უკვე გასული საუკუნის შუაწლებიდან მთელს სამყაროს თავს დაატყდა ე. წ. "მფრინავი თეფშების" ბუმი. მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ იხილეს რაღაც, რომელსაც დღეს "ამო"-ს ("ამოუცნობ მფრინავ ობიექტს") უწოდებენ (ინგლისური აბრევიატურით: UFO – unidentified flying objects). "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტებზე ბევრია დაწერილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს თხზულებები სერიოზულ, მეცნიერულ დონეზე არავის გამოუკვლევია.
თვით ფსევდომეცნიერული და ოკულტურ-კვაზირელიგიური ლიტერატურა აჩვენებს, რამდენად არის დაქვემდებარებული თანამედროვე ადამიანი მითოლოგიურ შემოქმედებას, - რომელსაც ზოგჯერ გამონაგონი ფაქტი ჰგონია, ლამაზი რიტორიკა კი - ჭეშმარიტება, რასაც შეუძლებელია თავისი დამღუპველი შედეგები არ მოჰყვეს, სიცრუეს ხომ ჯერ არავისთვის მოუტანია სარგებლობა. ეს სტატიაც განხილულ უნდა იქნეს როგორც მცდელობა დასვას გამაფრთხილებელი ნიშანი იმ სულიერ "ორმოებთან", რომლებში ჩავარდნაც შესაძლოა ვერც ასცდეს ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს.
რა ვიცით ე. წ. "უცხოპლანეტელების" შესახებ? მთელი ის მასალა რომ შევისწავლოთ, რაც დღეს არსებობს ამ თემაზე, არც თუ ცოტა რამ. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტი საშიშია სიცოცხლისთვის. მაგალითად, ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრენკ ედვარდსმა თავისი სახელგანთქმული წიგნი "მფრინავი თეფშები - სერიოზული საქმეა", დაიწყო სიტყვებით: "ამო-ს მოახლოვება შესაძლოა საშიში იყოს ადამიანისთვის! ნუ დადგებით ამო-ს წინაშე, რომელიც ჩამოკიდულა ცის კაბადონზე! ნუ მიეკარებით დედამიწაზე დაშვებულ ამო-ს! საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ დატოვეთ ეს ადგილი!... ნუ გარისკავთ და ნუ უყურებთ ამო-ს!" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Ленинград. Географическое общество СССР. 1991.С.89).
ფრენკ ედვარდსს ეთანხმება მისი კოლეგა ჯონ კილი, რომელიც ამო-ს სწავლობს 1945 წლიდან: "ჩემს ფოსტაში უამრავი წერილია, რომელშიც ადამიანები ითხოვენ შველას, მე კი იძულებული ვარ დავაკვირდე, როგორც უარესდება ამო-ს თვითმხილველთა მდგომარეობა, მრავალი მათგანი უკვე ლამის სიგიჟემდეა მისული, ვიღაცამ თავიც კი მოიკლა" (Джон Киль А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970).
"... კლასიკური შემთხვევა: ადამიანს თავგზა აუბნია ულტრაარსებამ, რომლებმაც ის შეაყენეს წარწყმედის გზაზე. არავითარი კლინიკური ახსნა არ გააჩნია მომხდარის ფსიქოლოგიურ მიზეზს. მსგავსი შემთხვევების ყველა მსხვერპლი (მათ შორის იყვენენ ქალებიც), დარწმუნებულნი იმაში, რომ ულტრაარსებანი მათდამი კეთილგანწყობილი იყო, ყალბი დაპირებებით დაბრიყვებულნი და ფსევდოიდეებით გაჟღენთილნი, პირდაპირ მიექანებოდნენ საკუთარი დაღუპვისკენ" (там же. Гл.14. Прорыв).
ცნობილი უფოლოგი ჯონ კილი პირად გამოცდილებაზე დარწმუნდა ამ ფენომენის საშიშროებაში. "წელიწადიც არ გასულა იმის შემდეგ, რაც მე სრულიად მივუძღვენი ჩემი თავი ამო-ს კვლევას..., და ფენომენმაც ისევე დაიწყო ჩემი დევნა, როგორც ეს უკვე იყო ინგლისელ გამომცემელ არტურ შატლვუდისა და სხვა მრავალთა შემთხვევაში. თავიდან გაგიჟდა ჩემი ტელეფონი, საიდუმლო პიროვნება მირეკავდა დღე და ღამე, გადმომცემდა განსაცვიფრებელ შეტყობინებებს "კოსმოსიდან მოსულთა" შესახებ. შემდეგ მოხდა ჩემი კატაპულტირება დემონოლოგიის ზღაპრულ-ფანტასტიკურ სამყაროში. ლონგ-აილენდში შევხვდი უცნობებს შავი "კადილაკებით" და როდესაც დავიწყე მათი დევნა, საოცრად გაქრნენ გზიდან, რომელიც ჩიხში შედიოდა... მანათობელი მფრინავი ობიექტები უკან ერთგული ძაღლებივით დამდევდნენ. მეჩვენებოდა, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ სად ვიმყოფები და საით გავემართები. შემეძლო ალალბედზე ამერჩია რომელიმე სასტუმრო ჩემი "თანამგზავრების" თავიდან მოსაშორებლად, მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდებოდა, რომ ვიღაცამ უკვე შეუკვეთა იქ ოთახი ჩემს სახელზე და დატოვა მთელი რიგი სრულიად უაზრო ტელეფონოგრამები ჩემთვის. მე გავხდი უაზრო თანხვედრათა მსხვერპლი, ხოლო ზოგიერთი ჩემი უახლოესი მეგობარი ნიუ-იორკში, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა ამ ფენომენით, მატყობინებდა