მაგალითად, მექსიკის მთავრობა ისევ სთხოვს მოსახლეობას დადოს იარაღი. აქციის "განიარაღდი ნებაყოფლობით საკუთარი ოჯახის სახელით" ფარგლებში, რომელმაც სტარტი გასულ კვირას აიღო მეხიკოს ერთ-ერთ რაიონში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ცეცხლსასროლი იარაღი პლანშეტურ კომპიუტერზე ან ველოსიპედზე გაცვალოს. თავისი მინი პროგრამა მოქმედებს ბავშვებისთვის - თუ ისინი ჩააბარებენ სათამაშო იარაღს ან ავტომას, შეიძლება მიიღონ "მშვიდობიანი" მანქანა ან თოჯინა.
ამგვარი აქციის საფუძველი გახდა ტრაგედია ადგიობრივ კინოთეატრში, სადაც 10 წლის ბავშვი შემთხვევითი გასროლის მსხვერპლი აღმოჩნდა. წინანდელი მსგავსი პროგრამა, "გაცვალე იარაღი ნოუთბუკში", ამა წლის სექტემბერს ჩატარდა შტატში ჩიაპას, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით: იქ მოსახლეობამ ჩააბარა იარაღის 2027 ერთეული. ხოლო 2007 წელს ტეპიტოს რაიონის ხელისუფლება შეეცადა ქუჩის მსროლელები გაერთო კომპიუტერული "სროლებით", და ნამდვილ იარაღს პერსონალურ კომპიუტერზე ან Xbox-ზე ცვლიდა.
2011 წლის ნოემბერში ამაზე უფრო ორიგინალური გადაწყვეტილება გააჟღერა ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა. იქ განიხილავდნენ იარაღის გაცვლას 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთებზე ან კიდევ ფეხბურთელთა მაისურებზე და ბურთებზე ცნობილ მოთამაშეთა ავტოგრაფებით. თვით იარაღის გადადგნობა შესაძლებელი იქნებოდა ფეხბურთის კარების უკან. მაგრამ FIFA-ს თანხმობის მიუხედავად, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის: ხელისუფლება შიშობს, რომ ბრაზილიელები, რომლებიც ფეხბურთს აღმერთებენ იმდენ იარაღს მოიტანენ, რომ ბილეთები შესაძლოა ყველას არც კი ეყოს.
მსგავსი აქციები ბოლო დროს ტარდება აშშ-ს მთელ რიგ რეგიონებში - იქ შეიარაღების საგნებს ცვლიან პროდუქტის ან ბენზინის საყიდელ სასაჩუქრე სერთიფიკატებზე. "ბონუსად" კი შეიძლება მიიღო გრიპის უფასო აცრა, ან კიდევ, ცოცხალი ვარდი (!). მაგრამ ნიუტაუნის ბავშვთა სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ამერიკელებმა, როგორც ჩანს, კბილებამდე შეიარაღება გადაწყვიტეს. New York Daily News-ის მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყნის მცხოვრებლებმა Brownells-ში იმდენი ვაზნები იყიდეს შაშხანა AR-15-სთვის, რაც ჩვეულებრივ იყიდებოდა 3,5 წლის განმავლობასი. ბოლო კვირეების კიდევ ერთი "ცხელი ნივთი", რომელსაც ამერიკელები ინტენსიურად ყიდულობენ, ტყვიაგაუმტარი ჩანთებია მოსწავლეებისთვის.
"ბავშვთა დემილიტარიზაციის" აქციის ორგანიზატორები ძირითადად ეფუძნებიან ახალგაზრდათა მაღალი სიკვდილიანობით ცნობილ ლათინური ამერიკის ქვეყნების სტატისტიკას. 2002 წელს სალვადორის ხელისუფლება სათამაშო პისტოლეტებს და ავტომატებს სასკოლო სახელმძღვანელოებზე ცვლიდა. 2008 წელს კოსტა-რიკაში სათამაშო "არსენალზე" იძლეოდნენ მაისურებსა და საკანცელარიო საქონელს. ხოლო 2010 წელს ვენესუელას ხელისუფლებამ უკანასკნელად ჩაატარა "სამხედრო სათამაშოების" გაცვლის აქცია საფეხბურთო მაისურებსა და ველოსიპედებზე - და სრულიად აკრძალა სათამაშო იარაღის გაყიდვა, ასევე სასტიკი ვიდეთამაშების გაქირავება.
ბავშვების გაკეთილშობილებას ცდილობენ რუსეთის კულტმუშაკებიც - ასე მაგალითად, ლიპეცკის ბავშვთა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზედიზედ რამოდენიმე წლის განმავლობაში ტარდებოდა პროგრამა " Пацаны, разоружайтесь!" ("ბავშვებო, განიარაღდით!"), რომლის ფარგლებში ბავშვებს შეეძლოთ იარაღი გადაეცვალათ წიგნებზე ან ატრაქციონების ბილეთებზე.
_____________________________
ინტერნეტ წყაროების მიხედვით
|