მთავარი »
2013 » იანვარი » 6 » გლობალური კონტროლი კოსმოსიდან
2:58 PM გლობალური კონტროლი კოსმოსიდან |
Associated Press-ი იუწყება, რომ აშშ-მ ორბიტაზე გაიყვანა ზემძლავრი სამხედრო-ნავიგაციური თანამგზავრი გლობალური თვალთვალისთვის. ხოლო ИТАР-ТАСС-ის ცნობით თანამგზავრი გლობალური პოციზიონირების (GPS) სისტემაში შედის.
კოსმიური აპარატი, რომელიც Delta IV-ს ორბიტაზე გაიყვანს, სიგნალის მოწოდებას კოსმოსში არსებულ აგრესიული გარემოსა და დიდი რაოდენობით დაბრკოლებების შემთხვევაშიაც კი უზრუნველყოფს.
აგრესიული გარემოს პირობებში ქმედითუნარიანობა მოცემული თანამგზავრის გამორჩეული თვისებაა. ახალი აპარატის ექსპლოატაციის დაწყება დაასრულებს აშშ-ს არმიის სანავიგაციო-თანამგზავრული სისტემის ფორმირებას კოსმოსში. მის მართვას აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები ახორციელებენ.
დამოუკიდებელი ექპერტების მონაცემებით, გლობალური პოზიციონირების ამერიკულ სისტემაში, მინიმუმ 24 თანამგზავრი შედის.
ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ თავისი სამხედრო საჰაერო ბაზებიდან რაკეტა Delta IV ორბიტაზე გაუშვა ზესაიდუმლო სადაზვერვო "უხილავი" თანამგზავრით, რომლის ადგილსამყოფელის განსაზღვრა შეუძლებელი იქნება.
ამერიკელი ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ, ორბიტაზე გაჰყავთ არა მარტო "უხილავი" თანამგზავრი, არამედ მისი აღმომჩენი დუბლირო, რომელიც სულ სხვა ორბიტაზე იმოძრავებს. სხვა ცნობებით, მაღალ ორბიტაზე (22 ათასი კმ) გაყვანილია მზვერავი თანამგზავრი, რომლის დანიშნულებაა რადიოტალღების დაჭერა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდების დროს ტელემეტრიული მონაცემების გამოთვლა.
__________________________________________
წყარო: http://shabdua.livejournal.com/1224572.html
|
კატეგორია: სიახლეები |
ნანახია: 690 |
დაამატა: admin1988
| რეიტინგი: 0.0/0 |