: მგრგვინავი ხმა, მიწისძვრა და უცნაური ნათება სამხრეთ კაროლინასა და ალიასკაში (+ ვიდეო) - 11 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » მგრგვინავი ხმა, მიწისძვრა და უცნაური ნათება სამხრეთ კაროლინასა და ალიასკაში (+ ვიდეო)
9:22 AM
მგრგვინავი ხმა, მიწისძვრა და უცნაური ნათება სამხრეთ კაროლინასა და ალიასკაში (+ ვიდეო)

              ალიასკაზე, მიწისძვრის დროს, რომლის მაგნიტუდა რიხტერის შკალით 7,5 ბალს აღწევდა, თვითმხილველებმა ვიდეოზე გადაიღეს სხვადასხვა ფერის უცნაური გაელვებანი, რომლებიც სადღაც შორს, ჰორიზონტზე ელავდნენ. უნდა ითქვას, რომ მიწისძვრას არავითარი ნგრევა არ გამოუწვევია, ამიტომაც, ტრანსფორმატორების აფეთქების ან დაზიანების ვერსია გამორიცხულია.

ქალაქ ლექსინგტონის მცხოვრებნი 3 იანვრის დილით ძლიერი აფეთქების მსგავსმა ხმამ გამოაღვიძა. ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მრავალს ავიაკატასტროფა ეგონა.

ლექსინგტონის ოლქის შერიფის დეპარტამენტში არაფერი იციან მომხდარის მიზეზების შესახებ. "სამართალდამცავმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოებმა ხმაურის წყარო დღემდე ვერ დაადგინეს", განაცხადა დეპარტამენტის შერიფმა გენერალ-მაიორმა ჯონ ალარდმა. "არ არსებობს რაიმე ცნობა იმის შესახებაც, რომ ახლო-მახლო რაიმე აფეთქებები წარმოებდეს", - დაამატა მან.

ანკორიჯში (ალიასკა) 3 იანვრის საღამოს პოლიციაში შემოვიდა შეტყობინებები ძლიერი, აფეთქების მსგავსი ხმების შესახებ. ხმები ისმოდა მატ-სუს დაბლობზე. მოვლენას აკვირდებოდნენ საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე. თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს იყო ძალზედ ძლიერი და გაბმული ხმაური.

Elmendorf-Richardson-ის ავიაბაზის თანამშრომელი ჯონ პანელი ამბობს, რომ იმ დღეს ჰაერში არ აფრენილა არცერთი ზებგერითი გამანადგურებელი, რომლებსაც ძლიერი აფეთქებითი ხმაურის გამოწვევა ძალუძთ.

ინტერნეტ წყაროების მიხედვით                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 820 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0