: დედამიწის გმინვა თუ ... - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » დედამიწის გმინვა თუ ...
3:27 PM
დედამიწის გმინვა თუ ...

               პეტერბურგის (და არა მარტო) მცოვრებლებს უცნაური მიწისქვეშა გუგუნის გამო ღამე არ სძინავთ. 14-17 აპრილის დღეებში ქალაქის ცენტრალურ და ვასილეოსტროვსკის რაიონის მოსახლეობას უცნაური, რეაქტიური თვითმფრინავის შორეულის ხმის მსგავსი გუგუნი აშფოთებს. ხმა პერიოდულად ისმის ღამის თორმეტიდან შუაღამის ორ საათამდე. მისი წარმომავლობის შესახებ მეცნერებიც კი ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ იძლევიან.

- გუგუნი მიწისქვეშეთიდან მოდის. ეს არის მონოტონური, მომნუსხველი და ამავდროულად შემაძრწუნებელი ხმაური. ძალზედ გვეშინია, რადგან არ ვიცით საიდან მოდის ეს ხმა, - ამბობს პეტერბურგის კახოვსკის შესახვევის მცხოვრები, დარია კომისაროვა.

- ეს ჰგავს ნელ-ნელა მოახლოვებადი მექანიზმის გუგუნს. ჯერ ოდნავ ისმის, შემდეგ კი უფრო და უფრო ძლიერდება. შიშისგან და უძილობისგან ჩემი ოჯახი ფსიქიურად მოშლილია, - იხსენებს ირინა მირონოვა, ნალიჩნაიას ქუჩაზე მცხოვრები.

- გასულ ღამეს მიწისქვეშა ხმა მეტალის ჟღარუნს მოგაგონებდათ. მე, ჩემი მეუღლე და შვილი მონუსხულებივით ვუსმენდით ამ ხმას. თითქოსდა ქვესკნელიდან მოდისო, - აცხადებს, იმავე ქუჩის მცხოვრები მაქსიმ ვახმისტროვი.

- ოთხშაბათს ისეთი შემაძრწუნებელი გუგუნი გაისმა, გეგონებოდა თვითმფრინავი უნდა ჩამოვარდესო. ის ხან ახლოვდებოდა ხან კიდევ შორდებოდა. შიშისგან სუნთქვა შეგვეკრა. ოთახში ერთი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, შიშისგან მოვკვდებოდი, - მოწმობს ტატიანა გოვორკინა, სრედნის პროსპექტზე მცხოვრები. თავში აზრი მომივიდა: იქნებ სამხედროები აფეთქებენ რამეს ან ცდიან?

დასავლეთის სამხედრო ოქლის პრეს-სამსახურის უფროსი, ანდრია ბობრუნი ამტკიცებს, რომ არმია არ არის გარეული ამ "მისტიკურ" ხმებში, რომელიც პეტერბურგელების სიმყუდროვეს არღვევს.

- სწავლება "ლადოგა - 2012", რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს ლადოგის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე, შეუძლებელია რაიმე კავშირში იყოს პეტერბურგში მიმდინარე უცნაურ მოვლენასთან. ეს არის საავიაციო სწავლებები, რომელიც საჰაერო მიზნების განადგურებას ამუშავებს და მიწაზე არაფერს აგდებს. რაც შეეხება ჭურვების უტილიზაციას, მას ქალაქიდან 30 კმ-ს მოშორებით ვაწარმოებთ. ჭურვების გასანადგურებელი ორმო იმდენად დაბალია, რომ ახლომდებარე სოფლებშიც კი არაფერი ისმის. იქნებ, ამ ხმების გამო მეტროპოლიტენს მიმართოთ?

მაგრამ, სახელმწიფოს უნიტარული საწარმოს, "პეტერბურგის მეტროპოლიტენის" პრეს-მდივანმა იულია შაველმა მეტროდან "მეტალის ჟღარუნის" შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა.

- ზოგიერთი ხმაური მხოლოდ მშენებარე სადგურებიდან - "ბუხარესტსკაიადან" და "მეჟდუნაროდნაიადან" ამოდის, რომელიც ფრუნზეს რაიონის რადიუსში მდებარეობს. ცენტრსა და ვასილიევსკის კუძნულს ისინი საკმაოდ დაშორებულნი არიან.

კორესპონდენტი: - მაგრამ მეტროს დაკეტვის შემდეგ მასში ცხოვრება მაინც გრძელდება.

