: ატლანტიდა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია? (კოლაიდერი, HAARP-ი და "პარალელური სამყარო". ) - 7 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 7 » ატლანტიდა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია? (კოლაიდერი, HAARP-ი და "პარალელური სამყარო". )
9:29 AM
ატლანტიდა თუ წარღვნამდელი ცივილიზაცია? (კოლაიდერი, HAARP-ი და "პარალელური სამყარო". )

 ნაწილი 7)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 კოლაიდერი, HAARP-ი და "პარალელური სამყარო".                                                                                                                                                                                                                        დიდი ადრონული კოლაიდერი                                                                                                                                                                                                                                                                                          არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ "დიდი ადრონული კოლაიდერის" (შემდგომში დაკ-ი - მთარგმნ.) დანიშნულება, რომელიც ევროპის ცენტრშია აშენებული და მრავალი "თანამედროვეობის უდიადეს პროექტს" უწოდებს, თავისი დანიშნულებით წარღვნამდელი პირამიდების მსგავსია. შესაძლოა, დაკ-ი თავისი 27 კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბების სისტემით, რომელიც წრეშია ჩაკეტილი, - არის კიდევაც პირამიდა, ოღონდ დამალული მიწისქვეშ. ეგვიპტურ პირამიდებსაც ხომ ასეთივე კონსტრუქცია გააჩნიათ, რომელიც აშენების დასრულების შემდეგ, მასში შიგნით შეღწევას გამორიცხავს.

მართლაცდა, არის თუა რა გონივრული დავიჯეროთ, რომ მხოლოდ მეცნიერების გულისთვის და მხოლოდ "ნაწილაკების დაჩქარების" მიზნით დაიხარჯა ამდენი მილიარდი დოლარი, მიწისქვეშ გაიყვანეს ასეთი სირთულის გვირაბთა სისტემა და მასში ასობით ტონა ძვირადღირებული მოწყობილობები დააყენეს, რომელიც კოლოსალურ ელექტროენერგიას ხარჯავს? არადა, ამერიკული პროექტი HAARP-იც საზოგადოებას წარუდგინეს არა როგორც გეოფიზიკური იარაღი, არამედ როგორ სამეცნიერო პროექტი...



ადრონული კოლაიდერის ერთ ერთი მიწისქვეშა გვირაბი
რამოდენიმე სიტყვით HAARP-ის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მიწისქვეშა ბიძგებისა და ბუნების სხვა კატასტროფების სიხშირე განუწყვეტლივ იზრდება. მაგალითად, 2010 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მიწისძვრები ხუთჯერ უფრო მეტი იყო ჩვეულებრივთან შედარებით. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ღმრთის დაშვებით, ამ უბედურებებს სპეციალურად აწყობენ ბოროტების მსახურნი. დამოუკიდებელი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელი მრავალი სტიქიური უბედურება (მიწისძვრები, ქარბორბალები, ცუნამი, წყალდიდობები, გვალვა და სხვა) წარმოადგენს საიდუმლო სპეციარაღის (გეოფიზიკური, ტექტონური, პლაზმური, კლიმატური და ატმოსფერული...) გამოყენების შედეგს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1960 წლიდან, როდესაც მწყობრში ჩადგა ამერიკული გეოფიზიკური იარაღი HAARP-ის პროგრამით (ამ "პროექტის" ობიექტები განლაგებულია ალიასკაზე, იაპონიაში და ავსტრალიაში), მთელს მსოფლიოში გაიზარდა სტიქიური უბედურებების რიცხვი, აღინიშნება ტექნოგენური კატასტროფების რიცხვის ზრდა, რომელშიც დამნაშავენი არიან ადამიანები, რომელთა კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს.



