: მიმართულია თუ არა ევროინტეგრაცია ქრისტეანობის წინააღმდეგ? - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » მიმართულია თუ არა ევროინტეგრაცია ქრისტეანობის წინააღმდეგ?
9:57 AM
მიმართულია თუ არა ევროინტეგრაცია ქრისტეანობის წინააღმდეგ?

ევროპის ინტეგრაცია, რომელიც ტრადიციულად გაიგება, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კავშირების გამყარება, როგორც წესი, შეისწავლება მკაცრად საერო ასპექტში. მკვლევარები ჩვეულებისამებრ ყურადღებას აქცევენ ისეთ მომენტებს, როგორიცაა ევროს შემოტანა, ევროკავშირში ახალი წევრების მიღბა, საერთო სასოფლო-სამეურნეო და თევზის მრეწველობის პოლიტიკის ეფექტურობაზე, კავშირის შემდგომ ცენტრალიზაციაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპის მშენებლობის აღწერისას, შემოიფარგლებიან მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცით. სულიერ-ზნეობრივი და რელიგიური მომენტები გადატანილია უკანა პლანზე, ხშირად კი იმასაც აცხადებენ, რომ ამ საკითხებზე ლაპარაკი "უადგილოა" და საერთოდ უგულებელყოფილია.

ასეთი ცალმხრივი და აკვიატებული მიდგომა "დიადი ევროპის პროექტის" ცივილიზაციურ არსში გაურკვევლობას იწვევს. მტკიცება იმისა, რომ თითქოსდა რელიგია ევროკავშირისთვის არაფრისმთქმელია და უმნიშვნელო, ნიშნავს თვალი დაუხუჭო აშკარა ფაქტებს, და ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხეებს მიღმა ტყე ვერ დაინახო. სინამდვილეში, _ რაც ქვემოთ თვალსაჩინოდ იქნება ნაჩვენები, - რელიგიური ასპექტებს ევროპის ინტეგრაციაში გააჩნიათ პრინციპული მნიშვნელობა, ხოლო მათი ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ ევროკავშირი საღვთისმეტყველო მხრიდან.

ევროკავშირის რელიგიური სიმბოლიზმი

რომანო პროდი, ევროპული კომისიის პრეზიდ
ევროკავშირის რელიგიური სიმბოლიზმიენტი 1999-2004 წლებში, 2003 წლის მაისის თავის გამოსვლაში ევროპის სულიერ-კულტურული განზომილების ჯგუფის სხდომაზე, აღნიშავდა, რომ რელიგიის თემა ევროპის ინტეგრაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც "ევროპის პოლიტიკურ კონსტრუქციას არ შეუძლია უგულებელყოს რელიგიასთან ურთიერთობა" (პროდი 2003, 2-3). ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სიტყვებში არაფერია უჩვეულო: ევროკომისიის პრეზიდენტმა დააჯამა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. მეტიც, რომანო პროდიმ მსუბუქი ბუნდოვანებით ("დიპლომატიურად") განმარტა, რომ პრაქტიკაში ევროკავშირის კონსტრუქცია არათუ უგულებელყოფს, არამედ პირდაპირ ეფუძნება ისეთ სიმბოლოებს, რომელთაც გააჩნიათ რელიგიური წარმომავლობა.

მოვიტანთ რამოდენიმე მაგალითს. კერძოდ, ევროკავშირი იყენებს ატრიბუტებს, რომელიც ემთხვევა ბიბლიურ აღწერებს. რელიგიური მნიშვნელობის მქონე სიმბოლოებს შეგვიძლია განვაკუთვნოთ ევროკავშირის დროშა, ჰიმნი, ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში, კავშირის ოფიციალური დაწესებულებების სკულპტურები და სურათები. ამასთან, რელიგიური სიმბოლიზმი მიდრეკილია ნეგატიურ მხარეს და ასოცირდება ბოროტების მსოფლიო ძალებთან, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეანობას, მაღალ ზნეობრიობას და სულიერებას. ასეთებია ევროკავშირის ყველა ატრიბუტის ასოციაციური სიმბოლო ევროკავშირის დროშის გამოკლებით. შევეცადოთ უფრო დეტალურად გავერკვეთ ამ საკითხში.                                                                                                                                                                                                                                                                                                   ევროკავშირის დროშა