- დიახ, მეტრო ღამით ცოცხლოსბს, მიმდინარეობს მომსახურეობითი სამუშაოები. მაგრამ, მთელი 55 წლის განმავლობაში ამგვარი სახის საჩივრები არასოდეს გვქონია. პეტერბურგის მეტროპოლიტენი ყველაზე ღრმაა მსოფლიოში - მატარებლები აქ მიწის ზედაპირიდან 70 მეტრის სიღრმეში მოძრაობენ. ცხადია, უფრო მეჩხერი ადგილებიც არსებობენ, მაგრამ ისინი ქალაქის განაპირა რაიონებშია. იყო შემთხვევა, როდესაც ცენტრის მცხოვრებლები ხმაურს სადგურ "ადმირალტეისტვოს" მშენებლობის პერიოდში უჩიოდნენ, მაგრამ ამ სადგურის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ საჩივრები შეწყდა.

აღმოჩნდა, რომ მსგავსი ხმა პლანეტის სხვადასხვა ადგილზეც არაერთხელ სმენიათ. გასული წლის გაზაფხულზე, "მიწის გმინვამ" კიევის ობოლონისა და კნიაჟსკი ზატონის რაიონები შეაწუხა. შიშის მომგვრელი ხმაური აქ მთელი დღე ესმოდათ. ადგილობრივმა მცხოვრებლებლმა ეს ხმა ვიდეოზეც კი ჩაიწერეს. ხმაურის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

იდუმალი და შემაძრწუნებელი ხმაური პერიოდულად აშინებს ლონდონის მოსახლეობას. როგორც პოლიციაში შეტანილი განცხადებებიდან ჩანს, შუაღამე მოქალაქეებს რამდენიმე ყრუ კაკუნი ესმით. ერთ ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ეს დოლზე ხმამაღალ დარტყმებს წააგავს.

2011 წლის 24 მარტს აუდიო ანომალია ესპანეთშიც მოხდა. ხმა შორს მდებარე რეაქტიული ძრავის გუგუნს წააგავდა. იმავე წელს აშშ-ს ნიუ-მეხიკოს შტატში ადამიანებს ესმოდათ ხმაური, რომელიც მათ დაქოქილი სატვირთო ავტომანქანის ხმას მიამსგავსეს. მიჩიგანის შტატში (აშშ - რედ.) ამგვარი ხმაური 30-45 წუთი გრძელდებოდა, თანაც პერიოდულად პულსირებდა.

ამგვარი ანომალია იაპონიაშიც მოხდა, რომელიც თავიდან მორიგი მიწისძვრის დასაწყისად მიიჩნიეს.

სიღრმისეული გეოლოგიისა და ტექტონური პრობლემების საერთშორისო აკადემიიის წევრმა, აკადემიკოსმა მარტინ სტენვილმა (აშშ) ასეთი ხმაური დედამიწის გეომაგნიტური პოლუსების ცვლილებას დაუკავშირა: "არავინ იცის, როგორი ფიზიკური ნიშნებით შეიძლება ხასიათდებოდეს ამგვარი გლობალური კატაკლიზმი. ჩვენ ჯერ კიდევ პოლუსების ცვლილების მოდელს ვსწავლობთ და მისი მიხედვით, გადაადგილება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, თანაც, ეს მხოლოდ თეორიული თვალსაზრისით. ის, რომ ბუნება შესაძლოა რაღაცნაირად ადრე რეაგირებდეს მოსალოდნელ მოვლენაზე, მხოლოდ თეორიაა".

რუსეთის სამეცნიერო აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის პროფესორი, ბორის კოჩუროვი არ ეთანხმება ამერიკელი კოლეგის შეხედულებას:

- პოლუსების შცვლა - ენერგეტიკულად საკმაოდ დატვირთული რამეა. მათი ცვლილებისთვის საჭიროა კოსმიური მასშტაბის ძალები. თანაც პოლუსების შეცვლა - მხოლოდ მეცნიერთა ვარაუდია. არსებობს ვერსია, რომ დედამიწის განვითარების პროცესში მისი პოლუსები უკვე შეიცვალნენ. შეიცვალა ბუნებრივი ზონებიც: ტროპიკების ადგილზე ახლა ტუნდრაა და პირიქით. მაგრამ ესეც ვარაუდია. მით უმეტეს, დაუშვებელია იმაზე ლაპარაკი, რომ პოლუსების ცვლილებას თან ახლავს "მიწის გმინვა".

კორესპონტენტი: - დედამიწა სადმე გამოსცემს ბუნებრივი ხასიათის ამგვარ ხმებს?