განვითარებულ ქვეყნებში იზრდება ფსიკიურად დაავადებულ ადამიანთა რიცხვი (არსებობს ცნობები, რომ HAARP-ი ითვალისწინებს ფსიქოტრონულ გამოყენებასაც, რაც ადამიანთა უზარმაზარ მასებზე ზემოქმედებას გულისხმობს). სპეციალისტთა აზრით, ეს ზეიარაღი ბირთვულ იარაღზე უფრო საშიშია). უნდა ვივარაუდოთ, რომ ზეიარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია კულისებსმიღმიერი მსოფლიო "ზემთავრობის" მიერ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      HAARP-ი                                                                                                                                                                                                                                                                                     მაგრამ, მოდი, კვლავ "დიდ ადრონულ კოლაიდერს" (დაკ) დავუბრუნდეთ. უკანასკნელი ცნობების მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ეს მეტად საეჭვო ღონისძიებაა. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები "ელემენტარული ნაწილაკების გიგანტურ დამაჩქარებელთან" დაკავშირებით გვაუწყებენ, რომ ადრონული კოლაიდერის მეშვეობით შესაძლებელია მივიღოთ ახალი ცნობები მატერიის აგებულებასთან დაკავშირებით; შესაძლებელია აღმოაჩინონ ერთგვარი ეგზოტიკური მატერია; ასევე, მეცნერები აპირებენ შექმნან პირობები, რომლებიც არსებობდა 13 მილიარდი წლის წინათ "დიდი აფეთქების" დროს; სურთ მოიპოვონ ცნობები "შავი ხვრელის" შესახებ, რომელსაც შეუძლია ჩაყლაპოს მთელი სამყარო. ასევე იუწყებიან, რომ არავინ იცის როგორ მოიქცევა თვით კოლაიდერი, უნდათ მისი მეშვეობით შეისწავლონ "ბნელი ენერგია", რომელიც "დედამიწას უახლოვდება" და "ფლობს ანტიგრავიტაციას", ასევე განსაზღვრონ სივრცე-დროის ბუნება, აღმოაჩინონ დამატებითი განზომილება (ანუ, ზოგიერთი დაფარული და პარალელური სამყარო), ასევე გვირაბები, რომელთაც "თახვების ბუდეს" («кротовыми норами») უწოდებენ (ასტროფიზიკოსებს აინტერესებთ, შეუძლიათ თუ არა "თახვების ბუდეებს" "შეერწყან" შავ ხვრელს). კოლაიდერის მეშვეობით აპირებენ ან დაადასტურონ ან კიდევ უარყონ "ღმრთის ნაწილაკების" არსებობა და ა. შ.

ზოგიერთი მართლმადიდებელი ავტორის აზრით, "დაკ"-ი ჩაფიქრებულია ბოროტების მსახურთა მიერ, როგორც პორტალი ინფერნალურ (ჯოჯოხეთურ), ანუ დაცემულ სულთა სამყაროში, რომლებიც, როდესაც შემოაღწევენ ჩვენს სივრცეში, მასონურ ზემთავრობას დაეხმარებიან მსოფლიოში დაამყარონ ეშმაკის ძალაუფლება.

არადა, როგორც მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, პირამიდებიც ხომ "კოსმოსთან" კავშირისთვის, სინამდვილეში კი, - როგორც სრულიად საფუძვლიანად აღნიშნავენ ქრისტეანი მკვლევარები, - დემონურ, ინფერნალურ სამყაროსთან კონტაქტებისთვის იყო გამიზნული. ეგვიპტური სფინქსის თავზე მკვლევარებმა აღმოაჩინეს ე. წ. "მესამე თვალი", რომელიც მიმართულია "კოსმოსისკენ". ხეოფსის პირამიდაში აღმოაჩინეს ოთხი ვიწრო სენაკი (მაღარო), რომელთა მეშვეობითაც ფარაონთა სულები მიდიოდნენ "ვარსკვლავეთს". ეს დასკვნა, კერძოდ, ეფუძნება 1870 წ. აღმოჩენილ ძველ ტექსტებს, რომლებიც პირამიდების კედლებზე აღმოაჩინეს და რომელთაც დღეს "პირამიდების ტექსტებს" უწოდებენ. მათ შორის არის შემდეგი შინაარსის ტექსტიც (რომელსაც რ. ბიუველის და ე. ჯილბერტის წიგნის "პირამიდების საიდუმლოს" მიხედვით მოგვყავს): "ო ფარაონო, ზეცა შეგიწყნარებს შენ, ვითარც ორიონს, ცისკრის ვარსკვლავის ნათება აღგიტაცებს მისკენ... შენ რეგულარულად აღემართები ორიონისკენ, რომელიც არის აღმოსავლეთის ცის კიდეზე, შენ რეგულარულად ეშვები ორიონიდან ზეცის დასავლეთ კიდეზე... და თანამეგზურობას სოტისი გიწევს..."

როგორც ვიცით, "ცისკრის ვარსკვლავი" (მთიები) - დაცემული ქერუბიმის, ანუ ეშმაკის სახელია, რომელიც ოდესღაც (ღმრთისგან განდგომამდე) ერთ ერთი უმაღლესი დასის ანგელოზი იყო. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ, ზოგიერთის აზრით, მონადირე-გიგანტი ორიონი ბერძნულ მითოლოგიაში (ერთ ერთი ყველაზე ცნობილი მითის მიხედვით, ორიონი ზევსმა თანავარსკვლავედად გარდააქცია) - ეს არის ნებროთი, პირამიდების (ბაბილონის გოდოლის) მშენებლობის წარღვნისშემდგომი ორგანიზატორი. იმ არხების მიხედვით, რასაც ქმნიდნენ პირამიდები, სულები ვარსკვლავეთს მიდიოდნენ, იბადება კითხვა: ასტრალური ხომ არ იყო ეს არხები ("ასტრალში" გასასვლელად)? რადგან სიტყვა "ასტრალური" ბერძნულიდან თუ ვთარგმნით - ვარსკვლავურს ნიშნავს.

კავშირი, რომელსაც უზრუნველჰყოფდა პირამიდული სისტემა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იყო ის "კოსმოსი", რომელთანაც არის დაკავშირებული წმიდა წერილის შემდეგი ადგილი: "რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ" (ეფეს. 6: 12-13).

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კავშირი მყარდებოდა ბოროტ სულთა სამყაროსთან, რომელიც საჰაერო სივრცეში ბუდობს. მოციქულ პავლეს იმავე ეპისტოლეში ლაპარაკია "ჰაერის ძალთა მთავარზე" (ეფეს. 2:2), ანუ ეშმაკზე, რომელიც არის "ამა სოფლის თავადი". საჰაერო სივრცეს იუდეველები უწოდებდნენ სფეროს, რომელშიც დაცემულ სულებს ნებადართული ჰქონდათ მოქმედება (სიტყვა "ჰაერი" მათ უხილავობაზე უთითებდა). მოციქული ისე გამოხატავს თავის სათქმელს, როგორც ეს იუდეველთათვის იყო დამახასიათებელი: მესამე ცის ქვეშ ის გულისხმობდა ზეცას, სადაც თვით უფალი და წმიდა ანგელოზები მყოფობენ, ხოლო პირველ ცაში - სივრცეს, რომელსაც ჩვენს ჰაერს ვუწოდებთ.

ძველთა წარმოდგენით, ჰაერის ძალნი მართავდნენ მნათობებს და მათი მეშვეობით მთელს სამყაროს. როგორც ზოგიერთი კომენტატორი უთითებს, გამოთქმა "ამა სოფლის მთავარნი", რომელსაც მოციქული იყენებს ბოროტ სულთა სულიერი არსის საჩვენებლად, ძველ ასტროლოგიაში განეკუთვნებოდა პლანეტებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენდნენ ადამიანის ბედზე. ერთ ერთ ინგლისურ თარგმანში, დამოწმებული ადგილი იკითხება ასე: "cosmic powers of this dark age" - აი, ის "კოსმოსი", რომელთანაც აკავშირებდნენ ადამიანს პირამიდები.

