საღებავი, რომელიც მიღებულია კარამელის საფუძველზე და რომელსაც იყენებენ "კოკა-კოლას" და "პეპსის" დასამზადებლად, შესაძლოა კიბოს გამომწვევი კანცეროგენი იყოს.
ამის შესახებ განაცხადეს ადამიანის უფლებათა ამერიკელმა დამცველებმა. "კოკა-კოლას" წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ "კოლას" კარამელის ფერი აქვს - მთლად ზუსტი როდია. ეს უფრო კანცეროგენთა მუქი-ყავისფერი ნადუღია, რომელიც სრულიად არანატურალურია.
ეს მხოლოდ "კოკა-კოლას" რეკლამაშია ყველა ინგრედიენტი ნატურალური: კოფეინი, ვანილინი, დარიჩინი და კორიანდრი. სინამდვილეში, როგორც ჯანსაღი კვების აქტივისტები აცხადებენ, კოკა-კოლაში თუ რამე ნატურალური არსებობს, ყველა მათგანს აფუჭებს საღებავი "კარამელი", როგორც უწოდებენ მას კოლას მწარმობლები. სინამდვილეში კარამელისგან მას მხოლოდ სახელწოდებაღა გააჩნია.
როგორც ბრიტანული გაზეთი The Daily Mail-ი წერს, ეს ის ტკბილეული როდია, რომელიც ოჯახურ პირობებშიც კი შეიძლება მივიღოთ შაქრის გადადნობით. "კოლას" "კარამელს" რთული ქიმიური რეაქციის შედეგად ღებულობენ შაქრის, ამიაკის და სულფიტების შეერთებით, თანაც მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. ამ რეაქციის შედეგად მიღებულ საღებავში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ძალზედ საშიშია ადამიანისთვის.
როგორც ამერიკელი აქტივისტები ამტკიცებენ, ამერიკულ ლაბორატორიებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ნივთიერებები ფილტვების, ღვიძლის, ფასებრი ჯირკვლის კიბოს და ლეიკემიას იწვევენ. თანაც საშიში ნაზავი მნიშვნელოვანი რაოდენობით აღმოაჩინეს "კოკა-კოლას" სხვა პროდუქტებშიც.
კომპანიის წარმომადგენლები ბრალდებებზე არ პასუხობენ, დუმან ისინი იმ საკითხთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არ იყენებენ "კოლაში" სხვა საღებავს, რომლის ხარშვასაც ამიაკის დამატება არ სჭირდება (რადგენ ეს შხამიანი სასმელი თავიდან ადამიანთა გასანადგურებლად გამოიგონეს).
როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ამერიკელი მწარმოებლები სულ 4 ტიპის ხელოვნურ კარამელს იყენებენ. პრველი ორის ხარშვის დროს გამოიყენება ამიაკი. სწორედ ამგვარი კარამელის აკრძალვას ითხოვენ "კოლას" სასმელში ამერიკელი ონკოლოგები. იგივე ნივთიერებას იყენებს "კოლა" სოიოს სოუსსა და ლუდში.
"კოკა-კოლა" ამგვარ სკანდალში პირველად როდია გახვეული. მაგალითად, სულ მცირე ხნის წინათ რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა სასამართლოს მეშვეობით "კოკა-კოლა ლაითის" რუსეთში გაყიდვა მოითხოვეს. პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში ინგრედიენტი - ასპარტამი. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ეს ნივთიერება იძლევა მეთილის სპირტს, რომელიც გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად - იმ კანცეროგენად, რომელიც ასევე კიბოს იწვევს. მაგრამ, როგორც იურისტები ამბობენ, ამ პროდუქტის გაყიდვაზე არავითარი აკრძალვა მიღებული არ იქნება. კომპანია უბრალოდ შეცვლის ეტიკეტს და სრულიად შეინახავს თავის ძვირფას რეცეპტურას.
|