უცნაურ და ამოუხსნელ მოვლენებზე, რომლებიც მათ შეემთხვათ: მათ სახლებში დაიწყო პოლტერგეისტული მოვლენები, მძაფრი, მყრალი სუნი თან სდევდა მათ ყველგან... რამდენჯერმე გამეღვიძა ღამით და შეძრწუნებულმა აღმოვაჩინე, რომ განძრევაც კი არ შემეძლო, ჩემს წინ კი უზარმაზარი ბნელი სილუეტი იდგა" (იქვე. Гл.14 Прорыв "უცხოპლანეტელის" ტიპიური გარეგნობა, როგორც წარმოადგენენ მას თვითმხილველები ჩვენი აზრით, ჯეროვანია მივაყურადოთ ამ ადამიანის გაფრთხილებას, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა ამო-ს ფენომენის ამოხსნას: "ჩემი დოსიე სავსეა უამრავ შემთხვევათა აღწერით (ზოგიერთი მათგანი ამ დროისთვის გამოკვლეულია მაღალკვალიფიციური ფსიქიატრების მიერ), როდესაც მრავალ მამაკაცს და დედაკაცს, რომლებიც აქტიურ ინტერესს ავლენდნენ ამო-ს ფენომენისადმი, თავიანთი ვიზიტებით აშინებდნენ ვიღაც უცნაური პიროვნებები, დევნიდნენ შავი "კადილაკები", რომლებიც ისე უეცრად უჩინარდებოდნენ, როგორც ჩნდებოდნენ. შედეგად, დატერორებულები, ისინი თავს ანებებდნენ ამ საკითხის შესწავლას. მათ შორის იყო მრავალი კონტაქტორიც" (იქვე.Гл. 12 Космические шутники).
"... ამო-ს პრობლემით გატაცება ისევე საშიშია, როგორც შავი მაგიით გატაცება (ხაზგასმა ჩვენია - ვ. პ.). ფენომენის მსხვერპლი, როგორც წესი, ხდებიან ნერვული, მიმნდობი და გამოუცდელი ადამიანები. მრავალ შემთხვევაში ამო-ს პრობლემით გატაცებას ადამიანები მიჰყავს შიზოფრენიამდე, დემონომანიამდე და თვითმკვლელობამდეც კი. ამგვარად, ამო-ს ფენომენის საიდუმლო ხიბლმა შეიძლება საშინელ ტრაგედიამდე მიგვიყვანოს. ამიტომაც დაბეჯითებით გირჩევთ მშობლებო: აუკრძალეთ თქვენს შვილებს მსგავსი საკითხებით დაინტერესებაც კი. ბავშვების დაცვა ამო-სადმი ინტერესისგან არის ნებისმიერი მასწავლებლის და საერთოდ, ნებმისმიერი ზრდასრული ადამიანის მოვალეობა" (იქვე. Гл. 12 Космические шутники).
მაინც, ვინ ან რა იმალება "უცხოპლანეტელთა" ნიღბის მიღმა, რომელთაც თავისი გამოჩენის მოწმეები მიჰყავს სიგიჟემდე, აიძულებს მათ თვითმკვლელობას ან თვითონ ხდებიან მათი სიკვდილსა და უმძიმესი სნეულებების მიზეზი? საიდან მოვიდნენ ეს საიდუმლო არსებები, რომლებიც ასე გააფთრებით ეწინააღმდეგებიან მათი ვიზიტებით უმცირეს დაინტერესებასაც კი? ცნობილია, რომ პირუტყვები გრძნობენ ამ არსებათა მოახლოვებას და ყოველთვის მათ საქციელში ჩანს შიში: ძროხები და ცხვრები პანიკურად გარბიან, ძაღლები იწყებენ ყმუილსა და ყეფას, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამო-მ ცხოველებში გამოიწვია დამწვრობები, დამბლა და სიკდილიც კი (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.84-85).
ამო-სთან კონტაქტის დროს ადამიანებშიც დაფიქსირდა თვითმხილველთა დროებითი "გაშეშება", როდესაც ადამიანები ინარჩუნებდნენ ყველა გრძნობას, მაგრამ არ შეეძლოთ განძრევა. ამო-ს ზოგიერთი მოწმე აღწერს თავის შეგრძნებებს როგორც ელექტროშოკს, რომელმაც ისინი გააშეშა. დაფიქსირებული იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-ს გამოჩენას თვითმხილველი მიჰყავდა გონების დაკარგვამდე, ზოგჯერ გონებას კარგავდნენ კონტაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. იყო ტანისამოსის თვითაალებისა და სერიოზული დამწვრობის, ასევე მხედველობის დაკარგვის მრავალი შემთხვევებიც (იქვე. გვ. 86-87). არსებობს ამო-ს კონტაქტორთა სიკვდილის ფაქტებიც. მაგალითად, 1946 წელს ბრაზილიაში დაიღუპა ორმოცი წლის ფერმერი. ამო-სთან კონტაქტის შემდეგ მის სხეულზე დაფიქსირდა დამწვრობები, "... საათის განმავლობაში თვითმხილველთა თვალწინ მისი ტყავი ჩამოსცილდა ძვლებს, გამოჩნდა კბილები და ჩონჩხი, 6 საათის შემდეგ კი მოკვდა" (იქვე. გვ. 89). თანაც ეს "უცხოპლანეტელებთან" შეხვედრის შემდეგ ადამიანის სიკვდილის ერთადერთი შემთხვევა როდია (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991). საერთოდ, ამო ხშირად ჩნდება იქ, სადაც იღვრება სისხლი. ისტორიულ ქრონიკებში მრავალი მოწმობა არსებობს ბრძოლის ველზე მათი მყოფობის შესახებ (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.133-136). ისინი უნახავთ კურსკის რკალზე, სადაც თან ახლდნენ ალექსანდრე მაკედონელის ჯარებს და იმყოფებოდნენ სისხლისღვრის მრავალ ადგილებზე (От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001).
