უკვე მეორე წელიწადია რაც ერთსა და იმავე დროს ჩნდება შეტყობინებები ფრინველთა მასობრივი დაღუპვის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
"ფრინველთცვენის" პირველ შემთხვევას 2010/2011 წლის ახალი წლის ღამეს შეეყარნენ არკანზასის (აშშ) მცხოვრებლები. მაშინ პატარა ქალაქში ერთდრუოლად დაიღუპა 3000-მდე ფრინველი. ამ მოვლენის ახსნა იმთავითვე სცადეს ფრინველებზე საახალწლო ფეიერვერკების ზეგავლენით. ეს ვერსია თავიდანვე საეჭვოდ ჩანდა: პატარა ქალაქი ამერიკის სიღრმეში - ეს ის ადგილი არ არის, სადაც დიდი ფეიერვერკები ეწყობა. ბედის ირონიით, ერთი წლის შემდეგ მოვლენა კვლავ განმეორდა, როდესაც ფეიერვერკები უკვე აკრძალული იყო.
ფეიერვერკების მომიზეზება ფრინველთა დაღუპვის ტრივიალური ახსნის მცდელობა იყო, მაგრამ თუ ეს სიმართლეა, მაშინ რამ დახოცა ფრინველები ფეიერვერკების აკრძალვის დროს? და თუ ამით დადასტურდა, რომ ფრინველების სიკვდილს არაფერი აკავშირებთ ფეიერვერკებთან, მომდევნო წელიწადს რატომ აიკრძალა?
რუსეთშიც შეეცადნენ ამ მოვლენების ახსნას და საკუთარი ვერსიაc შეიმუშავეს. ამ ვერსიის მიხედვით ფრინველთა დაღუპვა თურმე უკავშირდება ფოსგენის გაჟონვას სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან, რომელთაც ეს მომწავლავი ნივთიერება "საახალწლო საჩუქრად" უნდა ჩაეტანათ თალიბებისთვის. ესეც მეტად საეჭვო თეორიაა. ჯერ-ერთი, ერთი და იგივე საჩუქარი ყოველ ახალ წელს ცუდი ტონია თვით პენტაგონისთვისაც კი. მეორეც, ერთი და იგივე "კომპიუტერული რღვევა" ერთსა და იმავე ადგილას - უკვე სისტემაა და არა შემთხვევითობა. ფრინველთა მასობრივი დაღუპვა შემდეგ განმეორდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: კანადაში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთში.
"ფრინველთა ჰოლოკოსტს" მრავალგვარად ხსნიან: ბანალური გაძღომიდან დაწყებული საიდუმლო პლანეტა ნიბირუთი დამთვრებული. სხვათა შორის, ამ ვერსიათა უმრავლესობა იმთავითვე იქნა უარყოფილი, ხოლო ზოგიერთის უარყოფა პრინციპულად შეუძლებელია.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი აზრი, რომლის მიხედვითაც ფრინველთა დაღუპვა ადამიანებთან არის დაკავშირებული: მოვლენის მკაცრი განმეორებადობა სივრცეში და დროში იმაზე უთითებს, რომ მკაცრი კალენდრული და თანიმიმდევრული მოქმედება მხოლოდ კაცთათვის არის დამახასიათებელი. მართალია დეტალურად შემუშავებუილ ვერსია არ არსებობს, არის მხოლოდ ვარაუდები, მაგრამ, ეს ვარაუდები ეყრდნობა გარკვეულ ფაქტებს, როგორც ამოსავალ წერტილებს. ჩვენ მხოლოდ ამ ფაქტებს შემოგთავაზებთ და დასრულებული თეორიების წამოყენება უკვე მსურველებსაც ძალუძთ.
1. 1998 წელს ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მეცნიერებმა შპიცბერგენში გახსნეს მუშების საფლავები, რომლებიც იქ "ესპანური გრიპით", ე. წ. "ესპანკათი" (La Grippe Espagnole, ან ესპ.: La Pesadilla) დაიხოცნენ. საფლავების გახსნის გახმაურებული ვერსია გრიპის ვირუსის გამოკვლევა იყო.
2. 2002 წლიდან დედამიწის მრავალ ადგილას შეინიშნა ფრინველთა მასობრივი დაავადება ე. წ. "ფრინველის გრიპით", H5N1-ით.
3. "ფრინველის გრიპის" ვირუსი ძალზედ წააგავს "ისპანკას", რომელმაც XX საუკუნეში იმსხვერპლა მილიონობით ადამიანი.
4. ესპანური გრიპისგან განსხვავებით "ფრინველის გრიპის" "ნაკლი" იმაშია, რომ ეს იყო ნაკლებად ვირულენტური (შხამიანი, გადამდები - რედ.), ანუ თითქმის არ გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე.
5. "ღორის გრიპის" ვირუსი პირველად აღმოაჩინეს მექსიკაში, 2009 წელს. "რნკ-ს ფრაგმენტების ანალიზმა ცხადყო, რომ "ესპანკას" ვირუსიც ფრინველური წარმოშობისაა, მაგრამ ძალზედ ახლოსაა ღორის გრიპთან. ოღონდ "ღორის გრიპი" საკმარისად ვირულენტური აღმოჩნდა.
6. ყველა ქვეყანა, სადაც აღინიშნა ფრინველთა მასობრივი დახოცვა, ნატო-ს წევრი ქვეყანაა.
7. ქალაქ პაინ-ბლაფში (არკანზასის შტატი. აშშ) განლაგებულია აშშ-ში ყველაზე უმსხვილესი ბაზა, სადაც ინახება ქიმიური იარაღი. შესაძლოა ბაზა გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური იარაღის შესანახადაც. ქალაქ ლითლ-როკში (არკანზასის შტატი. აშშ) იმყოფება სამხედრო აეროდრომი.
8. აშშ-სა და ნიდერლანდების მეცნიერებმა შექმნეს გრიპ H5N1 გრიპის ნაირსახეობა (იხ. სტ. "გასაიდუმლოებული მკვლელი ვირუსი"), რომელსაც ახასიათებს ფრინველისა და ღორის გრიპის ვირულენტურობა.
9. დიდ ბრიტანეთში მალე შეიქმნება უნივერსალური ვაქცინა გრიპის ყველა ტიპის წინააღმდეგ.
10. უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობის დამთავრების შემდეგ (შესაძლოა უკვე დაასრულეს კიდეც) სრულყოფილი ვირუსი H5N1 შეიძლება ჩაითვალოს ბიოლოგიურ იარაღად.
დასკვნა: არსებობს ვარაუდი, რომ ფრინველთა მასობრივი დაღუპვის ყველა შემთხვევა დაკავშირებული იყოს აშშ-ს (ან ნატოს - რედ.) ბიოლოგიური იარაღის გამოცდასთან, რომელიც დაფუძნებულია ფრინველის გრიპს. ვირუსის სატესტო შტამების გაფრქვევა ხორციელდება თვითმფრინავებიდან (იხ. სტ. "ავიაკომპანიების შეთქმულება"). ფრინველთა ჯგუფი, რომელიც ამგვარ ღრუბელში ხვდება, განწირულია: ფრინველის ორგანიზმს ვირუსი უსწრაფესად ანადგურებს. თანაც არსებობს ვარაუდი, რომ ფრინველები არიან ამ გრიპის პირველი გადამტანები.
_________________________________________
წყარო: http://parusodinoky.livejournal.com/34815.html
|