ეს არის ტილო, რომლის ცისფერ ფონზე გამოსახულია თორმეტი ვარსკვლავი. ვარსკვლავთა რაოდენობა არ არის დამოკიდებული ევროკავშირის წევრთა რაოდენობაზე (ამჟამად ეკ-ში შედის 25 სახელმწიფო). ევროკომისიის ოფიციალურ კომენტარებში, რომელიც გავრცელებულია ინგლისურ ენაზე, ნათქვამია, რომ თორმეტი ვარსკვლავი არის "სრულყოფილებისა და სისრულის სიმბოლო". მაგრამ ამაში დაფარულია ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი. ევროკომისიის ინტერნეტ გვერდი შვედურ ენაზე უფრო დეტალურად განმარტავს: "თორმეტ ვარსკვლავს გააჩნია ბიბლიური წარმომავლობა"! (Hagevi 2002, 768).

მართლაც, წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მე-12 თავში არის ასეთი სიტყვები: "და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა                                                                                                                                             ევროკავშირის დღევანდელი დროშა         ევროკავშირის, მომავალი, სავარაუდო დროშა                                                                                                                                                                                           ევროკავშირის ჰიმნი

ევროკავშირის ჰიმნი არის ფ. შილერის "სიხარულის ოდა", ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის უკანასკნელი ნაწილის პრელუდია. ეკ-ს ოფიციალურ დოკუმენტებში ამ ჰიმნს უწოდებენ "თავისუფლების ოდას", მაგრამ თავისუფლებას ვისგან ან რისგან? ეს საკითხი არც ისე უმნიშვნელოა თუ მხედველობაში მივიღებთ ევროპული ჰიმნის ანტიქრისტეანულ შინაარსს. აღმოჩნდა, რომ მისი ლირიკა ასახავს "წარმართი, მდედრი ღვთაების აკლდამაში შესვლას და ყველა ადამიანის გაერთიანებას მაგიური ძალაუფლებით" (ფრანკლინ 2004, 45).                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       ევროპის პარლამენტი

ევროპარლამენტის თანამედროვე შენობა სტრასბურგში აშენებულია ბაბილონის გოდოლის მსგავსად. საკანონმდებლო ორგანოს შტაბბინას ზოგჯერ "ევრობაბილონის გოდოლსაც" უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ბიბლია "დაბადების" წიგნში აღგვიწერს თუ როგორ სცადეს ნიმროდმა და მისმა მიმდევრებმა აეშენებინათ გოდოლი, რომელიც "ცას უნდა მისწვდომოდა" _ ანუ აეშენებინათ ერთგვარი წარმართული საკერპე. ეს მკრეხელური და ღმრთისსაწინააღმდეგო ჩანაფიქრი ღმერთმა დაარღვია. მან ბაბილონის გოდოლის მშენებლებს აურია ენები, ხოლო უკეთური მშენებლები განთესა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. თვითონ გოდოლი არის კაცობრიობის იმ ნაწილის სიმბოლო რომელიც ამპარტავნებით გონებადაბნელებული ღმერთს ეწინააღმდეგება.

გამოდის, რომ ევროკავშირი "ევრობაბილონის" მშენებლობით ქრისტეანობის მიერ დაგმობილი ექსპერიმენტისადმ                                                                                                                                                                                                              პიტერ ბრეიგელი (უფროსი) (1563). "ბაბილონის გოდოლი"                                                                                                                                         ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში, რომელიც აშენებულია პიტერ ბრეიგელისეული "ბაბილონის გოდოლის" მიხედვით.                                                                                                                                                                                                                                                                                                     გამოსახულებები ეკ-ს ოფიციალურ გამოცემებში

ევროპარლამენტის ყოფილი ჩრდილოირლანდიელი დეპუტატის, იენ პეიზლის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული (თითქმის ოფიციალური) სურათი ევროკავშირისა არის დედაკაცის გამოსახულება, რომელიც ზის მხეცზე. მისი გამოსახულება და სკულპტურა იმყოფება კავშირის ოფიციალურ დაწესებულებებში (Pაისლეყ 1999). პეიზლის მოსაზრებით, მხატვართა და სკულპტორთა შემოქმედება შთაგონებულია წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მე-17 თავით, სადაც ნათქვამია: "და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. და მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით" (გამოცხ. 17:3).