რა გავლენას ახდენს ამო ადამიანის ფსიქიკაზე? დიაპაზონი აქაც საკმაოდ დიდია: ზოგჯერ, ამო-ს გამოჩენის წინ ადამიანებს ეწყებათ ძლიერი აღგზნება, მშფოთვარება, თვითმხილველებს უჩნდება შიშის გრძნობა, რომელიც საშინელ ძრწოლაში გადადის. მაგალითად, 1979 წელს პოლონური თევზმჭერი კატარღა "ჰელ-127" შეეჯახა ამო-ს, ამ დროს "კატარღის შკიპერმა შომბორგმა იგრძნო უნცაური გაშეშება, ტკივილი გულის არეში და დაკარგა მხედველობა. ერთდროულად მან განიცადა ისეთი შიში, რომელიც ყველაზე უძლიერესი შტორმის დროსაც კი არ განუცდია. მესაჭე ელვარტიც ასევე გაშეშდა და საჭევარიც კი ("შტურვალი") მიატოვა, ასევე გუნდის სხვა ორმა წევრმა, ფიგურსკიმ და ბონამ, როდესაც ბაქანზე გამოვიდნენ, უძლიერესი ტკივილი იგრძნეს საფეთქლებში" (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.91). შომბერგი ამტკიცებდა, რომ შიშის გრძნობა არ ტოვებდა მას.
ზოგჯერ ამო-სთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს თან სდევთ კოშმარული სიზმრები. დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო-სთან შეხვედრის შემდეგ ადამიანებს ეძინათ კვირეებით და თვეობით, დღე-ღამეში 16 საათი. თვითმხილველთა მტკიცებით, როდესაც ამო გამოდის კონტაქტზე, ისინი ადამიანებთან ამყარებდნენ ტელეპატიურ კავშირს. "უცხოპლანეტელები" მათ უწერდნენ გზავნილებს "კოსმოსიდან", "ვარსკვლავებიდან" და "აჯილდოვებდნენ", მაგალითად, ექსტრასენსორული თვისებებით. რა ემართებათ ასეთ ადამიანებს კონტაქტის შემდეგ? ამო-ს მკვლევარებმა აღმოაჩინეს მთელი რიგი კანონზომიერებები ამ სახის კონტაქტორებთან. ისინი სწრაფად კვდებიან, თანაც მათი სიკვდილს ხშირად წინ უძღვის მძიმე სნეულება. ძალიან ბევრი კონტაქტორი ხვდება ფსიქიატრიულ კლინიკაში. მათ უქვეითდებათ ინტელექტუალური შესაძლებლობები და კრიტიკული ანალიზის უნარი. ისინი უფრო მიმდობნი არიან და ადვილად ვარდებიან ჰიპნოტურ ტრანსში, ვიდრე სხვა ადამიანები (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) მოსკოვის თავზე "უცხოპლანეტელების" ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ნ. დ. ტუიკინმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდა კონტაქტორთა რეაბილიტაციას, გაზეთ "Неделя"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "უმეტეს შემთხვევაში "უცხოპლანეტელებთან" ადამიანთა კონტაქტის შემდეგ იხატება ასეთი სურათი: კონტაქტის შემდეგ ხდება ფსიქიკის გადახრა. პირველი სიმპტომია - შიში და ნევროზი" (იქვე).
"სოიუზუფოცენტრმა" ჩაატარა კონტაქტორთა ფსიქიური გამოკვლევა და რის შედეგადაც გამოკვლეული 106 კაციდან ჯანმრთელი აღმოჩნდა მხოლოდ ოთხი: "დანარჩენი 102 ადამიანი შეიძლება განვაკუთვნოთ "პრობლემურ" ადამიანთა რიცხვს: შიზოფრენია - 47 ადამიანი, მათგან შიზოფრენიის პარაფრენული ეტაპი - 16, პერიოდული ფორმები - 9, დეფექტური მდგომარეობა დეფიციტარული გაღიზიანების გამოხატულებით - 10, ქრონიკული სულიერი მდგომარეობის ფორმის დიფერენციალოდიაგნოსტიკური ეჭვით - 24, ისტერიული - 12, ჰიპერტიმური - 6 ადამიანი; ინტელექტუალური უკმარისობა - 5 ("ინდუცირებული ბოდვა"); ცნს-ის ორგანული დაზიანება - 80 ადამიანი; ციკლოტიმია (მანიაკალური ფაზა) – 2 ადამიანი" (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177-178).
კონტაქტორებად "უცხოპლანეტელები" ირჩევენ სულიერად დაუცველ ადამიანებს, ანუ ან ათეისტებს, ან კიდევ არაეკლესიურ ადამიანებს (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001). ეკლესიური, მართლმადიდებელი ქრისტეანები ფაქტიურად არ ამყარებენ კონტაქტს ამო-სთან (Варламов М. Почему православные не видят НЛО? / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001. С.436), ხოლო ოკულტიზმის ნებისმიერი ფორმით გატაცება საკმაოდ უწყობს ხელს ამგვარ კონტაქტს. ხშირად კონტაქტორები არ ფლობენ ინტელექტის მაღალ დონეს, რაც ცხადყოფილია იმ წიგნებიდანაც, რომელთაც ისინი ავრცელებენ: ამ გვარი ნაშრომების შინაარსი ხშირად ბადებს კითხვას მათი ავტორების სრულ გონიერებაზე, არაფერი რომ არ ვთქვათ თვით ამ ნაშრომთა სამეცნიერო უსუსურობაზე.
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პრაქტიკულად, კონტაქტორების მიერ მიღებული ინფორმაცია არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში კონტაქტორები არიან ე. წ. მედიუმები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ფსიქოფიზიკური ან მემკვიდრეობითი წინაგანწყობის გამო ადვილად მოქცევადნი არიან დემონურ ძალთა ზეგავლენის ქვეშ (Питанов В.Ю. Суд совести: агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru). უმეტესწილად მათ მიერ დაწერილი ლიტერატურა, უკეთეს შემთხვევაში, მათ გულუბრყვილობაზე მოწმობს, უარეს შემთხვევაში კი - ასახავს მათ ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი ფსიქიატრიულ პრობლემებს (Мазуркевич С.А., Таицкая А.И. Оккультизм и мистика. М., ЭКСМО; Донецк. СКИФ. 2004. С.177).
მაგალითისთვის მკითხველს ვთავაზობთ იფიქროს იმაზე, თუ რა შეიძლება იდგეს, ვთქვათ, ერთ-ერთი ავტორ-კონტაქტორის ამგვარი მტკიცებულების უკან: "(როდესაც - ვ. პ.) კაცობრიობა ყოფიერების ენერგეტიკულ დონეზე გადავა, ბიოსფეროში ადამიანების ადგილს დაიკავებენ დელფინები. ისინი გამოვლენ ხმელეთზე და მიიღებენ ადამიანთა სახეს. მაგრამ შემდეგ დელფინები გადავლენ ენერგეტიკულ დონეზე და წავლენ კოსმოსში, მზე ჩაქრება და გახდება პლანეტა. დელფინები ამ დროისთვის უკვე წინამძღოლთა მისიას იკისრებენ ვენერას მოსახლეობაში. ვენერასთვის კი აბსოლუტი აანთებს მწვანე მზეს, რომლითაც იუპიტერი გახდება..." და ა. შ. (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 308).
კანონზომიერ მოვლენათა შორის, რომლებიც წინ უძღვიან "უცხოპლანეტელებს", შეიძლება დავასახელოთ: საშინელი სიზმრები, უცნაური სტუმრები, კარებზე კაკუნი, როდესაც მათ უკან არავინ დგას და სხვა. ხშირად კონტაქტორები კონტაქტამდე ცოტა ხნით ადრე ხედავენ ე. წ. "შავ კაცს". თვით "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტი მრავალ ადამიანში იწვევს შიშის მტანჯველ განცდას, დაუცველობის გრძნობას, შინაგან მღელვარებას და სურვილს რაც შეიძლება მალე შეწყდეს ურთიერთობა. არცთუ იშვიათად, ადამიანები, რომლებიც ეკონტაქტებიან "უცხოპლანეტელებს", კონტაქტის შემდეგ გრძნობენ ძალების წართმევას, გამოფიტულობას, ფიზიკურ დაღლილობას და უძლურებას. თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც კონტაქტორები განიცდიან აღგზნებას, ეგზალტაციას და ძალთა მოზღვავებას. მაგრამ, ასეთი მდგომარეობა გრძელდება არცთუ დიდხანს და მთავრდება ჩვეულებრივი დეპრესიით (См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001).
"უცხოპლანეტელებზე" თავიანთ მსხვერპლთან ურთიერთობის ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ესწრაფვიან ადამიანებზე ბატონობას, რაც ყოველთვის ამოფარებულია დედამიწის ცივილიზაციის "გადარჩენის" მომხიბლავ იდეას. კაცობრიობის "გადამრჩენელთა" როლი კონტაქტორებს მათდამი ნდობას შთააგონებს, მაგრამ, "უცხოპლანეტელებთან" კონტაქტში მყოფი ადამიანები მოწმობენ, რომ "თაფლობის თვის" გავლის შემდეგ, "უცხოპლანეტელები" უკვე აშკარად მბრძანებლობენ და ითხოვენ მათდამი მორჩილებას, თანაც უარის თქმის შემთხვევაში უამრავი უბედურებებით იმუქრებიან (იქვე).
მანიპულიაციის მეთოდებად "უცხოპლანეტელები" იყენებენ ადამიანურ ვნებებსა და მიდრეკილებებს. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეაქონ კონტაქტორის უჩვეულო - ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ენერგეტიკული შესაძლებლობები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს. შემდეგი სატყუარა არის კურნების ნიჭი, რომლითაც "უცხოპლანეტელები" თითქოსდა აჯილდოვებენ თავიანთ გულუბრყვილო თაყვანისმცემელთ. გამოიყენება ადამიანის სექსუალური მოთხოვნილებების ხელოვნური "დაქოქვა", დაშინება (Игумен N . Пришельцы: новая культура, новая религия, новый человек / См.: От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001.С.19). როგორც ვხედავთ, ხერხები არ ახალია, ძველია (სხვათა შორის, ეს ხერხები ძალზედ პოპულარულია სექტანტებს შორის. იხ. Питанов В.Ю. Введение в сектоведение. http://apologet.narod.ru), მაგრამ საკმაოდ ქმედითია და ხშირად მიზანსაც აღწევს.
"უცხოპლანეტელები" აქტიურად ნერგავენ საკუთარ რელიგიურ იდეებს. ამასთან ეს იდეები ძალზედ წააგავს იმ იდეებს ყველა ჯურის ოკულტისტები რომ ავრცელებენ (Питанов В.Ю. Суд совести: Агни-йога против христианства. http://apologet.narod.ru): "კაცობრიობა უნდა დაბრუნდეს იმ გზაზე, რომელიც მას მიუთითა ქრისტემ, კრიშნამ და ბუდამ..." (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С.304). ამასთანავე, "ქრისტეს, კრიშნას და ბუდას" გზაზე შედგომა მთავრდება ოკულტიზმის ბანალური ქადაგებით და კონტაქტორის "უნიკალურობის" მტკიცებულებით, რომელიც მზად არის თვითვე შეცვალოს ყველა ტრადიციული მსოფლიო რელიგია იმ "უახლესი" ინფორმაციით, რომელიც "ზეცივილიზაციებისგან" მიუღია (См.: Питанов В.Ю. Миф о «братстве религий», как метод борьбы с традиционными религиями. http://apologet.narod.ru).
დღეს ამგვარი კონტაქტორების წიგნები შეიძლება ადვილად ვიპოვოთ წიგნის ისეთ მაღაზიებში, რომლებიც ავრცელებენ ეზოთერულ ლიტერატურას. მაგრამ, ახალგამომცხვარ "წინასწარმეტყველთა" ფიასკოს მიუხედავად, კვლავ და კვლავ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გამსჭვალულნი არიან ნდობით "უცხოპლანეტელთა" მიმართ და მათ მიერ ინსპირირებულ იდეებს რეალობად აღიქვამენ. ამო-სადმი რწმენის ისტორიამ იცის "უცხოპლანეტელებით" გატაცების ფატალური ფაქტები. გავიხსენოთ თუნდაც სექტა "ზეციური კარიბჭე" და მისი ლიდერის მარშალ ეპპლუაიტი, რომელმაც სანტა-ფეში მდებარე თავის რანჩოში გადაწყვიტა "უცხოპლანეტელთა" ხომალდზე გაფრენა კოლექტიური თვითმკვლელობით. იმის შემდეგ, რაც ინტერნეტში წაიკითხეს ინფორმაცია ჰეილი-ბოპის კომეტაზე, რომლის კუდში თურმე იმალება უცხოპლანეტელთა კოსმიური აპარატი, 39-მა ადამიანმა თავი მოიკლა, რათა მოხვედრილიყვნენ ამ "ხომალდზე" (- Дворкин А.Л. Сектоведение. Нижний Новгород. Изд. Братства во имя св. князя Александра Невского. 2003. С. 30). სამწუხაროდ, ამო-ს თაყვანისმცემელთა მსხვერპლი არცთუ მცირეა და სექტა "ზეციური კარიბჭე" გამონაკლისი როდია.
"უცხოპლანეტელთა" მოქმედების გულდასმითი ანალიზი, მაგალითად, მრავალი ათწლეულის განმავლობაში მათი მოქმედების სცენარის განმეორებადობა, აჩვენებს, რომ მათი საქციელი, როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ყურადღების მიპყრობას, ნდობის მოპოვებას, და არა ადამიანის გამოკვლევას და სამყაროს ხსნას (От чего нас хотят «спасти» НЛО, Экстрасенсы, оккультисты, маги? М., Даниловский благовестник. 2001).
ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენი ფსიკიქის საინტერესო თვისება: თუ ადამიანი უშვებს ლოგიკურად უაზრო საქციელს, ამან შეიძლებ ის ტრანსში ჩააგდოს (Хассен С. Освобождение от психологического насилия. СПб., Прайм-ЕВРОЗНАК. 2001). ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ "უცხოპლნეტელებთან" კონტაქტების უშინაარსობა წარმოადგენს პოტენციალური კონტაქტორის ფსიქიკაზე ზემოქმედების მეთოდს მისი შთაგონებადობის ამაღლების მიზნით.
თანამედროვე მეცნიერებს არ შეუძლიათ ცალსახად ახსნან ამო-ს ფენომენი (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 222). ამასთან დაკავშირებით არსებობს თეორიები, თუმცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი მაინც არ არსებობს. ფენომენის უცხოპლანეტური წარმოშობის ვერსიის წინააღმდეგ მეცნიერები აყენებენ შემდეგ არგუმენტებს:
პირველი: ისინი ამბობენ, რომ თანამედროვე მეცნიერება შესაძლებლობას არ აძლევს ხომალდებს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ მატერიალურ ბუნებას, გადაადგილდნენ ვარსკვლავთა ერთი სისტემიდან სხვა სისტემაში, კლასიკური სივრცობრივ-დროებითი მანძილის გადალახვით, თანაც ხომალდებს სინათლის სიჩქარეზე მეტი სისწრაფე არ გააჩნიათ (Колчин Г.К. НЛО. Факты и документы. Л., Географическое общество СССР. 1991.С. 236).
