა" ურდოები გვიახლოვდებიან).

მასმედიის უკანასკნელი ცნობები:

ამასწინათ ჩინეთის ტელევიზიით გადაიცა ცნობა, რომლის მიხედვითაც ვითომცდა Fuxin-ის ეროვნულ პარკში გადაიღეს უცხოპლანეტელთა მფრინავი "თეფში" და მისგან გამოსული "ჰუმანოიდი". ახლა კი ტაივანშიც გადაიღეს და ტელევიზიით აჩვენეს "ჰუმანოიდი" ქალაქ ტაიტუნგის შემოგარენში და თანაც როგორი, თავი მიუგავს კალიას და სიმაღლეში არის სამი მეტრი.

ჩინეთი. მეგობრების ჯგუფმა პარკში შეამჩნია ვერცხლისფერი ობიექტი. ისინი დაფრთხნენ, როდესაც "უცხოპლანეტელმა" მათ მხარეს გამოიხედა და გაიქცნენ.                                                                                                                                                                                                                                             videos linki: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=X_aqyBNRgxU                                                                                                    

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 528 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0