ასეთია მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას. მაგრამ ისინიც კი გვაძლევენ შესაძლებლობას გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. პირველი, დასტურდება ევროკავშირსი რელიგიური კომპონენტების არსებობა. მეორე, აშკარად ჩანს ამ კომპონენტთა ანტიქრისტეანული მიმართულება. შემთხვევითობები აქ გამორიცხულია. მართლაც, ჰიმნის ვარიანტები მრავლად იყო, მაგრამ აირჩიეს წარმართული, ოკულტური ტექსტი. არქიტექტორებს შეეძლოთ წარმოედგინათ მრავალი პროექტი ევროპარლამენტის შენობის ასაშენებლად, მაგრამ არჩევანი რატომღაც ბაბილონის გოდოლზე შეჩერდა. დაბოლოს, სკულპტურები და სურათები მაინც შეიძლებოდა ოფიციალურ დაწესებულებებში ყოფილიყო ნეიტრალური (მთები, ყვავილები, ხეები და ა. შ.). მაგრამ არა, აქაც ვიღაცის უხილავი ხელი ჩაერია და პოლიტიკოსებისა და ქვეშევრდომების მზერას წარუდგინა მეძავი ქალის სიმბოლო, რომლის შესახებაც ბიბლიაში (აპოკალიპსისში) ნათქვამია, რომ ის "მთვრალი იყო წმიდათა და იესუს მოწამეთა სისხლით".

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის რელიგიური სიმბოლიზმი გამომდინარეობს ევროპის მშენებლობის ღირებულებით-იდეოლოგიური მსოფლმხედველობით. ამაზეც უნდა ითქვას რამოდენიმე სიტყვა.


ევროკავშირის იდეოლოგია და ქრისტეანული ეკლესიები

მიგვაჩნია, რომ კონკრეტული ქმედებები, რომელსაც გაერთიანებული ევროპა მიმართავს იმ სფეროებში, რომელსაც ასე თუ ისე ეხება ეკლესია, არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით ევროკავშირის რელიგიური სიმბოლიზმი. ზოგიერთი კანონი ქრისტეანებს ეხება პირდაპირ, სხვები ირიბად. მთელი რიგი გადაწყვეტილებების რელიგიური აზრი ყოველთვის როდია აშკარა, თუმცა ზოგჯერ ისინი ღებულობენ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნების სახეს.

ასე, მაგალითად, 2003 წელს ევროპის პარლამენტმა, ადამიანის უფლებების პრობლემასთან დაკავშირებით, მოითხოვა ათონის წმიდა მთა მისაწვდომი ყოფილიყო დედაკაცთათვის. შეგახსენებთ, რომ ათონი, ეს არის ავტონომიური, მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნური რესპუბლიკა საბერძნეთში. ამ ტერიტორიაზე დედაკაცების შესვლა აკრძალულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მცნებით, რომელიც მან მისცა ათონის მთას ათას ხუთასი წლის წინათ. იმ დროიდან ამ განკარგულებას ასრულებდნენ განუხრელად, მაშინაც კი, როდესაც საბერძნეთი იმყოფებოდა ოსმანთა იმპერიის ზეგავლენის ქვეშ.

ხსენებული რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი არა მარტო შეიჭრა საეკლესიო ინტერესების სფეროსი, არამედ თვალნათლივ აჩვენა თავისი ლიბერალურ-ათეისტური სული, რომელიც სუფევს ამ საკანონმდებლო ორგანოს კედლებში.