მეორე: ამბობენ, რომ უცხოპლანეტელებს გაუჭირდებათ კავშირის დამყარება თავიანთ პლანეტასთან უზარმაზარი მანძილის გამო, გარდა ამისა, ხელსაწყოებით ფიქსირებული ობიექტები საკმაოდ მცირე ზომისაა საპლანეტთაშორისო მოგზაურობისთვის. ამაზე ამო-ს მომხრეები ამბობენ, რომ გადაფრენა ხორციელდება დიდ ხომალდებზე, რომლებიც იმალებიან, მაგალითად, მთვარეზე (იქვე. გვ. 237), ხოლო დედამიწაზე მოფრინავენ პატარა ხომალდები.
ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის არც დამტკიცება არის შესაძლებელი და არც უარყოფა. ამასთანავე, "უცხოპლანეტელთა" ხომალდების უნარი მყისიერ გამოჩდნენ და მყისიერ გაუჩინარდნენ, შეიცვალონ ფორმა და ასევე, გადაადგილდნენ ნებისმიერი ტრაექტორიით, ეწინააღმდეგება ფიზიკის ყველა კანონს. მაგრამ, ამო-ს მომხრეები ამ არგუმენტებს უარყოფენ მით, რომ ამო შეიძლება ფლობს ჩვენთვის უცნობ ტექნოლოგიებს და "უცხოპლანეტელთა" ტექნიკური შესაძლებლობების შეფასება იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც დედამიწელთა მეცნიერებას გააჩნია, არაკორექტულია.
და ბოლოს, უკანასკნელი არგუმენტი ამო-ს წინააღმდეგ - ეს არის მათი ჯიუტი სურვილი დაამყარონ ფიქსირებული კონტაქტი კაცობრიობასთან (იქვე. გვ. 238). მაგრამ, თუ მეცნიერებას არ ძალუძს უპასუხოს, ვინ არიან "უცხოპლანეტელები", იქნებ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ მეცნიერულ ცოდნათა სფერო შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური სამყაროთი, ხოლო, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, "უცხოპლანეტელები" თავიან ქმედებებში ხშირად მიმართავენ ადამიანის სულიერ ცხოვრებას, უქადაგებენ მათ იდეებს, რომლებიც უცნაურად წააგავს ოკულტიზმს.
ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ სამეცნიერო ცოდნის ჩარჩოებში, ეს არის რელიგიური აზროვნების სფერო. რადგან ასეა, მაშინ, იქნებ იმ კარზე არ აკაკუნებს კაცობრიობის ცნობისმოყვარე წადილი? ჯონ კილის აზრით, რომელსაც ალბათ უნდა დავეთანხმოთ: "... ამო-ს ფენომენის მთავარი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ასპექტი, სამეცნიეროს გარდა, არის თეოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტი. ამო-ს პრობლემას ვერასოდეს ამოხსნის მეცნიერება, თუკი ისინი თავისუფალი ხელოვნების, თოლოგიის და ფილოსოფიის ცოდნით არ აღიჭურვებიან. სამწუხაროდ, სამეცნიერო დისციპლინათა უმეტესობის შესწავლას იმდენი დრო და ძალა სჭირდება, რომ უბრალოდ არ არსებობს ფიზიკური შესაძლებლობა კიდევ სხვა რაღაცა იქნეს შესწავლილი" (Киль Джон А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970. Гл. 12. Космические шутники).
მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ვიცით ამ არსებათა შესახებ და იდუმალებით მოცულ "უცხოპლანეტელთა" ფენომენს შევხედოთ ქრისტეანული რელიგიის კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ადვილად გადაადგილება სივრცეში, ფიზიკური კანონების აბსოლუტური დარღვევით და ასევე, ადვილად შეუძლიათ თავიანთი ფორმის შეცვლა. მათი მოახლოვება შიშს გვრის პირუტყვთა და ადამიანთ. მათთან ურთიერთობა დამანგრეველია ადამიანის ფსიქიკისა და ჯანმრთელობისთვის. ისინი აქტიურად ესწრაფვიან შეცვალონ კონტაქტორთა ფსიქოლოგია და მსოფლმხედველობა.
ხშირად ადამიანთა კონტაქტები "უცხოპლანეტელებთან" მთავრდება კონტაქტორთა თვითმკვლელობით. ეს არსებები აქტიურად ნერგავენ იდეას, რომელიც მიმართულია "უცხოპლანეტელთა", როგორც კაცობრიობის "მხსნელთა" თაყვანისცემისკენ, - ეს იდეები, როგორც ჩანს, უკვე თავისთავად ანტიქრისტეანულია, სამაგიეროდ თანხმიერია ოკულტური იდეებისა და სწავლებებისა. თქვენ არაფერს გახსენებთ ზემოთნათქვამი? "უცხოპლანეტელები" დეტალურად იმეორებენ იმ სულიერ არსებათა თვისებებს, რომელთა გვერდითაც კაცობრიობა ცხოვრობს თავისი არსებობის განმავლობაში და რომლებიც კარგად არიან ცნობილი მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი გამოცდილებით.
ამ არსებათა ქცევის ხასიათი და მათთან ურთიერთობის შედეგები აშკარად გვაძლევენ უფლებას ვუწოდოთ მათ დემონები. თვით სტანდარტული გარეგნობა ამ "უცხოპლანეტელებისა", გვაგონებს იმ არსებათა გარეგნობას, რომელიც ხშირად ევლინებათ სპირიტუალური სეანსების მონაწილეებს: "... არქიეპისკოპოსი ტომას კოლი აღწერს მატერიალიზაციის საინტერესო შემთხვევას, რომელიც მოხდა ექიმთა და სასულიერო პირთა ჯგუფის თვალწინ: "სულმა დაიწყო ფორმირება, დოქტორ მონკზე (ფრენსის მონკი - მედიუმი) 8 დიუიმით მეტი გახდა, თანდათანობით გაიზარდა და საბოლოოდ ჩვენს თვალწინ წარსდგა ბრინჯაოს სკულპტურის მსგავსი დაკუნთული ეგვიპტელი გიგანტი, ძლიერი და დამოუკიდებელი... მე მივედი სულთან, რათა გამეზომა მისი ხელები, რომლებიც, მოკლე ჰქონდა, როგორც აღმოსავლელი ხალხებისთვის არის დამახასიათებელი, წვრილი მაჯები, მაგრამ მასიური, თმებით დაბურძგვნილი კუნთები. სულს თვალები ჰქონდა შავი და გამჭოლი, მაგრამ არა სასტიკი; თმები პირდაპირი და კუპრივით შავი, ულვაშები ჩამოშვებული და გრძელი წვერი. არსება აღსავსე იყო სიცოცხლითა და ექსპრესიით, რომელიც ოდნავ წააგავდა სფინქსს. სულის თავსაბურავი იყო ძალიან უცნაური, რომელიც მოგაგონებდა მეტალის არახჩინს წინიდან ემბლემით. ჩამოწეული ჰქონდა შუბლზე, რომელიც ბრწყინავდა და ნაოჭებად ერთდებოდა წარბს ზემოთ. სიცივემ დამიარა ტანში როდესაც შევეხე, მისი ასოები თითქოსდა დნებოდნენ, როგორც თოვლის ფიფქები, და მყისიერ თავდაპირველ ფორმას უბრუნდებოდნენ" (იქვე).
ჯონ კილი ამ შემთხვევას ასე განმარტავს: "სპირიტისტულ წრეებში ასეთ არსებას ავტომატურად უწოდებენ სულს, ანუ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელის აჩრდილს. და თუკი იგივე არსება, იმავე მეტალის არახჩინიში შემოსილი, გამოძვრება დასავლეთ ვირჯინიის ბუჩქებიდან და განმარტოებულ შეყვარებულთ დააფრთხობს, მაშინ მას უცხოპლანეტელ კოსმონავტად შერაცხავენ. ოკულტური შემთხვევები იმდენად ბევრია, რომ არ მაქვს შესაძლებლობა მიმოვიხილო თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი მათ შორის, მაგრამ არსებობს უამრავი შესანიშნავი წიგნი ამ თემაზე, რომლებიც სრულიად ააშკარავებენ მოცემულ პრობლემას. თუ გექნებათ დრო და მოთმინება წაიკითხოთ ეს წიგნები, მათში დამოწმებულ მაგალითებში შეამჩნევთ ამო-ს ფენომენის ზუსტ ანალოგიებს. თქვენ მიხვდებით, რამდენად მკაფიოდ გამოიხატება ერთი და იგივე ძალთა მოქმედების სურათი ორივე შემთხვევაში" (იქვე).
ამ პოზიციას იზიარებდა, აწ, სამწუხაროდ, უკვე ტრაგიკულად დაღუპული აკადემიკოსი ვიქტორ იოზეფის ძე ვეინიკი, კერძოდ, ის წერდა: "... ამო-ს "უცხოპლანეტური" წარმოშობა - ეს მხოლოდ ნიღაბია, სატყუარაა, რომლის ჭეშმარიტი არსი და მიზანი მდგომარეობს სხვა რამეში. ამ სატყუარას დღეს მრავალი წამოეგო, უფრო ისინი, ვინც ტანჯული კაცობრიობის გადარჩენას უმაღლესი კოსმიური გონის დახმარებით ელის... განსაკუთრებული ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა "უცხოპლანეტელთა" მისწრაფებაზე, ადამიანთა ცნობიერებაში ჩანერგონ ამ ფენომენის უცხოპლანეტური წარმომავლობის იდეა, რომელიც თითქოსდა უბედურებაში გახვეული ცივილიზაციის ხსნას ისახავს მიზნად..." (Вейник А.И. Термодинамика реальных процессов. Минск. Наука и техника. 1991. С. 527, 530).
მოდი მივმართოთ წმიდა წერილს და გავიხსენოთ, რას გვასწავლის ის ბოროტების სულთა შესახებ. უპირველეს ყოვლისა წერილი დემონთ პირდაპირ უწოდებს "ამ ბნელი საწუთროს მპყრობელებსა და ცისქვეშეთის უკეთურ სულებს" (ეფეს 6:12). ისინი არიან მზაკვარნი, გამოსცდიან ადამიანებს, თამაშობენ მათ ვნებებზე. შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ფორმა ადამიანის სახიდან მოყოლებული ნათლის ანგელოზით დამთავრებული და თვით ქრისტეს სახეც კი: "თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც" (2 კორინთ. 11:14-15).
დემონებს შეუძლიათ სივრცეში უდიდესი სისწრაფით მყისიერი გადაადგილება. ბიბლიაში მოტანილია მრავალი შემთხვევა შეპყრობილობისა და იმ ტანჯვისა, რასაც დაცემული სულები შეამთხვევენ ადამიანებს. ეშმაკი არის მკვლელი (იოანე 8:44), ამიტომაც მასთან ან მის მსახურებთან შეხვედრამ შეიძლება ადამიანის სულში გამოიწვიოს ძრწოლა და შიში.
