: კიბორგთა ერა ახლოვდება - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » კიბორგთა ერა ახლოვდება
4:53 AM
კიბორგთა ერა ახლოვდება

              როგორც ჩანს კიბორგთა "ნანატრი" ჟამი ახლოვდება. კიბორგი - ეს არის ქმნილება, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს რობოტსა და ადამიანს. ჰარვარდის უნივერსიტეტთან და ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოსთან თანამშრომლობით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ადამიანის ორგანიზმში ჩიპების ჩანერგვის ახალი მეთოდი შეიმუშავეს.

იმისთვის, რათა ხელოვნურად გამოყვანილი ქსოვილი მოცულობითი გახდეს, მეცნიერები უჯრედებს ზრდიან მინიატურულ საყრდენებზე, რომელიც ღრუბელს მოგაგონებს. ამჯერად მკვლევარებმა საყრდენებს ელექტრონული სენსორებიც მიუმატეს, რომელსაც სილიციუმის ნანომავთულებისგან ამზადებენ.

სენსორებს შეუძლიათ ქსოვილებში ელექტრონული რხევებისა და გარემო საყრდენების გაზომვა, ასევე ორგანიზმისთვის საჭირო წამლების დოზების მართვა. გარდა ამისა ისინი თვალყურს ადევნებენ თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს პრეპარატი გულის მუშაობაზე, რომელიც საცდელად არის გამიზნული.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, რობერტ ლენჯერი ამბობს, რომ ისინი ხელოვნური გულის შექმნის პერსპექტივას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. უკვე შექმნილია გულის ქსოვილები, ნეორონები და კუნთები, ასევე სისხლძარღვები.   

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 639 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0