2008 წლის აპრილში საქველმოქმედო ფონდმა "Мое Поколение" ("ჩემი თაობა") გაუშვა ფორსაიტ-პროექტი "Детство-2030" ("ბავშვობა-2030"). პროექტის შემსრულებლად დაინიშნა საერთაშორისო მეთოდოლოგიური ასოციაცია. altფორსაიტი (ინგლ.: Foresight – "მზერა მომავალში") - არის ტექნოლოგია, რომელსაც დასავლეთში თავს ახვევენ სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარების პრიორიტეტების ფორმირებას.
ფორსაიტ-პროექტი "ბავშვობა-2030", რომელსაც გვთავაზობენ როგორც XXI საუკუნის უმთავრეს ინოვაციას, ჩვენი შვილების მომავალს ეხება. ბავშვები განიხილებიან როგორც "ადამიანური კაპიტალი", რომელიც თურმე უნდა აწარმოო და გაზარდო, რათა რუსეთი "კონკურენტუნარიანი გახდეს XXI საუკუნეში". ფორსაიტ-პროექტის ავტორების აზრით, ჩვენი დამოკიდებულება ბავშვებთან (მაგალითად, მშობლის სიყვარული0, ტრადიციული ოჯახი და განათლების სისტემა - "უიმედოდ დაბერდა". ამის ნაცვლად იგეგმება "ერთობლივი ცხოვრების ახალი ფორმები" – "მრავალრიცხოვანი", "სასტუმრო" და სხვა იმავე სახის "ქორწინებები". "არაკომპეტენტურ" მშობლებს ერთმევა აღზრდის ფუნქცია და ის "აღმზრდელობითი საზოგადოებების" სპეციალურად გაწვრთნილ თანამშრომლებს გადაეცემა. რაღაც მსგავსი იდეა, როგორიც იყო: "ბურჟუაზიული ოჯახის დანგრევა, უწესივრო სქესობრივი კავშირები და ბავშვების გადაცემა სახელმწიფო კმაყოფაზე, - უკვე შემოგვთავაზეს მარქსმა, ლენინმა და მათმა თანამოაზრეებმა.
ბავშვებისთვის იგეგმება სპეციალური ზონები ქალაქებში, რომლებიც ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით იქნება აღჭურვილი, სადაც მათ პრაქტიკულად არ ექნებათ ურთიერთობა უფროსებთან ("დამრიგებლების" გარდა), რათა თვითონ აირჩიონ ვინ გახდნენ, რა, როგორ და ვისთან ისწავლონ. ამ დროს ინფორმაციის უმთავრესი წყარო ინტერნეტი იქნება. ფორსაიტ-პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი აღზრდა არ უნდა უშლიდეს განათლების პროცესს, ხოლო ინტელექტუალური დონე (როგორც ერთიან სახელმწიფო გამოცდებზე) უნდა განისაზღვროს მხოლოდ დამახსოვრებული ინფორმაციის ზომით. ამ მიზნით უკვე უახლოეს ათწლეულებში მასობრივ წარმოებაში გამოჩნდება ჩიპი, რომელსაც ბავშვს თავში (ტვინში) ჩაუნერგავენ ინტერნეტში უშუალო ჩასართველად და ნებისმიერი ინფორმაციის ქვეცნობიერში ჩასატვირთად.
2030 წლისთვის, რუსეთში ფორსაიტ-პროექტის პროექტების ავტორები პრაქტიკულად ყველა ბავშვის "ჩიპიზაციას" გეგმავენ. მოტივირება ასეთია: დიახ, საშიშია, მაგრამ რადგან ტექნოლოგია ასე თუ ისე უკვე გამოგონილია, მას სხვები მაინც დანერგავენ. მაშასადამე, საჭიროა სხვებს დავასწროთ და ამ სფეროში პირველები გავხდეთ. ამასთან მდიდარს ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ გენური ინჟინერიისა და ნანოტექნოლოგიების დახმარებით ბავშვს განუვითარონ ესა თუ ის უნარი თვით ემბრიონალურ დონეზეც კი.
იმ შემთხვევაში თუ მშობლები წინ აღუდგებიან თავიანთი ბავშვის "ჩიპიზაციას", მათ შვილებს ჩამოართმევენ. სწორედ ამისთვის იქმნება ე. წ. იუსტიციის იუვენალური სისტემა. ხოლო მშობლებს წაერთმევათ ყოველგვარი უფლება საკუთარ შვილებზე იმ დროსაც კი, როდესაც მისი "მეურვე" შესაბამისი ჩინოვნიკი იქნება. სწორედ ის შესძლება "ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესებში" მისცეს მას ჩიპირების უფლება. ან კიდევ მოხდება იძულებითი სტერილიზაცია (შესაბამის კანონს სახელმწიფო დუმა უკვე ამზადებს) - რადგან "პირად წარმატებაზე" ორიენტაციისა და "მოძველებული" კლასიკური ოჯახის ფონზე, ყველაზე ლოგიკურად "უსაფრთხო სექსი" გამოიყურება. შესაძლებელი გახდება აგრეთვე "კომპიუტერული სექსი" – "კომპიუტერული რეალობის" მევეობით, რომლის დროსაც კომპიუტერული სადენები მიუერთდება არა მარტო თავს, არამედ ადამიანის კონკრეტულ ასოებს, რაც შესაძლებლობას მისცემს ადამიანს განიცადოს შესაბამისი გრძნობა.