"უცხოპლანეტელთა" სულიერ წარმომავლობაზე ამავე აზრისაა ჯონ კილიც: "დემონოლოგია - ეს მორიგი აბსურდოლოგია როდია. ძველი ნაშრომებიდან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მონსტრები და დემონები ადამიანთან ერთან თანაარსებობდნენ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. ამ თემაზე დაწერილია მრავალი წიგნი, რომელთა ავტორები იყვნენ უგანათლებულესი მღვდლები, ობიექტური მკვლევარები და მეცნიერები, რომლებიც ეყრდნობოდნენ ურიცხვ ბრწყინვალედ დოკუმენტირებულ მოწმობას და აღწერდნენ ამ ე. წ. დემონურ შემთხვევებს. მოვლენები, რომლებიც აღწერილია ამ ძლიერ შთამბეჭდავ ლიტერატურაში, თუ იდენტური არ არის, ძალზედ წააგავს ამო-ს ფენომენს. დემონომანიის მსხვერპლნი კი დაქვემდებარებულნი არიან იმავე ემოციურ და ფიზიოლოგიურ სტრესებს, რასაც ამო-ს კონტაქტორები (Киль Джон А. НЛО: операция «Троянский конь». Нью-Йорк. 1970. Гл. 12. Космические шутники).
მაშ, რატომ არის, რომ ჩვენს დროში ადამიანთა ცდუნება ხორციელდება "უცხოპლანეტელთა" სახით? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სულაც არ არის ძნელი. დემონები ადამიანებს აცდუნებენ იმით, რითც შეიძლება მათი ცდუნება. როგორიც არის საზოგადოების მენტალიტეტი, ისეთია ცდუნების ფორმაც! "XX საუკუნე დაბეჯითებით ითხოვდა ახალ მეთოდებს. კაცობრიობა სწრაფად მიიწევდა წინ მეცნიერულ პროგრესთან ერთად, ამიტომაც, ბოროტ და დაცემულ სულებს რელიგიური კამუფლიაჟი აუცილებლად უნდა შეეცვალათ ფსევდომეცნიერულით. ძნელი არ იყო იმის წინასწარგანჭვრეტა, რომ მეცნიერული დემონსტრაციის მთელი სერია (უცხოპლანეტელებზე მინიშნებებით) დაიპყრობდა რელიგიისგან მოწყვეტილ ადამიანთა ცნობიერებას" (იქვე.Гл. 13. Лучшее средство против укусов аллигатора).
რადიოტელესკოპები უსმენენ კოსმოსს და ეძიებენ "გონიერ თანამოძმეთ". სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის იდეა სრულიად მისაწვდომი და გასაგებია თანამედროვე ადამიანისთვის. თანამედროვე საზოგადოება სეკულარულია თავისი არსით. XIX და XX საუკუნეები იყო ტექნიკური პროგრესის ეპოქა და დედამიწის ბინადართათვის "უცნობი, არამიწიერი ტექნოლოგიებისადმი" რწმენა შესანიშნავი სატყუარა აღმოჩნდა დემონთათვის. არა, დღეს ადამიანები ღმერთს როდი უარყოფენ. მაგრამ მათი რწმენა არ არის ღრმა, გააზრებული და მტკიცე. სარწმუნოება ადამიანისგან ითხოვს სულიერ ძალისხმევას, ღვაწლს (მათე 7:13), მაგრამ ადამიანს მაინც დინების მიმართულებით ცურვა ურჩევნია. ეკლესიაში შესული ის "ყოველ შემთხვევისთვის" აანთებს სანთელს, თუმცა იგივე ადამიანს, თავისუფალ დროს, შეუძლია გაერთოს ოკულტური ლიტერატურით ან შეიაროს ასტროლოგთან და მომავალი აწინასწარმეტყველებინოს; ან კიდევ, ცუდად გახდომის შემთხვევაში მიაშუროს ექსტრასენსს.
ასეთია ჩვენი თანამედროვე ადამიანის სულიერი სახე. შედეგად, საზოგადოება თანდათანობით უფრო იჟღინთება ოკულტიზმით. ყველაფერი მარტივადაა: პოპულარულ საქონელს თუ გააყალბებ, ხელსაც კარგად მოითბობ. ასე იქცევა ეშმაკიც და ამგვარი მეთოდით "ითბობს ხელს" ადამიანთა სულების მიმხრობითა და მათი საბოლოო წარწყმედით. მისი მიზნების შესახებ ასე გვაფრთხილებს წმიდა წერილი: "განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტრე 5:8). დანარჩენი კი მეთოდის საქმეა. ამის შესახებ წერს ჯონ კილიც: "... წარსულში ფენომენს რელიგიური თვალსაზრისი გადაჰქონდა საკუთარ თავზე, ზუსტად ისე, როგორც დღეს იწოდება იგი უცხოპლანეტელთა ვერსიად. ოპერაცია "ტროას ცხენი" - ეს არის ძალიან ძველი თამაში, რომელსაც დღესაც, ოღონდ უფრო განახლებული ფორმით, თამაშობენ დემონები. ეშმაკის გუშინდელი ემისრები შეიცვალა საიდუმლო "ადამიანებით შავებში". ბიბლიური ჟამის კვაზიანგელოზები შეიცვალნენ შთამბეჭდავი კოსმონავტებით. დემონები, ეშმაკები და ფსევდოანგელოზები ძველად ყოველთვის მატყუარებად და მძარცველებად მიაჩნდათ. ასეთ მატყუარებად და თვითმარქვიებად გვევლინებიან ჩვენს დროში "უცხოპლანეტელი" "ჰუმანოიდებიც" (იქვე. Гл. 12. Космические шутники).
|