: ანტიქრისტე გრანდიოზული მისტიფიკაციისთვის ემზადება (ანტიქრისტეანული ძალები ფანტასტიკური აუდიო და ვიზუალური ეფექტებისთვის ემზადებიან) - 6 იანვარს 2013 - პირადი საიტი
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ანტიქრისტე გრანდიოზული მისტიფიკაციისთვის ემზადება (ანტიქრისტეანული ძალები ფანტასტიკური აუდიო და ვიზუალური ეფექტებისთვის ემზადებიან)
11:50 AM
ანტიქრისტე გრანდიოზული მისტიფიკაციისთვის ემზადება (ანტიქრისტეანული ძალები ფანტასტიკური აუდიო და ვიზუალური ეფექტებისთვის ემზადებიან)

ჩვენი საიტის მკითხველი უკვე ინფორმირებულია იმ უცნაური მოვლენის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2011 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ მასალები, რომლებიც იმ თანამედროვე მეცნიერულ ტექნოლოგიებს ეხება, რომლებიც მაგიას ესაზღვრება და მსოფლიო მთავრობა, ანუ ანტიქრისტეს მსახურები კაცობრიობის დასამორჩილებლად გამოიყენებენ, რათა ყველამ თაყვანი სცეს მტარვალს, წარწყმედის ძეს - ანტიქრისტეს.

ეს ტექნოლოგიებია HAARP, BLUE BEAM და სხვა. მათი დახმარებით შესაძლებელი ხდება ცაში სამგანზომილებიანი ჰოლოგრამების შექმნა. სახარებაში ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ამ სამყაროს აღსასრულის შესახებ ბრძანებდა: "და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ" (ლუკა 21:11).

ანტიქრისტეს მსახურებმა ისწავლეს ცაში "კინოს" გაშვება, რისთვისაც ისინი უკვე ცის კამარას იყენებენ (პროექტიBLUE BEAM). სწორედ მისი მეშვეობით იხილავენ მსოფლიოს ხალხები ხელოვნურ ვიზუალურ ეფექტებს და ანტიქრისტეს "ღვთაებრიობის" გრანდიოზულ მისტიფიკაციას, რომელიც ზეცაში გამართული საშინელი და დიდი სასწაულებით აცთუნებს მრავალთ.

მაგრამ მისი სატანური "კინო" მუნჯი არ იქნება. ამიტომაც, როგორც ჩანს, ანტიქრისტეს "კინოოპერატორები" სწორედ ახლა უმოწმებენ ხმას თავიანთ აპარატურას, რომელიც გრანდიოზული ვიზუალური და აუდიო ეფექტის მომხდენი იქნება. ზეწარმოდგენა რეპეტიციის პროცესშია. ანტიქრისტეანული ძალები ხმის უშუალოდ ზეციდან გარდამოსვლის ეფექტის მოხდენას ცდილობენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომელთაც ეს უცნაური, ზოგჯერ კი შემაძრწუნებელი ხმები ესმით, ვერ საზღვრავენ საიდან ისმის ეს ხმა. ის ყველა მხარეს ისმის და ძნელია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელის განსაზღვრა.

მანამ, სანამ შემოგთავაზებდეთ უცნაური და შემაძრწუნებელი ხმების ვიდეო კრებულს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისმის, გთავაზობთ მოუსმინოთ თუ როგორ ჟღერს შოფარი - დიდი რქები (Longhorn), რომელთაც იუდეველები იყენებენ თავიანთ რიტუალებში.

იუდეველთა სწავლებით: "შოფარის ხმა ერთ ერად გააერთიანებს ყველა ებრაელს, რომელიც ღმრთის სამსჯავროზე წარსდგება. ის გააერთიანებს არა მარტო იმათ, ვინც ახლა ცხოვრობს, არამედ გარდასულ და მომავალ თაობებსაც. შოფარი - ცხვრის რქაა - რომელიც იმ ტარიგს მოგვაგონებს აბრაამმა საკუთარი შვილის, ისააკის ნაცვლად რომ                                                                                   

                                                             ახლა კი მოისმინეთ ის საშინელი ხმები, მთელს მსოფლიოს რომ აძრწუნებს და არავინ უწყის მიწის სიღრმიდან ისმის ის თუ ზეციდან.                                                                                                               

                          
კატეგორია: ვიდეო | ნანახია: 676 | დაამატა: temo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: