ნაწილი 5). ბაბილონის პირამიდა როგორც ბიბლიიდან ჩანს, კაენის ყველა შთამომავალი მათი ცივილიზაციითურთ წარღვნამ გაწყვიტა (ქრისტეანულ ლიტერატურაში წარღვნამდელი ცივილიზაცია ზოგჯერ კაენიტურადაც იწოდება). ხოლო მასონური ლეგენდა ადონირამზე, რომელიც თითქოსდა მასონობის მამამთავარი იყო, მოვლენებს აყალბებს. ამ მკრეხელურ მასონურ გამონაგონში კაენის შთამომავლები წარმოდგენილნი არიან როგორც მამაცი მოჯანყენი, რომლებიც ღმრთისგან განმდგარი ქერუბიმის - ლუციფერის (სატანისტებისა და მასონებისთვის "კეთილი ღმერთის") მეთაურობით მათ მადევარ ღმერთს (მასონური განმარტებით - "ბოროტს" და "სასტიკს") ეწინააღმდეგებიან.
ამ ლეგენდაში ადონირამი წარმოდგენილია როგორც კაენის პირდაპირი შთამომავალი, რომელიც ვითომცდა იყო ლუციფერისა და ევას შვილი, ამიტომაც, ადონირამს ლეგენდა "მთიების ძეს" უწოდებს. საქმე იმაშია, რომ კაენის შთამომავლებს ლეგენდა წარღვნისშემდგომდროინდელ კაცობრიობასაც მიაწერს: თურმე წარღვნის დროს თუბალკაენის შვილს, სახელად ვულკანს (თუბალკაენი, დაბადების წიგნის მიხედვით, იყო კაენის შთამომავალი) ერთ ერთი მთის გამოქვაბულისთვის თავი შეუფარებია. შემდეგ ის შეერთო ნოეს სამი შვილიდან ერთ ერთის, კერძოდ, ქამის ცოლს, რომელმაც შვა ქუში, ნებროთის მამა. ამგვარად, ნებროთი, ადონირამის შესახებ ლეგენდის მიხედვით, გამოდის ლუციფერის, კაენისა და წარღვნამდელი ცივილიზაციის პირამიდების მშენებელთა მემკვიდრე, წარღვნამდელი ღვთივმბრძოლი სისტემის ერთგვარი წარმომადგენელი და აღმდგენელი წარღვნის შემდგომ სამყაროში.
ნებროთის შესახებ დაბადების წიგნში ნათქვამია, რომ: "დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე" (დაბ. 10:8). აღსანიშნავია, რომ წარღვნამდელ ბუმბერაზებზეც (ნეფილიმებზე) ნათქვამია, რომ "ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:4). სლავურ ბიბლიაში ნებროთზე ასეც არის დაწერილი: "Сей начат быти исполин на земли". "განმარტებით ბიბლიაში" ვკითხულობთ: "ბიბლიური ტერმინი "გმირ-ყოფა ქვეყანასა ზედა" (ძვ. ქართ. - მთარგმნ.), ებრაულად "გიბორ", ჩვენთვის ცნობილია წარღვნამდელი კაცობრიობის დახასიათებიდან არის ცნობილი (ნეფილიმ და გიბორიმ). და თუკი იქ (დაბ. 6:4) ეს სახელი მიანიშნებდა უდიდესი ძალის მქონესა და მორალურად გარყვნილ ბუმბერაზზე, ცხადია, იგივე ტერმინის აქ გამოყენებით, დაბადების წიგნის აღმწერელს სურს მიუთითოს, რომ ნებროთის სახით, წარღვნის შემდეგ კვლავ აღსდგა ("დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე") ამაყი ბუმბერაზის მეამბოხე ტიპი.