უკვე შექმნილია მოლაპარაკე და ადამიანის მსგავსი სხეულის მქონე სექს-რობოტები, რომლებიც მაღაზიებში უკვე იყიდება. გარდა ამისა, სტერილიზებულ რუსი გოგონებისგან იმათ, ვინც "დედიკოს როლის გათამაშებას" ისურვებს, პროექტის ავტორები მზად არის შესთავაზონ (2020 წლებში) "რობოტი-ბავშვი", ხოლო ასე თუ ისე უკვე დაბადებულ ბავშვებს "პროფესიონალურ" აღზრდას რობოტი-ძიძა მისცემს...
altფორსაიტი სულაც არ არის ფანტასტიკა. ფორსაიტ-პროექტი უბრალოდ არ ქვეყნდება. არ ხმაურდება. მას ცხოვრებაში ატარებს რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატა, ხოლო ოფიციალურად მას მეთაურობს სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, "რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის აპარატი", ალინა რადჩენკო (http://www.detstvo2030.ru/about/529/). თანამედროვე ინოვაციების საერთაშორისო გამოფენაზე "ექსპო-2010", რომელიც შანჰაიში მოეწყო, რუსეთის ექსპოზიციის უმთავრეს საფუძველს ფორსაიტ-პროექტის რეალიზაცია წარმოადგენდა! ანუ ყველაფერი საკმაოდ სერიოზულად და ოფიცალურად მიმდინარეობს - პროექტი სახელმწიფო პროგრამის სახით უნდა წარუდგინონ რუსეთის პრეზიდენტს.
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ "თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მისაღწევად უკვე საჭიროა არა მუშები და ჯარისკაცები, არა მოხუცი მშობლების შემოსავლის წყაროები (ამას მიხედავს საპენსიო სისტემა) და არც კეთილსინდისიერი მოქალაქეები. თანამედროვე "განვითარებულ საზოგადოებას" ე. წ. "კრეატიული კლასი" სჭირდება. ამისთვის უკვე ყველაფერი გათვალისწინებული და მომზადებულია. ამ მიზნის მისაღწევად წლების განმავლობაში გეგმაზომიერად განხორციელდება შემდეგი ნაბიჯები: 2014 წელი. Voice-translator - პორტატული მოწყობილობა, რომელიც სინქრონული ხმოვანი თარგმანის მეშვეობით წამებში შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანების ურთიერთობას... იაპონელები პირობას იძლევიან, რომ 2014 წლისთვის ისინი მაქსიმალურად დაუწევენ ამგვარი აპარატების თვითღირებულებას, რაც მათ ნებისმიერი მოქალაქისთვის მისაწვდომს გახდის. ამგვარი მოწყობილობის მასობრივ მიმოქცევაში შემოტანა გამოიწვევს კოლოსალურ შედეგს: მოიხსნება ენობრივი ბარიერები, დედამიწის მოსახლეობა უფრო მობილური გახდება, მთელს მსოფლიოში მოიმატებს მიგრაციული პროცესები. იგეგმება მოზარდი თაობის კოსმოპოლიტური აღზრდა.
2023 წელი. ბავშვი-რობოტი, რომელიც იმეორებს ცოცხალი ბავშვის ქცევას. მსგავსი რამ უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშავდება. 2007 წელს ქ. ოსაკას უნივერსიტეტში მწარმოებლებმა წარმოადგინეს ანდროიდის საცდელი ეგზემპლიარი, რომელსაც შეუძლია 5 წლის ბავშვის მოძრაობების, ხმისა და ემოციების იმიტირება. 15-16 წლის შემდეგ მსგავსი გამოგონებები მასობრივად დაინერგება საზოგადოებაში - მშობლების მომზადების პროგრამებში. ამგვარ რობოტებს მიჰყიდიან მათ, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია ჰყავდეს ბავშვები და ა. შ. რობოტი-ბავშვების დანერგვა (როდესაც არსებობს ამგვარი "ბავშვის" შეკვეთის ან ყიდვის შესაძლებლობა), ერთის მხრივ გამოიწვევს ე. წ. "კომპეტენტური მშობლობის" სისტემის განვითარებას, რადგან რობოტებზე უფრო მოხერხებულია ივარჯიშო "მამობა" ან "დედობა", მეორეს მხრივ - ეს შეამცირებს ბავშვის გაჩენის მსურველთა რაოდენობას".