მეორე მაგალითი _ ეს არის დისკუსია ევროპის კონსტიტუციის გარშემო. 2003-2004 წლებში, როდესაც მიმდინარეობდა ძირითადი მუშაობა მისი ტექსტის შესათანხმებლად, აქტიურად განიხილებოდა საკითხი საჭირო იყო თუ არა ამ დოკუმენტში ღმრთისა და ევროპის ქრისტეანული წარსულისა და საფუძვლების მოხსენიება. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დ' ესტენმა (პროექტის ავტორი) აღიარა, რომ მან არაწინასწარგანზრახულად დატოვა ეს საკითხი ღიად. "მე გადავწყვიტე არ დამემოწმებინა ქრისტეანული ღირებულებები, _ განაცხადა ჟისკარ დ ესტენმა. ვამჯობინებ მოგმართოთ თქვენ წინადადებით დამარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია".

თეორიულად, დოკუმენტის ავტორს შეეძლო მოქცეულიყო სხვაგვარად, კერძოდ: წარედგინა პრეამბულის ტექსტი იმის აღიარებით, რომ ევროპას ქრისტეანული ფესვები გააჩნია, შემდეგ კი მიემართა ამ შეხედულების მოწინააღმდეგე საზოგადოებისთვის დაესაბუთებინათ თავიანთი მოსაზრება. მაგრამ, არჩეულ იქნა (თანაც დიპლომატიური ფრაზებით შენიღბული და მოჩვენებითი "ობიექტურობით") ისეთი წინადადება, რომელიც ქრისტეანებს აყენებს წამგებიან მდგომარეობაში. კონსტიტუციის პროექტში გაჩნდა ბუნდოვანი ფრაზა "ევროპის კულტურულ, რელიგიურ და ჰუმანისტურ მემკვიდრეობაზე". ასეთი გააზრება ქრისტეანობისთვის დამამცირებელი მუხტის მატარებელია: ჰუმანიზმმა ევროპული მემკვიდრეობის ფორმირებისთვის ბევრად უფრო მცირე როლი ითამაშა, ვიდრე ქრისტეანობამ, ხოლო "რელიგიური მემკვიდრეობისადმი" აპელირება მით უფრო პარადოქსულად ჟღერდა, რადგან თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში ევროპის რელიგია არის ქრისტეანობა. მთელი რიგი სახელმწიფოების (იტალია, პოლონეთი, ლიტვა, მალტა, პორტუგალია, ჩეხეთი და სლოვაკეთი) მოთხოვნების, ასევე მილიონობით ევროპელების ხელმოწერებისდა მიუხედავად, ღმრთისა და ქრისტეანობის ოპონენტები შეურყეველნი დარჩნენ. კონსტიტუციის ტექსტი პრინციპულად არ შეიცვალა. ეკლესია კი ისევ აღმოჩნდა დამამცირებელი კრიტიკის ცეცხლქვეშ.

მეტიც, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეკ სტრომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი აზრით, მხოლოდ ქრისტეანულ რელიგიურ ტრადიციაზე რომ გაკეთდეს აქცენტირება, "ჩვენ იძულებული გავხდებით აქცენტირება გავაკეთოთ სხვა რელიგიებზეც" (აღვნიშნავთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ქრისტეანად საკუთარ თავს მიიჩნევს მოსახლეობის 72%. მსგავსი სურათია ევროპის სხვა ნაწილებშიც). საკმაოდ გულახდილად გამოთქვა თავისი აზრი ევროკავშირის ერთმა ჩინოვნიკმა: "ამ ქრისტეანებს, უკიდურეს შემთხვევაში, იმის აღიარება მაინც შეეძლოთ რომ წააგეს დავა".

არსებული ფაქტების მიხედვით, "ამ ქრისტეანთა" არგუმენტებს ბრიუსელში არავინ უსმენს. ამიტომაც მორწმუნე ევროპელების შანსები დისკუსიაში გამარჯვებაზე მიზერულია. მაგრამ 2005 წლის საფრანგეთისა და ჰოლანდიის რეფერენდუმების ნეგატიური შედეგების შემდეგ ამორფული დოკუმენტის მიღების პროცესი გაიყინა. გაისმა ხმები კონსტიტუციის "სიკვდილზე", თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა ჯიუტად ირწმუნება, რომ ლაპარაკია მხოლოდ მძიმე, მაგრამ განკურნებად ავადმყოფობაზე.

