ჩრდილოამერიკული ჯორჯიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კლდოვან მაღლობზე მდებარეობს ჩვენს დროში აგებული ერთ ერთი უცნაური მონუმენტი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით: "Georgia Guidestones" ანუ "ჯორჯიის ფილაქნები". ეს ნაგებობა შედგება ხუთი ოცტონიანი გრანიტის მოპირკეთებული ფილისგან, რომელთა სიმაღლე ხუთი მეტრია. კომპოზიციას ეწოდება Georgia Guidestones, ანუ "ჯორჯიის ფილაქნები", რადგან არსებითად წარმოადგენენ გრანიტის ფილაქნებს წარწერებით, რომლებიც ამოტვიფრულია 8 თანამედროვე ენაზე, - თითო ენა 4 ვერტიკალური ფილაქნის ორივე მხარეზე. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ თუ რა 10 მცნებას სთავაზობენ ჯორჯიის ფილაქნები ჩვენს შთამომავლობას? ბევრი რომ არ შეგაწუხოთ, წავიკითხოთ ჯორჯიის ფილაქნების რუსული ტექსტი:
1. Пусть земное население никогда не превышает 500 миллионов, пребывая в постоянном равновесии с природой. (დაე, დედამიწის მოსახლეობა არასოდეს გადააჭარბოს 500 მილიონს, რათა მუდმივ წონასწორობაში იყოს ბუნებასთან).
2. Разумно регулируйте рождаемость, повышая ценность жизненной подготовки и многообразия человечества. (ცხოვრებისეული მომზადების ღირებულებისა და კაცობრიობის მრავალფეროვნების ამაღლებით, გონივრულად მოაწესრიგეთ შობადობა).
3. Найдите новый живой язык, способный объединить человечество. (ჰპოვეთ ახალი, ცოცხალი ენა, რომელიც შესძლებს კაცობრიობის გაერთიანებას).
4. Проявляйте терпимость в вопросах чувств, веры, традиций и им подобных. (გამოიჩინეთ შემწყნარებლობა გრძნობების, სარწმუნოების, ტრადიციებისა და მათ მსგავსთა მიმართ).
5. Пусть справедливые законы и беспристрастный суд встанут на защиту народов и наций. (დაე, სამართლიანმა კანონებმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ დაიცვას ერები და ხალხები).
6. Пусть каждая нация сама решает свои внутренние дела, вынося на мировой суд только общенародные проблемы. (ყოველმა ერმა თვითონ გადაწყვიტოს თავისი საშინაო საქმეები, მსოფლიო სამსჯავროზე კი მხოლოდ ზოგადეროვნული პრობლემები გამოიტანოს).
7. Избегайте мелочных судебных тяжб и бесполезных чиновников. (თავი აარიდეთ წვრილმან სასამართლო გარჩევებს და უსარგებლო მოსამსახურეებს).
8. Поддерживайте равновесие между личными правами и общественными обязанностями. (მხარი დაუჭირეთ წონასწორობას პირად უფლებებსა და საზოგადოებრივ მოვალეობებს შორის).
9. Превыше всего цените правду, красоту, любовь, стремясь к гармонии с бесконечностью. (უპირველეს ყოვლისა დააფასეთ სიმართლე, სილამაზე და სიყვარული. მიისწრაფვოდეთ ჰარმონიისკენ უსასრულობასთან). 10. Не будьте раком для земли, природе тоже оставьте место! (ნუ გაუხდებით კიბოდ დედამიწას, ბუნებას დაუტოვეთ თავისი ადგილი!). მონუმენტი ორიენტირებულია ნათლის მხარეს, ზოგიერთ ადგილას კი გაკეთებულია ხვრელები, რომლებიც პოლარულ ვარსკვლავსა და მზეზე მიანიშნებენ. მთელი ეს კონსტრუქცია გაკეთებულია ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომელთა ვინაობა დღემდე არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 1979 წლის ივნისში უცნობმა პირმა, რომელიც ამოფარებულია ფსევდონიმს R. C. Christian, მონუმენტი შეუკვეთა კომპანიას: Elberton Granite Finishing Company. ერთ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ფსევდონიმი გამომდინარეობს XIV ს.-ში როზენკრეიცერების ლეგენდარული დამფუძნებლის, ქრისტიან როზენკრეიცერის სახელიდან. ასევე უცნობია მონუმენტის მფლობელი.
კომპანია Georgia Mountain Travel Association-ის გზამკვლევის მიხედვით, "ჯორჯიის ფილაქნები მდებარეობენ მილდრედისა და უეინ მალენიქსის ფერმის ტერიტორიაზე... ელბერტის ოლქის მიწის კადასტრის ჩანაწერის თანახმად, მიწა ოლქისგან შეისყიდეს 1979 წლის 1 ოქტომბერს. ძეგლი საზეიმოდ გახსნეს 1980 წლის 22 მარტს. გახსნის ცერემონიას 400 (სხვა მონაცემებით კი 1000) ადამიანი ესწრებოდა. მონუმენტის სიმაღლე დაახლოებით 6,1 მეტრია და შეგება გრანიტის ექვსი ფილისან, რომლის საერთო მასა 100 ტონას შეადგენს.
ერთი ფილა მოთავსებულია ცენტრში, ოთხი - მის გარშემო. ბოლო ფილა ამ ხუთი ფილის ზემოთ დევს, რომლებიც ასტრონომიული მოვლენების მიხედვით არის განლაგებული. ძეგლიდან დასავლეთით მიწაზე მდებარეობს ქვის ფილა წარწერით, რომელიც ფილაქნების წარმოშობასა და დანიშნულებაზე გვამცნობს.
ამ ქვის გიგანტებს ზოგჯერ "ამერიკულ სტოუნჰენდჯსაც" უწოდებენ, თუმცა ოფიციალურად აშშ-ში თავისი სტოუნჰენდჯი - "მისტერი ჰილ"-ის არქეოლოგიური ძეგლი არსებობს, რომელიც დიდი ზომის ლოდებისა და ქვის ნაგებობებისგან შესდგება და დაახლოებით 120 კვ/კმ ტერიტორიაზეა განფენილი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქ. სალემში. ასე, რომ ზოგიერთს ხშირად ერთმანეთში ერევა ეს ორი ობიექტი, რომელთაც ერთმანეთთან არაფერი აქვთ საერთო. და ბოლოს მოვიტან კიდევ ერთ წარწერას, რომელიც ჯორჯიის ფილაქნებზეა ამოტვიფრული. წარწერა დაახლოებით ასე იკითხება: "დაუთმეთ ეს ფილაქნები გონიერ ეპოქას", ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს შემდეგ იცხოვრებენ და ამ ფილაქნებში ჩადებული პოსტულატების რაციონალურად შეფასების უნარი ექნებათ.
|