შემდეგ ფორსაიტ-პროექტში ჩამოთვლილია შესაძლებლობები, რომელთა რეალურობა უკვე დღესვე შეიმჩნევა და რომლებიც მსოფლიოს წარუდგენენ ახალ ტექნოლოგიებს: 2015 წელი:
- დედამიწის მოსახლეობის ნახევრისთვის მისაწვდომია ინტერნეტი;
- დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისთვის მოშლილია ენობრივი ბარიერები:
- განათლება შეიძლება მიიღო ინტერნეტით და დედამიწის ნებისმიერ წერტილში;
2020 წელი:
- ნებისმიერ პროფესიას დაეუფლებით ვირტუალურად;
- ბავშვებს შეეძლებათ იმუშაონ ინტერნეტში და მიიღონ შემოსავლები;
2025 წელი:
- ბავშვებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საქონლის/მომსახურეობის შექმნაში;
- შესაძლებელი იქნება ბავშვთა უნარებისა და ხასიათების დაპროგრამება;
- ბავშვების ნაცვლად შესაძლებლობა იქნება რობოტების ან ვირტუალური ბავშვების "აღზრდა";
- ბავშვების მოვლა-პატრონობა შეეძლებათ რობოტებს;
- შესაძლებელი იქნება ბავშვის უნარების დაპროგრამება და გაფართოება გენური მოდიფიკაციისა და ჩიპიზაციის მეშვეობით;
მაშ, გასაგებია თუ არა თქვენთვის, რომ ამ პროექტით გვთავაზობენ რუსი ერის სრულ განადგურებას?
თანაც 2025 წლამდე... როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ, შესაძლოა, ბოლო ჟამში ვცხოვრობდეთ, ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს აშკარა გადაჭარბებაა.
ჩვენ მიგვაჩვიეს შტრიხ-კოდებს სამი ექვსიანით, ინდივიდუალურ საგადასახადო ნომრებს (რუს.:ИНН), აქტიურად ნერგავენ პასპორტებს ბიომეტრიული ინფორმაციით. "ოპტიმისტები" ვერ ხედავენ ან არ სურთ რაიმე საშიშროება დაინახონ ამ სიახლეებში. მაგრამ წაიკითხეთ მხოლოდ ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელიც უკვე მიღებულია აღსასრულებად და შეეცადეთ ადეკვატურად შეაფასოთ საშიშროების ხარისხი.
"ნანოელექტრონიკა ჩაინერგება ბიოობიექტებში და სიცოცხლისუნარიანობის მხარდაჭერასთან ერთად მათ განუწყვეტელ კონტროლს უზრუნველყოფს. გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, რითაც სახელმწიფოს სოციალური დანახარჯები შემცირდება. ფართოდ გავრცელდება ჩანერგილი უსადენო ნანოელექტრონული მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის კონტაქტს მის გარემომცველ ინტელექტუალურ გარემოსთან; გავრცელდება ადამიანის ტვინის უსადენო კავშირი მის გარემომცველ საგნებთან, სატრანსპორტო საშუალებებთან და სხვა ადამიანებთან. ამგვარი პროდუქციის ტირაჟი გადააჭარბებს მილიარდ ცალს წელიწადში და ის საყოველთაოდ გავრცელდება. სამამულო წარმოება უკვე მზად უნდა იყოს ამ გამოწვევისთვის, რადგან ქსელური სისტემების ყველა კომპონენტის წარმოება ფაქტობრივად ყველა მათ მომხმარებელზე კონტროლის დამყარებას ნიშნავს..."
("Наноэлектроника будет интегрироваться с биообъектами и обезпечивать непрерывный контроль за поддержанием их жизнедеятельности, улучшением качества жизни, и таким образом сокращать социальные расходы государства. Широкое распространение получат встроенные безпроводные наноэлектронные устройства, обезпечивающие постоянный контакт человека с окружающей его интеллектуальной средой, получат распространение средства прямого безпроводного контакта мозга человека с окружающими его предметами, транспортными средствами и другими людьми. Тиражи такой продукции превысят миллиарды штук в год из-за ее повсеместного распространения. Отечественная промышленность должна быть готова к этому вызову, так как способность производить все компоненты сетевых систем будет означать установление фактического контроля над всеми их пользователями…") (Из Приказа № 311 от 7 августа 2007 года Министерства промышленности и энергетики Российской Федерации и приложенной к нему Стратегии развития электронной промышленности России на период до 2025 года). ინტერნეტ წყაროს http://oleg-iz.livejournal.com/140494.html მიხედვით.
იხილეთ აგრეთვე ამ პროექტთან დაკავშირებული სხვა სტატიები ინტერნეტში:
http://www.detstvo2030.ru/about/529/
http://www.liveinternet.ru/tags/%E0%EB%E8%ED%E0+%F0%E0%E4%F7%E5%ED%EA%EE+%AB%E4%E5%F2%F1%F2%E2%EE+2030%BB/
|