ბიბლიიდან ჩანს, რომ ნებროთი, ქამის შთამომავალი, წარღვნის შემდეგ სათავეში ჩაუდგა წარღვნისშემდგომი კაცობრიობის პირველი პირამიდის, ბაბილონის გოდოლის მშენებლობას. მიიჩნევა, რომ ნებროთამდე დედამიწაზე სახელმწიფოები არ არსებობდნენ. ამ "ძლიერმა მონადირემ უფლის წინაშე" (სლავ. "исполин ловец пред Господем"), დააფუძნა სახელმწიფო, რომელმაც გააერთიანა ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში (დაბ. 10:9-10). ამდენად, არსებითად, შეიქმნა პირველი წარმართული იმპერია. თვით სახელი ნებროთი ნიშნავს: ბაბილონის გოდოლის სამშენებლო მასალად, როგორც ეს ბიბლიაშია ნათქვამი, უკვე გამოიყენებოდა არა ქვები, როგორც იყო ეს წარღვნამდე, არამედ თიხისგან გამომწვარი აგურები, ალბათ იმიტომ, რომ წარღვნის შემდგომ დროინდელ მშენებლებს უკვე აღარ გააჩნდათ ის მძლავრი ტექნოლოგიები, წარღვნამდე რომ იყო; რაღაც მიზეზით (შესაძლოა, გარკვეული ფიზიკური ცვლილებების გამო, რომელიც წარღვნის დროს მოხდა) ეს ტექნოლოგიები მიუწვდომელი გახდა.
უფალმა ღმერთმა, რა თქმა უნდა, არ მოიწონა მეამბოხეთა "პირამიდის" ახალი პროექტი და შეწყვიტა მისი განხორციელება. აი როგორ არის აღწერილი ბიბლიაში (დაბ. 11) ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მთელი ისტორია:
"ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის სანაცვლოდ აგური ჰქონდათ (ეს სიტყვები შეიძლება მივიჩნიოთ წარღვნამდელ, "ქვის" ტექნოლოგიებზე მინიშნებად, რომლის დახმარებითაც აშენებდნენ ისინი პირამიდებსა და სხვა ნაგებობებს - ავტ.), კირის მაგივრად ფისი (თანამედროვე გათხრები ადასტურებენ, რომ ძველი ბაბილოვნელები ამზადებდნენ ხელოვნურ აგურს და ფლობდნენ ფისის, თანამედროვე ასფალტის, დამზადებისა და გამოყენების ტექნოლოგიას - ავტ.). თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. მოდით, გარდავიდეთ და შეურიოთ მათ ენანი, რათა ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს. გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდლის შენება. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:1-9).
ბოლო დროს მრავალმა მეცნიერმა წამოაყენა რამოდენიმე ორიგინალური ვერსია ბაბილონის გოდოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. ერთ ერთი მათგანის მიხედვით, გოდოლს უშუალო კავშირი ჰქონდა ძველ ასტრონავტებთან - "უცხოპლანეტელებთან", რომლებმაც დაიპყრეს ჩვენი პლანეტა (და ვითომცდა სწორედ უცხოპლანეტელებს უწოდებდნენ ძველი ადამიანები ღმერთებს). კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით ბაბილონის გოდოლი და სხვა ძველი, მსგავსი ნაგებობანი გამოიყენებოდა კავშირგაბმულობითი მიზნით. ასე, მაგალითად, ზაქარია სიტჩინი ამტკიცებს, რომ "მესოპოტამიის სატაძრო კოშკები წარმოადგენდნენ კავშირგაბმულობით ცენტრებს ძველ ასტრონავტებთან".
ქრისტეანი მეცნიერები, ბუნებრივია, ყალბად მიიჩნევენ ვერსიებს, რომლებიც ლაპარაკობენ ასტრონავტებზე. მაგალითად, როჯერ ოუკლენდი გვთავაზობს ბაბილონის გოდოლის თავდაპირველ დანიშნულებას: "გოდოლი, როგორც ჩანს, გამიზნული იყო არა ე. წ. ასტრონავტებთან კავშირისთვის, არამედ სულების სამყაროსთან, კერძოდ დემონებთან, ამ დაცემულ ანგელოზებთან კავშირისთვის. როდესაც ბიბლიაში ნახსენებია გოდოლი რომელიც სიმაღლით ცას უნდა მისწვდომოდა, მხედველობაშია არა მისი სიდიდე, არამედ კავშირის საშუალება. სავარაუდოდ, ბაბილონის მცხოვრებლები იყენებდნენ კვარცის კრისტალებს, რომლებიც განსაკუთრებული განლაგების შემთხვევაში წარმოშობენ რადიოტალღებს. დაბადების 11-ე თავში ნათქვამია, რომ გოდოლი შედგებოდა გამომწვარი აგურებისგან. ქვიშაშერეული აგურები გამოწვის დროს იძენენ კვარცულ სტრუქტურას. ამგვარი აგურებისგან აგებული გოდოლი შესაძლოა გამხდარიყო გიგანტური რადიოგადამცემი"*. ძველი ბაბილონი ევრო პარლამენტის შენობა
|