რელიგიური ხასიათის სხვა საკითხებიდან, რომელიც ასე თუ ისე განიხილება ევროკავშირში, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი:

ევროკავშირის ფუნდამენტალურ უფლებათა ქარტია კრძალავს სქესობრივ და სექსუალური დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის რელიგიაშიც. როგორც აღნიშნულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებებში, ქარტიის ლიბერალურმა განმარტებამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიისგან შეიძლება მოითხოვონ ხელი არ შეუშალონ დედაკაცის, მამათმავალის ან მაჰმადიანის ხელდასხმას მღვდლად.

ევროკავშირი ყურადღებას აქცევს ტოლერანტობის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საკითხს. ის, რაც ასე ლამაზად ჩანს თეორიაში, პრაქტიკაში იწვევს ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანების უფლებების დარღვევას. ასე, მაგალითად, პორნოგრაფიის, პროსტიტუციის, სექსუალური უმცირესობების და სხვა მსგავსი მოვლენების დაგმობა, რომელთაც გააჩნიათ ცოდვილი ბუნება, შეიძლება გახდეს რელიგიურ ორგანიზაციათა დევნის მიზეზი.

ეპისკოპოს ილარიონ ალფეევის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროპის სტრუქტურებში, მოჰყავს ასეთი თვალსაჩინო მაგალითი: ერთ ერთი ევროპული ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოები ატარებდნენ "პროფილაქტიკურ გასაუბრებებს" რელიგიურ ლიდერთან, რომელმაც სახალხოდ განაცხადა, რომ "ჰომოსექსუალიზმი არის დაავადება". რელიგიურ მოღვაწეს მიეთითა, რომ ამგვარი გამოთქმები დაუშვებელია (Aლფეყევ 2002).


დასკვნა

მიუხედავად ცალკეული პუბლიცისტებისა და მკვლევარების მცდელობებისა, დაფარონ ან დააკნინონ ევროპულ ინტეგრაციაში რელიგიური ფაქტორი, შეიძლება დავასკვნათ, რომ რელიგია არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირის სისტემაში.

ევროკავშირი არა მარტო ატარებს რელიგიური სიმბოლიზმის ნიშნებს, არამედ ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ქრისტეანულ ეკლესიებს. კავშირის ღონისძიებათა დიდი უმეტესობა აშკარად არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას ავლენს ქრისტეანობასთან და მიმართულია ქრისტეანული სარწმუნოების ცალკეული ღია გამოვლინებების დასათრგუნად.

მიგვაჩნია, რომ ზოგიერთი იერარქის შიში, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკავშირში ეკლესია შეიძლება ჩაკეტონ გეტოს მსგავს პირობებში, არცთუ უსაფუძვლოა, _ რადგან მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის და მრვალი პროტესტანტული თემების სოციალური კონცეფციები ეწინააღმდეგება ამათუიმ ლიბერალურ მოდელს, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავს ახევევს ბრიუსელის ბიუროკრატია.



ლიტერატურა:


Библия. Священное Писание Ветхого и Нового Завета. М. Российское Библейское общество, 1997.

Alfeyev, Hilarion (2002) "Christian Witness to Uniting Europe: A view from the Russian Orthodox Church". www.orthodoxytoday.org/articles/AlfeyevChristianEurope.shtml

Conference of European Churches (2001) "Churches in the Process of European Integration". http://www.cec-kek.org/English/IntegrationprocE.htm

Franklin, Alan (2004) "EU: the Final World Empire". Fleet: Banner Publishing ltd.

Hagevi, Magnus (2002) "Religiosity and Swedish Opinion on the European Union". Journal for the Scientific Study of Religion. Vol. 41, No.4, pp. 759-769.

Paisley, Ian (1999) "Report on the opening of the Fifth Elected Parliament of Europe in Strasbourg and its occupancy of the new Parliament Buildings". http://www.ianpaisley.org/article.asp?ArtKey=666 .

Prodi, Romano (2003) Speaking notes at the third meeting of the Reflection Group on Spiritual and Moral Dimensions of Europe

Religion dogs EU constitution talks (2004) "The Guardian", 26 May

ИсточникЖ С. А. Мудров. Религиозные аспекты европейской интеграции. .... Международные Кирилло-Мефодиевские               

კატეგორია: აპოსტასიური პოლიტიკა | ნანახია: 981 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0