ხოლო "შავ (ან ბოროტ) დღედ", სავარაუდოდ, უნდა გავიგოთ ისტორიის უკანასკნელი პერიოდი, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მოსვლის წინა ჟამი, როდესაც ბოროტების ძალნი ძალზედ გააქტიურდებიან - ანუ, როდესაც ისინი სრული სიძლიერით აამოქმედებენ მათ მიერ მომზადებულ მექანიზმს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ძალზედ მიუახლოვდებიან (ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება მათი შეხედულებით) თავიანთი ღმრთისსაწინააღმდეგო ჩანაფიქრის (პროექტის) განხორციელებას. და ხომ არ უთითებს აქ გამოთქმა "შავი დღე" "ბნელ ენერგიაზე" ან "შავ ხვრელებზე", რომლის შესახებაც ლაპარაკია "დიდ ადრონულ კოლაიდერთან" დაკავშირებით?                                                                              "არსებობს მოსაზრება, რომ კოლაიდერი სხვა არაფერია თუ არა აპოკალიფსისის 9-ე თავში ნახსენები "უფსკრულის ჭისა". "ჭა" აქ არხს, გვირაბს, პორტალს ხომ არ გულისხმობს?... ხომ არ გველაპარაკება აპოკალიფსისი დემონთა ("კალიების") გასასვლელზე პორტალ-კოლაიდერის მეშვეობით... ხომ არ არის ეს ქვესკნელის ძალთა დედამიწის ზედაპირზე ამოსასვლელი არხის გასაღები?...                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   არსებობს მოსაზრება, რომ კოლაიდერი სხვა არაფერია თუ არა აპოკალიფსისის 9-ე თავში ნახსენები "უფსკრულის ჭისა". "ჭა" აქ არხს, გვირაბს, პორტალს ხომ არ გულისხმობს?... ხომ არ გველაპარაკება აპოკალიფსისი დემონთა ("კალიების") გასასვლელზე პორტალ-კოლაიდერის მეშვეობით. აი, რას ამბობს აპოკალიფსისი: "მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა (ხომ არ არის ეს ქვესკნელის ძალთა დედამიწის ზედაპირზე ამოსასვლელი არხის გასაღები?). გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ("შავი ენერგია" - ?) ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ. ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ" (გამოცხ. 9:1-11).

ბოლო ჟამს დემონები თავიანთი შეგნებული მსახურებისა და მოტყუებული "კონტაქტიორების" მეშვეობით აქტიურად ნერგავენ აზრს კაცობრიობაში რაღაც "პარალელური სამყაროების" არსებობის თაობაზე, საიდანაც, ჩვენთან, ჩვენს მიწიერ სამყაროში, თითქოსდა მალე უნდა მოვიდნენ უცხოპლანეტელები, უმაღლესი რასისა და ცივილიზაციის წარმომადგენლები, რომელიც ჩვენი სამყაროს პარალელურად არსებობს, მაგრამ ბევრად უფრო ძველია ჩვენსაზე და ა. შ. ეს იდეა პირდაპირ არის ფორმულირებული მაგალითად, დემონებისა და ადამიანების კონტაქტებში, რომლებიც ნდობით ეკიდებიან ეშმაკთ და ისინი "უმაღლესი გონის" წარმომადგენლები ჰქონიათ.

იგივე იდეა აქტიურად ინერგება აგრეთვე ამ მიზნისთვის სპეციალურად გადაღებული ჰოლივუდური ფილმებით. მათში გადმოცემულია იდეა ქრისტეანული ერის დასრულებაზე და უფრო განვითარებული, "მერწყულის" ერის დაწყებაზე; ავრცელებენ იდეას 2012 წელს, რომ თითქოსდა მაიას ტომის კალენდრის მიხედვით, კაცობრიობის ვიღაც იმქვეყნიური გადამრჩენლები ახალი ეპოქის დაწყებას გვახარებენ და ა. შ. ასევე ამბობენ, რომ "დიდ ადრონულ კოლაიდერს", თითქოსდა შეუძლია გამოიწვიოს რაღაც ცვლილებები სივრცობრივ-დროით კონტინიუმში და გახსნას ახალი, სივრცულ-დროებით განზომილება და ა. შ.

