მთავარი »
2013 » იანვარი » 6 » ახალი თავსატეხი - მიწის გუგუნი
3:24 PM ახალი თავსატეხი - მიწის გუგუნი |
ამ რამოდენიმე ხნის წინათ ჩვენ ვიუწყებოდით, რომ მსოფლიოს მრავალ კუთხეში ციდან უცნაური ხმები ისმოდა. ამჯერად ხმები მიწის სიღრმიდან ისმის და მეცნიერებმა არ იციან ამას როგორი ახსნა მოუძებნონ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი დაბალსიხშიროვანი სიგნალი, რომელიც მიწაში ვრცელდება. მისი ბუნება უცნობია.
უკვე ათი წელია მეცნერები იკვლევენ მიწის ზედაპირის მუდმივ, არცთუ ძლიერ ვერტიკალურ რყევებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ოკეანის ფსკერზე სიღრმისეული ტალღების ზემოქმედების შედეგია. და აი, გერმანელ მეცნიერთა ჯგუფმა ამასწინათ აღმოაჩინა ამ გუგუნი მეორე ნოტა, ამჯერად ჰორიზონტალური, მაგრამ მისი აღმოცენების ბუნება და მიზეზი მათთვის უცნობია.
შტუტგარტის უნივერსიტეტის თანამშრომლები დიტერ კურლე და რუდოლფ ვიდმერ-შნიდრიხი 11 წლის განმავლობაში სწავლობდნენ გერმანიის, იაპონიისა და ჩინეთის ოთხ იზოლირებული წერტილიდან მიღებულ სეისმომეტრულ მონაცემებს. ამოცანა არატრივიალური იყო, რადგან უნდა გაეთვალისწინებინათ გაზომვის ზონაში პლანეტის ზედაპრისი ატმოსფერული წნევის ცვალებადობა.
მეცნიერებმა დაადასტურეს ჰორიზონტალური სიგნალის არსებობა ოთხივე სადგურში. სიგნალი წარმოადგენს მოძრაობას რომელიმე მიმართულებით ყოველ სამ წამში დაახლოებით 1 მიკრომეტრის საზღვრებში. ამგვარი მოძრაობის ჰორიზონტალური მიმართულება მკაფიოდ განასხვავებს მას მიწის ვერტიკალური რყევისგან.
ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენა (მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ძლიერი ქარბუქი) აძლიერებს ამ უწყვეტ სიგნალს, თუმცა მისი წყარო მაინც ვერ იქნა აღმოჩენილი. სიგნალის სიხშირის მიხედვით რაღაც ძალა რაღაცნაირად "გრეხავს" მიწის ქერქის ზედაპირს. როდესაც ზეგავლენა წყდება, ქერქი თავისი ელასტიურობის წყალობით ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ქერქის ზედაპირის "დაგრეხვისა" და გამთლიანების ეს პროცესი მეორდება.
ვიდმერ-შნიდრიხი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს რყევები გამოწვეული იყოს დაბალი წნევის ატმოსფერულ ზონებში წარმოქმნილი ქარბორბალებით. ამავე დროს ის აღიარებს, რომ მოცემული თეორია - სიცარიელეში სროლას წაგავს, რადგან მისი დამტკიცება შეუძლებელია.
სხვა მეცნიერებმა თავიანთი მზერა ზეცას მიაპყრეს და იქ ცდილობენ პასუხების მოპოვებას. აშშ-ს გეოლოგიური კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე, კანადის სამეფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დევიდ ტომპსონმა და ფრენკ ვერნონმა კალიფორნიის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტიდან ივარაუდეს, რომ ეს გუგუნი სინქრონიზებულია მზის მაგნიტური ველის ცვლილებებთან. თუმცა, ვიდმერ-შნიდრიხი ამ თეორიას სკეპტიკურად უყურებს:
რა უდევს საფუძვლად კორელაციას? დღეისთვის არ არსებობს არც ერთი თეორია, რომელიც შეძლებდა დაკვირვებათა შედეგების ან პროგნოზირებას ან კიდევ მის ახსნა-განმარტებას.
|
კატეგორია: სიახლეები |
ნანახია: 639 |
დაამატა: admin1988
| რეიტინგი: 0.0/0 |