- ასეთი რამ ხდება მიწისძვრების დროს სეისმურ რაიონებში. მაგრამ, სანტკ-პეტერბურგი, კიევი და ლონდონი პლატფორმულ რაიონებშია განლაგებული და შეუძლებელია მიწამ იქ ბუნებრივი წარმომავლობის ხმები წარმოქმნას.

კორესპონდენტი: - მაშასადამე, "მიწის გმინვას" ტექნოგენური მიზეზი გააჩნია?

- შესაძლოა. მაგრამ არა მგონია, ასეთი ხმები სამოქალაქო ობიექტებიდან მოდიოდეს, თუ მხოლოდ სამხედროები რაიმე საიდუმლო სამუშაოებს არ ატარებენ.

შემაძრწუნებელი გუგუნის ბუნებრივ წარმომავლობას უარყოფს გეოლოგო-მინერალურ მეცნიერებათა დოქტორი, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიული და დინამიური გეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი გეორგი ბისკე:

- ეს ხმები ან ტექნიკური ხასიათისაა, ან კიდევ, რაც უფრო მოსალოდნელია, - ფსიქოლოგიურის. დიდი ქალაქების მცხოვრებლებზე უდიდესი დატვირთვა მოქმედებს, ამიტომაც, მრავალ მათგანს ცუდად სძინავს. ამ მიზეზით იქმნება სმენითი ჰალუცინაციები. "მიწის გმინვა" ხომ მხოლოდ ქალაქების მცხოვრებლებს ესმით. სოფლის დასახლებებში ამგვარი მოვლენები არ შეიმჩნევა.

ფსიქიატრი, მოსკოვის ფსიქოთერაპევტული აკადემიის პრეზიდენტი მიხაილ ბუიანოვი მიიჩნევს, რომ ამგვარი ვარიანტი გამორიცხული არ არის, მაგრამ ის ყველაზე უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ:

- ხდება ინდუცირებული ბოდვები, ინდუცირებული ჰალუცინაციები. ტიპიური მაგალითია - რელიგიური ჰალუცინაციები, როდესაც ათასობით ადამიანი ცაში ღვთისმშობელს ხედავს. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი. ძალიან ხშირად ასეთი მიწიერი შემთხვევები კომუნიკაციების მოშლის დროს გვხვდება. ჩემი ფსიქიატრიული საქმიანობის 50 წლის განმავლობაში არაერთხელ შევხვედრივარ მასობრივ ჰალუცინაციებს. დაახლოებით 30 წლის წინათ მქონდა სიტუაცია, რომელსაც მასობრივ ფსიქოზად განიხილავდნენ. მოსკოვში, ბეხტერევის ქუჩაზე, სახლში, რომელიც ძველი სასაფლაოს ადგილას არის გაშენებული, მრავალ მოსახლეს მილებიდან ხმები ესმოდა. ადამიანებს ღამეები არ ეძინათ, გამოუძახეს მილიციას. მაგრამ სამართალდამცავებმა ვერაფერი დაადგინეს და "იმქვეყნიური" ხმების მიზეზს ვერ მიაკვლიეს. მე ამ სახლში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, არ დავიზარე და სარდაფში ჩავედი, სადაც აღმოვაჩინე მოზარდები, რომლებიც არაყს სვამდნენ და კარტს თამაშობდნენ. ისინი ხმამაღლა ჩაჰყვიროდნენ მილებს და მათი ხმა მთელი სახლის პერიმეტრზე ისმოდა. მცოვრებლებს ჰალუცინაციები არ ჰქონიათ - მათ გათამამებული ბავშვები ამასხარავებდნენ. ახალგაზრდები მილიციაში წააბრძანეს, "ტვინები გამოურეცხეს" და ხელწერილი დააწერინეს, რომ აწი ასე აღარ მოიქცეოდნენ.

უნდა ითქვას, რომ დრო შეიცვალა, ხალხი ის აღარ არის, რაც ადრე იყო. ის საუკუნეებს მიღმა "გადაეშვა" და ადვილად შთაგონებადი გახდა ისე, რომ ათასგვარ სისულელეს ადვილად იჯერებს. ადამიანებს, ვისი გონება პეტრე I-ის დროინდელ ეპოქაში "გადაიტყორცნა", ხშირად ემართებათ ჰალუცინაციები. პეტრეს დროს და მის შემდეგაც, ამგვარი ხმების მოსმენის შემდეგ ათასობით ადამიანი თავს იწვავდა.

მაგრამ, გავიმეორებ, - სიტუაციის ზედმიწევნის შესწავლის გარეშე, ზარების დაცემა ნაადრევია. 

კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 780 | დაამატა: admin1988 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0