ამ რამოდენიმე ხნის წინათ ფრანგმა ჟურნალისტმა ეტიენ კასსემ დაწერა წიგნი - "პლანეტის მკვლელი. ადრონული კოლაიდერი", რომელიც თითქოსდა მიზნად ისახავს "დიდი ადრონული კოლაიდერის" ჭეშმარიტი დანიშნულების გამორკვევას. დასკვნა, რომელთანაც ხიფათებით აღსავსე თავგადასავლებისა და მთელი რიგი ისტორიების შემდეგ მივიდა "დამოუკიდებელი" გამოკვლევის ავტორი (და რომელთანაც, შესაბამისად, მზაკვრულად მიჰყავთ მკითხველიც), მდგომარეობს შემდეგში: "პარალელური სამყაროდან ვიღაცას სურს შემოაღწიოს ჩვენს სამყაროში და ამისთვის, როგორც კარი, გამოიყენოს შავი ხვრელი, რომელსაც შექმნის კოლაიდერი", როდესაც მას ჩართავენ "სრული სიძლიერით" (ეტიენ კასსეს წინა წიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ "ატლანტებს ჰქონდათ დროის მანქანა, რომელიც დიდი პირამიდების რაიონში მდებარეობს").

ხოლო, ამ ბოლო დროს გამოცემულ ზოგიერთ ოკულტურ წიგნებსა და "კონტაქტორების" მიერ დაწერილ "მემუარებში", სადაც გადმოცემულია მათი მოთხრობები (მოგონებები) კონტაქტები "პარალელურ სამყაროთა" წარმომადგენლებთან და მათ მიერ ნაუწყები "ინფორმაცია" და "მიმართვები". მათში გადმოცემულია ასეთი აზრი: "ამ პლანეტის ღმერთი უნდა გადავაყენოთ", ხოლო მისი "თანამდებობა" მივცეთ სხვა ძალებს. მხოლოდ მათ შეუძლიათ გადაარჩინონ კაცობრიობა გარდაუვალ დაღუპვას და ბოროტგანმზრახველ კოსმიურ ძალთა დამპყრობლურ გეგმებს. ან (სხვა ვარიანტი) მათ სურთ გადაარჩინონ თავიანთი "უმაღლესი რასა" დედამიწაზე მისი ჩამოსახლებით. და ა. შ. ყოველი ამგვარი მკრეხელობის უკან დგას დემონური ბოდვა და როგორც ხვდებით, იმალება ისევ და ისევ უაზროდ ამპარტავნული მისწრაფება "ძველი გველისა და დრაკონისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა" (გამოცხ. 12:9; 20:2); გახდეს ის, ვინც არის ზემოთ - "დედამიწის ღმერთი".

დემონები დღეს კაცობრიობას უხსნიან "ატლანტიდის (ანუ წარღვნამდელი კაცობრიობის) საიდუმლოს" - ოღონდ, ბუნებრივია, თავისებური, წინასწარგანზრახულად ყალბი ინტერპრეტაციით, სადაც მზაკვრულად არის გადაწნული სიმართლე და სიცრუე, რაც მეტად დამახასიათებელია მათთვის. აი მაგალითიც:

გაზეთში "Ступени" (2010 წლის # 17) გამოქვეყნდა სტატია "ატლანტთა სამი რასა", რომელიც ეკუთვნის ვინმე ალექსანდრე ვორობიოვს - დემონების მიერ გაცურებულ მორიგ "კონტაქტორს". "სხვა რეალობაში" მისი მოგზაურობის შედეგად გამოჩნდა შემდეგი "ინფორმაცია" (რომელიც მან ხელმძღვანელი დემონისგან მიიღო, როგორც ჩანს, კაცობრიობაში გასავრცელებლად); ამ "ინფორმაციას" აქ მოვიტანთ თეზისური სახით, ჩვენი შესაბამისი კომენტარებით (რომლებიც ფრჩხილებში იქნება მოთავსებული):

