: გარემოში ხელოვნური, ლაბორატორიულად მიღებული გენები აღმოაჩინეს - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » გარემოში ხელოვნური, ლაბორატორიულად მიღებული გენები აღმოაჩინეს
1:52 PM
გარემოში ხელოვნური, ლაბორატორიულად მიღებული გენები აღმოაჩინეს

                ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა ბუნებაში ხელოვნური გენები აღმოაჩინა, რომლებიც ბიოლოგიურ და გენეტიკურ ლაბორატორიებშია მიღებული.

ეს გენები, რომლებიც გამოირჩევიან ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობით, წარმოადგენენ ე. წ. იმ გენეტიკურ მასალას, რომელიც გამოიყენება გენურ ინჟენერიასი. "Chemical & Engineering News"-ის ცნობით, ეს გენური მასალა აღმოაჩინეს ჩინეთის ექვს მდინარეში, რომლებიც ლაბორატორიების მიერ იქნა დაბინძურებული.


ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევები ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომ გენეტიკური კვლევები და ექსპერიმენტები საშიშია, სხვა სრულიად მოულოდნელი მხრიდანაც. ხელოვნური გენური მასალის პაკეტების გამოჩენამ გარემოში შესაძლოა გამოიწვიოს ცოცხალი ორგანიზმებისა და მიკროორგანიზმების ხელოვნური მუტაცია, რომლებმაც, ახალი გენების წყალობით, შესაძლოა მიიღონ ადამიანებისთვის არასახარბიელო და სრულიად წარმოუდგენელი თვისებები.
ჩინელი მეცნიერების კვლევათა შედეგები იმაზე უთითებენ, რომ გენეტიკურმა ტექნოლოგიებმა და გამოკვლევებმა შეიძლება ხელი შეუწყონ სნეულებათა გამომწვევ მიკროორგანიზმებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტი მდგრადობით გამოირჩევიან ანტიბიოტიკებისადმი. სამედიცინო დაწესებულებებსა და სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების ზედმეტმა გამოყენებამ ისედაც დაძაბა "ურთიერთობა" ბაქტერიებსა და სამკურნალო პრეპარატებს შორის, სადაც ბაქტერიები უკვე საკმაო მდგრადობით გამოირჩევიან ანტიბიოტიკებისადმი. ამიტომაც, ლაბორატორიებიდან "გაპარულმა" გენეტიკურმა მასალამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მიკრობთა გაძლიერებას და მათ მდგრადობას სამკურნალო პრეპარატებისადმი.

რატომ მუშაობს მრავალი ლაბორატორია ისეთ გენურ მასალაზე, რომელიც ანტიბიოტიკთა მიმართ მდგრადობით გამოირჩევა? ყველაფერი ძალზედ მარტივია - ასეთი გენური პროდუქცია შემუშავებული პრეპარატის ხარისხის შესამოწმებლად გამოიყენება. ამ მხრივ საშიში არაფერია - ასეთი გენები არ წარმოადგენენ ჩატარებული კვლევების ძირითად მიმართულებას და სპეციალურად არავინ აცრის ცხოველებს და არ დაამტვერიანებს მარცვლეულებს ამ მასალით, პირიქით, მეცნიერები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან ამგვარი გენების გაჟონვას ბუნებაში.

ლაბორატორიათა უმეტესობაში, რომლებიც სხვადასხვა თვისების მქონე გენურ მასალას იყენებენ, გამოკვლევათა ჩატარების შემდეგ გამომუშავებულ მასალას ანადგურებენ მაღალი ტემპერატურის დახმარებით, მკვეთრი იონური გამოსხივებით ან კიდევ სტერილიზაციის სხვადასხვა მეთოდებით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ "არაკეთილსინდისიერ" ლაბორატორიათა ხელმძღვანელები, რომელთა დაუდევრობითაც გენური მასალა ასე თუ ისე მაინც გადის გარემოში, დროზე მოეგებიან გონს და ყოველ ღონეს იხმარენ რათა არ გახსნან პანდორას ეს გენეტიკური ყუთი.

________________________

ინტერნეტ მასალების მიხედვით

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 649 | დაამატა: admin1988 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0