: ანომალიური სიცხე და ხანძრები ავსტრალიაში - 11 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » ანომალიური სიცხე და ხანძრები ავსტრალიაში
9:17 AM
ანომალიური სიცხე და ხანძრები ავსტრალიაში

                                                                                                                                                                                                                                                             ანომალიურად მაღალმა ტემპერატურამ ავსტრალიელი სინოპტიკოსები აიძულა განეახლებინათ კონტინენტის კლიმატური შკალა. მეტეობიუროში შკალას დაამატეს კიდევ ორი ფერი 50 გრადუსზე მეტი სიცხის აღსანიშნად, - იუწყება The Sydney Morning Herald.


ადრე თუ 40°-იანი ტემპერატურის აღსანიშნად გამოიყენებოდა ნარინჯისფერი ნიშნული და მისი ვარიაციები, ამ კვირას მიღწეულ იქნა ნარინჯისფერი მაქსიმუმი. ორშაბათს თერმომეტრმა 40,33 გრადუსამდე აიწია და დაამხო 1972 წლის რეკორდი, როდესაც ტემპერატურა იყო 10,17 გრადუსი. სამშაბათ, 8 იანვარს, ტემპერატურამ ახალი სამხრეთ უელსის შტატის ზოგიერთ ნაწილში უკვე 45 გრადუსს მიაღწია. ანომალიური სიცხეების გამო ავსტრალიის მეტეობიურო იძულებული გახდა რუქაზე დაემატებინა კიდევ ორი ფერი - იისფერი, რომელიც აჩვენებს ტემპერატურას 54 გრადუსამდე და ვარდისფერი - 54 გრადუსზე ზემოთ.


"ანომალიური სიცხე უკვე მეექვსე დღეა ბობოქრობს ავსტრალიაში და, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. არსებობს ყველა საფუძველი იმისთვის, რათა ველოდოთ 50 გრადუსზე მაღალ სიცხეს", - აღნიშნა დევიდ ჯონსმა, მეტეობიუროს განყოფილების მეთაურმა, რომელიც პასუხს აგებს პროგნოზირებაზე. ამგვარად, როგორც Yahoo News-ი აღნიშნავს, ქვეყანაში შესაძლოა დამყარდეს მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდი (ძველი რეკორდი 50,7 გრადუსი აღინიშნა 1960 წელს). ყველაზე მაღალი ტემპერატურები მოსალოდნელია ახალ სამხრეთ უელსში და სამხრეთ-აღმოსავლეთის კიდევ ერთ შტატ - ვიქტორიაში.


სიცხეს თან ახლავს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა ტყის ხანძრები. The Australian-ის ცნობით, ახალ სამხრეთ უელსში დღემდე ბობოქრობს 140-მდე ხანძარი, რომელთაგან 30-ის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩასაქრობად 2000-მდე მეხანძრეა მობილიზებული.


ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა, რომელიც ხანძარმა დააზიანა გახლავთ 120 წლის ფერმა კარნჰამი - ქალაქ ბალლარატის მახლობლად (შტატი ვიქტორია). ადრე იტყობინებოდნენ 100-მდე სახლის განადგურების შესახებ ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შტატ ტასმანიაში. ასევე იტყობინებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ, რომელთა რაოდენობა 100-მდე ადამიანს აღწევს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.



ინტერნეტ წყაროების მიხედვით                                                                                                                                                                                                                                                                                         

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 980 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0