"ატლანტები იყვნენ არა რომელიღაც კუნძულის, არამედ მთელი დედამიწის მეპატრონეები (დიახ, წარღვნამდელი ცივილიზაციამ თავისი კვალი დატოვა მთელს დედამიწაზე); ცივილიზაცია, რომელსაც დედამიწაზე, ორი მილიონი წლის წინათ ატლანტიდა ერქვა (ორი მილიონი წელი - ეს რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრია, ხომ საჭიროა დასახატ სურათს მიეცეს გრანდიოზული ხასიათი); იმ დროს არ არსებობდა საზღვრები, დედამიწა საერთო სახლი იყო (დიახ, კაცობრიობის დაყოფა ერებად და სახელმწიფოებად წარღვნამდე არ იყო); სახელმწიფოების ნაცვლად არსებობდნენ ადმინისტრაციული ცენტრები, რომლებიც ორგანიზებული იყო კონცენტრული ნაგებობის (ე. ი. პირამიდების) სახით; კონცენტრული საზღვარი კეთდებოდა მეტალის დუღაბისგან და განკუთვნილი იყო მზის ორი ბატარეის განსალაგებლად (როგორც ჩანს, აქ ლაპარაკია პირამიდების სარკისებურ მოპირკეთებაზე, რომელსაც შეეძლო პირამიდების მომარაგება ენერგიით მათი ფუნქციონირებისთვის; გავიხსენოთ სარკისებრი მოპირკეთება ბერმუდის სამკუთხედის არეალში ჩაძირული პირამიდისა; ხოლო იმ პირამიდებს, რომლებსაც დედამიწის ზედაპირზე ვხედავთ, როგორც ჩანს, მოპირკეთებული ზედაპირი წარღვნამ მოურღვია, რის გამოც მოაკლდა ენერგიას და შეწყვიტა მუშაობა), ამავე დროს წარმოადგენდნენ შორი და ახლო კოსმიური კავშირის მიმღებ და გადამცემ ანტენებს (გავიხსენოთ, რომ პირამიდების მრავალი მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათ გააჩნდათ კავშირგაბმულობითი ფუნქცია, მხოლოდ ეგ არის საკითხავი, "კოსმოსთან" მყარდებოდა კავშირი თუ დაცემულ ანგელოზთა სამყაროსთან? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "შორეულ" კავშირში იგულისხმება დემონური, ინფერნალური სამყარო, ხოლო "ახლოში" - კავშირი დედამიწის მასშტაბით, კომუნიკაციის თანამედროვე და ჩვეულებრივი საშუალებების მსგავსად; "ანტენების" მიმღები ფუნქცია ალბათ მდგომარეობად კავშირის არხით გადმოსვლა ინფერნალური სამყაროდან ჩვენს, მიწიერ სამყაროში, ხოლო "ანტენის" გადამცემი ფუნქცია - პირიქით: აქედან იქით); საწარმოო საამქროები და ლაბორატორიები ძირითადად წარმოადგენდნენ მიწისქვეშა ნაგებობებს; ატლანტებში მეტალისა და შენაერთების წარმოება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული (გავიხსენოთ თუბალკაენი - "სპილენძისა და რკინის მჭედელი"; უმაღლეს ტექნოლოგიებს ფლობდნენ პირამიდების მშენებლებიც); ისინი, საშუალოდ 3 მეტრის სიმაღლისანი იყვნენ; დასავლეთის ნახევარსფეროს ატლანტები (არიელები) ქერათმიანები და თეთრკანიანები იყვნენ, ხოლო აღმოსავლეთისა (ნეგროიდები) - მუქკანიანები; გარდა ამისა, მათ შორის განსხვავება მდგომარეობდა თავის ქალის აღნაგობაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეგვიპტური სფინქსი არის ატლანტის, პირამიდების მშენებლის, სკულპტურული გამოსახულება; ანუ ეს არის წარღვნამდელი კაცობრიობის წარმომადგენელი. საქმე იმაშია, რომ სფინქსის დეტალების შესწავლამ ცხადყო, რომ ასეთი პროპორციები და სახის ასეთი კუთხე თანამედროვე ადამიანს არ ახასიათებს; პროფ. ე. მულდაშევის მონაცემებით, "ატლანტები" აგმოსახულნი არიან ტიბეტურ ტაძრებზეც); ატლანტთა ორი რასის (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) შერეული ქორწინების შედეგად აღმოცენდა მესამე, ჰიბრიდული რასა (აქ, ალბათ, ნეფილიმებზეა ლაპარაკი), რომლებიც იშვებოდნენ შეთისა და კაენის მოდგმის წარმომადგენელთა ქორწინებით". (ამგვარად, ა. ვორობიევის სტატიაში ნახსენები "ატლანტთა" სამი რასა - ესენი არიან წარღვნამდელი შეთიტები, კაინიტები და ნეფილიმები); ის უფრო სრულყოფილი აღმოჩნდა, გააჩნდა უფრო ძლიერი ფსი-ენერგია და ამიტომაც მიიღო უპირატესობა რასების მამამთავრებს შორის; მამამთავარ ატლანტთადმი დაუმორჩილებლობა ითრგუნებოდა ფსიქოლოგიური (ანუ ფსიქოტრონული) ზემოქმედებით; 1,5 მლნ. წლის წინათ მოხდა აჯანყება ჰიბრიდული რასის ბატონობის წინააღმდეგ, რომელიც გადაიზარდა ბირთვულ ომში; შემდეგ, 1 მლნ. წლის განმავლობაში ჰიბრიდული და მამამთავრული საწყისის ატლანტები ცხოვრობდნენ განცალკევებით და ამასთან კავშირი ჰქონდათ პირველ, ადამიანურ ცივილიზაციასთან, რომელიც მეცნიერებამ დღემდე არ იცის; დაახლოებით 15 წლის წინათ მოხდა მეორე ატომური ომი; ხუთი ათასი წლის წინათ ჰიბრიდულმა და მამამთავარმა, საწყისმა ატლანტებმა დატოვეს დედამიწა (მთელი ეს ისტორიები ბირთვულ ომებზე და ჰიბრიდული რასის გაქრობაზე, როგორც ჩანს, არის ნამდვილი, პლანეტარული კატასტროფის, წარღვნის მიჩქმალვის მცდელობა, რომელიც ღმერთმა მოუვლინა იმდროინდელ ღმრთის უარმყოფელ და ღმრთისმბრძოლ სისტემას, რომელშიც ჩართული იყო მთელი კაცობრიობა; წარღვნის დროს, ნამდვილად განადგურდა ჰიბრიდული რასა - გიგანტები (ნეფილიმები) და საერთოდ კაენის მთელი მოდგმა); მათ, ვინც ცოცხალი დარჩა, ეკუთვნით წყალქვეშა და მიწისზედა "თეფშები" (დემონების მიერ ორგანიზებული ამო-ს ფენომენი ამჯერად ეწერება "პარალელური სამყაროების" შესახებ შემუშავებული იდეის საერთო სქემაში), რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდება თანამედროვე ადამიანთა მხედველობის არეში; ატლანტების პარალელური რასა კაცობრიობასთან კონტაქტს არ ამყარებს, რადგან განიხილავს მას როგორც გონივრული ცხოვრების უკიდურესად აგრესიულ ფორმად დედამიწაზე (ცხადია, დემონებს სჭირდებათ დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ "ატლანტების პარალელური რასაა" (სინამდვილეში კი დემონები, როგორც ვითომცდა გონივრული ცხოვრების უმაღლესი ფორმა, კაცობრიობას მშვიდობას და სრულყოფილ ცოდნას მოუტანს).                                                                                                                                                                                               HAARP_ი           

კატეგორია: პირამიდების საიდუმლო | ნანახია: 1740 | დაამატა: admin1988 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0