როგორი შეფარდებაა მკვლელობათა და მძიმე დანაშაულობათა რაოდენობა იარაღის გაყიდვის ლიბერალიზაციასთან?
აშშ-ში იარაღის შენახვის უფლების უახლესი დასურათებული ისტორია (1976 წლიდან 2011 წლამდე)
იარაღის ტარების თანამედროვე ისტორია აშშ-ში დაიწყო ჯორჯიის შტატიდან სადაც 1976 წ. გუბერნატორმა ზელ მილერმა (Zell Miller) შემოიტანა კანონი, რომელიც მომდევნო კანონების ნიმუში გახდა. გუბერნატორის შთაგონების წყარო გახდა NRA-ს დირექტორი და ყოფილი მესაზღვრე ედ ტოპმილერი (Ed Topmiller). კანონში უმთავრესი იყო ის, რომ ტარების უფლების გაცემა ეკისრებოდა არჩევით ოფიციალურ პირს არა პოლიციიდან.
ჯორჯია შეუერთდა იმ შტატებს, სადაც იარაღის შენახვა უკვე ნებადართული იყო, კერძოდ, ვერმონტს (ლიცენზიის გარეშე), ნიუ-ჰემპშირს 1923 წლის მისი კანონით, შტატ ვაშინგტონს, სადაც ლიცენზიის გაცემა თითქმის აუცილებელი იყო 1961 წლამდე, და კონექტიკუტს, სადაც 1969 წელს დაწესდა მოკლელულიანი იარაღის კომისია ლიცენზიაში უსაფუძვლო უარის თქმის შესამცირებლად.
1980 წელს ინდიანის სპორტულმა საბჭომ NRA-ს იურიდიული განყოფილების დახმარებით დაამტკიცა კანონი იარაღის აუცილებელი გაცემის შესახებ, თუმცა, იძულებული გახდა სასამართლო დავა ეწარმოებინა პოლიციასთან და სხვა სააგენტოებთან, რომლებიც ამ საქმის დაბრკოლებას ცდილობდნენ. პროცესი რთული იყო, ზოგიერთ შტატში ხალხი კანონის გატანას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა.
და საქმეც ნელ-ნელა დაიძრა. კანონები იარაღის შენახვაზე მიიღო ინდიანამ (1980 წ.), ჩრდილოეთ დაკოტამ (1985 წელს) და სამხრეთ დაკოტამ (1986 წ.).
ფერები:
მწვანე - იარაღის ტარების უფლება შეზღუდული არ არის (არ არის საჭირო ლიცენზია მის ყიდვაზე და არც ტარებაზე). Цвета:
ლურჯი - პოლიცია ვალდებულია გასცეს ლიცენზია დისკვალიფიკაციის ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში (ნასამართლევობა და ა. შ.).
ყვითელი - შეიძლბა მისცენ უფლება, შეიძლება არა (როგორც ისურვებს ამას პოლიციის შეფის მარცხენა ფეხი).
წითელი - სრულიად აკრძალულია.
1986 წ. მწვანე - მხოლოდ ვერმონტი (იქ კონსტიტუციას პატივს სცემენ). ბოლო ადგილზეა კრიმინალური სტატისტიკით. 1987-1988 ფლორიდა. ლიბერალები გაცოფდნენ, ყველას გვამების გროვით და სისხლის მდინარეებით აშინებდნენ. ერთი წლის შემდეგ დამნაშავეობამ იკლო, პრობლემები არ შექმნილა. 1989-1998 წლები. ფლორიდის მაგალითი (პანიკიორი ლიბერალების ხმაურის წყალობი, რომელმაც სხვათა ყურადღებაც მიიპყრო) ხალხს აჩვენა თუ როგორ ეფექტს იძლევა იარაღის ტარების უფლების გაცემა სინამდვილეში. 1989 წ. - ორეგონი, პენსილვანია, დასავლეთ ვირჯინია. 1990 წ. - აიდაჰო, მისისიპი; 1991 წ. - მონტანა; 1994 წ. - ალიასკა, არიზონა, ტენესი, ვაიომინგი. 1995 წ. - არკანზასი, ჩრდილოეთ კაროლინა, ოკლაჰომა, ტეხასი, ნევადა, იუტა, ვირჯინია. 1996 წ. - კენტუკი, ლუიზიანა, სამხრეთ კაროლინა. 1998 წ. ალიასკამაც გადალახა გუბერნატორის ვეტო შეზღუდვების მოხსნაზე. ამის შემდეგ რუქამ ასეთი სახე მიიღო. 2002 წ. – ნიუ-მექსიკომაც მიიღო კანონი, მაგრამ გუბერნატორმა ვეტო დაადო. ეგ არაფერი, ერთი წლის შემდეგ ხალხმა მიაღწია ვეტოს მოხსნის უფლებას. 2003 წ. - კოლორადო, მინესოტა, მისური. 2006 წ. - კანზასი და ნებრასკა (კანზასში მოსახლეობას გუბერნატორთან ომის გადატანა მოუხდა). ალიასკამ - 2003 წელს მოხსნა შეზღუდვები (ისევე როგორც ვერმონტმა).
2008 წ. ვაშინგტონმა იარაღის ფლობის აკრძალვაზე უმაღლეს სასამართლოში საქმე წააგო.
2009 წ. - წააგო ჩიკაგომაც. აკრძალვა დარჩა და ილინოისის ოლქის მეთაურებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათი ოლქების ტერიტორიაზე აკრძალვის კანონი არ შესრულდება (ვნახოთ განსხვავება მკვლელობებში ჩიკაგოსა და ილინოისში).
2010 წ. - არიზონა (ტარების უფლება ლიცენზიის გარეშე).
ვისკონსინში ხალხი კანონის მიღებას ცდილობდა 2004 წლიდან. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, 2011 წელს მიაღწია კიდეც. ილინოისი არის ერთადერთი შტატი, სადაც კანონმდებლობით იარაღის ტარება აკრძალულია. ახლა კი იხილეთ მკვლელობათა ტრენდის გრაფიკი 50 წლის განმავლობაში (ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით).
|